x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
შერჩევითი ოკუპაცია , შერჩევითი დანაშაული, შერჩევითი პატრიოტიზმი

მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საფრანგეთი დღეს ბასტილიის აღებას აღნისშნავს, ეროვნულ დღესასწაულს, “ თავისუფლებას, თანასწორობას, ძმობას“ (Liberté; égalité; fraternité) . საქართველოში კი ვიწრო ექსტრემისტული დაჯგუფებები “ ქართველთა მარშს“ აწყობენ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც განსაკუთრებით ბევრი უცხოელია . კორელაცია არსებობს ამ ორ ფაქტს შორის თუ დამთხვევაა, რთული გასარკვევია, მაგრამ ეს კი ცალსახაა : ზედაპირზე წამოტივტივდნენ ანაქრონიზმები, ექსტრემისტები, ქსენოფობები, რასისტები და სხვები, რომელებიც რასიზმსა და ოკუპაციის გაგებაშიც კი შერჩევითობის პრიციპს ეყრდნობიან.

ისინი პროტესტს უცხადებენ ოკუპაციას, მაგრამ სახელმწიფო საზღვართან კი არა, არამედ დედაქალაქში . საზღვართან ხომ რუსი დგას, ჩვენი “ დიდი, ისტორიული, ერთმორწმუნე ძმა “, თბილისში კი “ჩამოეთრივნენ “ თურქები, “ ზანგები “ არაბები და ქართველობას გვართმევენ . ვერც ერთ მათგანს ვერ ათქმევინებ, რომ ქართველობა კი არა, სადაცაა საქართველოს წაართმევს მისი ჩრდილოელი “ძმა“ .

image

იდეის ავტორი და მსვლელობის ორგანიზატორია ის კაცი , რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროსაც გამოიჩენდა ხოლმე თავს მსგავსი გამოსვლებით . თუ რამეს კითხავთ, გეტყვით, რომ მსვლელობის მიზანი არაა ეთნიკური ან რასობრივი დისკრიმინაციის წახალისება, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო . მათი ლოზუნგები სწორედაც რომ ასე ჟღერს :


, , ქართველთა მარში” არის გადამწყვეტი ბრძოლა ეროვნულებსა და ლიბერასტებს, მამულიშვილებსა და მოღალატეებს შორის.თუ გაიმარჯვა ”ქართველთა მარშმა”, მაშინ ჩვენი სამშობლო ეროვნული-ქართული განვითარების გზით წავა, თუ დამარცხდა ”ქართული მარში”, მაშინ ქვეყანაში გარყვნილება, ღალატი, ჰომოსექსუალიზმი, ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ ბრძოლა გაშლის ფრთებს.სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ქართველთმოძულე-ლიბერასტები, სააკაშვილის ნაცები, სოროსის არასამთავრობოები, სექტანტები და ყველა ჯურის ავაზაკი შეიკრა ”ქართველთა მარშის” წინააღმდეგ.მათ ხელშია დიდი ფული, ტელევიზიები, მოსყიდული პოლიტიკოსები, ხოლო ჩვენს მხარეს არის რწმენა, რწმენა უფლის გზისა და რწმენა ქართველობისა.14 ივლისი არის დღე, როდესაც ქართველი ერი კიდევ ერთხელ დადგება არჩევანის წინაშე, გაყვეს ქრისტეს გზას თუ იაროს ბარაბას გზით.მე ქრისტეს გზას ვირჩევ და 14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე მივდივარ---შენ????“- წერს სანდრო ბრეგაძე


"ქართული მიწის დაცვის ჯგუფი" - ქართველი ერის და საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანები - ვაწყობთ "ქართველთა მარშს, " რომლითაც აქ ჩამოთესლილ, ჩვენს თავს წამომჯდარ უცხოტომელებს შევახსენებთ, რომ ამ მიწაზე უფლებები მასპინძლებსაც გაგვაჩნია! მსვლელობა აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირების კვეთის ადგილზე დაიწყება და მეტრო მარჯანიშვილთან დასრულდება.
ირანელების, არაბების, თურქების, ჩინელების, ინდუსების და ზანგების გასაუპატიურებელი შვილები ჩვენ არ გვყვავს!
უახლოეს მომავალში ქართველთა მსგავსი მარშები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება!
ქართველებმა გამოიღვიძეს და ამიერიდან დაე ყველა ავისმოსურნე ძრწოდეს ჩვენი შემართების წინაშე!
"ბრძოლის ყიჟინა მომესმა!!!"-წერს ზაზა დავითაია . მეტი სიძულვილი და შუღლი ძნელად წარმოსადგენია ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის


image


ფრაზა, “ აქ ჩამოთესლილ, ჩვენს თავსწამომჯდარ უცხოტომელებს შევახსენებთ, რომ ამ მიწაზე უფლებები მასპინძლებსაც გაგვაჩნია! მსვლელობა აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირების კვეთის ადგილზე დაიწყება და მეტრო მარჯანიშვილთან დასრულდება.
ირანელების, არაბების, თურქების, ჩინელების, ინდუსების და ზანგების გასაუპატიურებელი შვილები ჩვენ არ გვყვავს!“ -განსაკუთრებით საყურადღებოა . არსად წერია, რომ ეს არალეგალელი დამნაშავეების წინააღმდეგაა, არალეგალი და უქონელი მიწას ვერ იყიდის, რუსს კი უფასოდ მიაქვს, მაგრამ მერე რა, რადგან ის ისევდაისევ “ძმაა“ შესაბამისად, ეს ღვარძლიანი პათეტიკა ყველა უცხოელის წინააღმდეგაა მიმართული და სწორედაც რომ საყოველთაო ნეგატიური განწყობის შექმნას, მათ დემონიზაციას, აქ მცხოვრები უცხოელებისგან მტრის ხატის შექმნას ემსახურება. ლოზუნგი ცალსახად ნაცისტურია. “უცხოტომელი “ კი მათი საყვარელი ტერმინია და ყველა გამოსვლაში ყველა ბრუნვაში ხმარობენ, რადგან მათ უცხოობას, განსახვავებულობას და “ ცუდტიპობას “ განსაკუთრებით ნათლად გამოხატავს.

ცალსახაა საბჭოთა პათტიკაც, ხალხის მოღალატედ შეირაცხოს ყველა, ვინც მხარს არ უჭერთ და უმკაცრესად დაისაჯონ, როგორც კი “მათი დრო დადგება “.


არც ერთი მათგანი არ საუბრობს არც ჩვენი ემიგრაციის, არც მათი და სხვა მარავალრიცხოვანი პრობლემების შესახებ, განსაკუთრებით დუმან ნამდვილ, მცოცავ ოკუპაციაზე . მთელი მათი ნეგატიური ენერგია მიმართულია არადომინატი ერების, კონფესიების და, ზოგადად, უმცირესობების ჩაგვრასა და მარგინალიზაციისკენ.


რაც შეეხება პრაქტიკას და მეთოდებს, ის აშკარად გადმონერგილია ისევ მათი “ერთმორწმუნე ძმის “ ექსტრემისტული დაჯგუფებისგან, რომელთა ლოზუნგიც ასე ჟღერს : “ რუსეთი რუსებისთვის“.


საბედნიეროდ, საზოგადოება მეტ-ნაკლებად გათავისუფლდა ამ ცრუპატრიოტული პათეტიკისგან და წარმატების გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ, ვიდერე ერთი-ორი ათეული წლის წინ შეიძლებოდა ქონოდათ. ჩვენ კი კიდევ უფრო ბევრი ეფექტური სკოლა, უნივერსიტეტი და მუშაობა გვჭირდება ამ სტერეორიპებისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად


ამ სტატიის ავტორისთვის ისიც ცნობილია, რომ ვიღაცა მოიყვანს მაგალითებს : როგორ გააუპატიურეს ბავშვები, როგორ ჩაიდინეს უცხოელებმა მათ მიმართ გარყვნილი ქმედებები, როგორ გვართმევენ მიწებს, მეობასა და ზნეობას

პასუხი ასეთია : ბავშვთა მიმართ, რაც მოხდა ამას პედოფილია და არასრულწლოვანის მოტყუება ქვია და, რა თქმა უნდა, უნდა დაიაჯოს . დანაშაულს კი ეროვნება არ აქვს . ამ მაგალითების მომყვანს უნდა ეყოს სამართლიანობა და გაიხსენოს, რომ ერთმა ქართველმა პედოფილმა 15 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი ეს დანაშაული რამდენიმე ათასად იყიდა სასმართლოსგან და დაოჯახებით გაამართლა. ის გოგონა არავის დაუცავს ტირანი მშობლებისგან , არც პედოფილიქმრისგან. ალბათ მიხვდით, რომ რეფერანსია 40 წლის მანდატურის მიერ დაფეხმძიმებულ 15 წლის გოგონაზე, დედა რომ “შვილივით ანდობდა “ . უცხოელთა დემონიზაციის ნაცვლად, ჯობს ვებრძოლოთ დანაშაულს, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო ებრძვის .

თუ გინდა რომ მიწები არ წაგართვან, წადი და დაამუშავე.


მეობასა და ზნეობას თუ გართევენ, ესე იგი ძალიან დაბალ დონეზეა ეს შენში განვითარებული და პრობლემაც შენშია.


ბოლოს, ყველაზე თვალშისაცემი ამ დაჯგუფებათა გულანთებული ფანატიკოსების მხრიდან ენობრივი შეცდომები და ისტორიის ცოდნაზე რეფერირებაა. თუ ისტორია იცი, გაიხსენე, რომ ჩვენ საკმაოდ ტოლერანტული წარსული გვაქვს და დიდხანს ვცხოვრობდით სხვადასხვა კონფესიებთან თუ ერებთან ჰარმონიაში

თუ ენა იცი, წერტილ-მძიმე გამოიყენე სწორად, გინებას კი შეეშვი, რადგან არგუმენტაციის და ლექსიკის დეფიციტზე მიუთითებს. გულზე მჯიღისცემით პატრიოტმა მინიმუმ მშობლიური ენა უნდა იცოდეს სათანადოდ.


დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია.

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0