x
image
ციცი
Mediator image
"დააბრმავეს თავში ცემით... აუპატიურებდნენ ჯგუფურად და სისტემატურად..."-ბაია პატარაია სოციალური ქსელით შემზარავ ისტორიას აქვეყნებს

image
უფლებადამცველი და ფემინისტი ქალბატონი ბაია პატარაია სოციალური ქსელ "ფეისბუქზე" ავარიელების ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მძიმე ისტორიას აქვეყნებს ქალზე, რომელიც წლების განმავლობაში სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო:


"ერთი მძიმე ამბავი უნდა მოგიყვეთ: ავარიელების ერთ-ერთ სოფელში რომ მივედი, გავიგე, ქალი ჰყავთ, რომელიც წლები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყოო და მოგიყვანთო, თუ დაინტერესდებითო.
საინფორმაციო შეხვედრის შუაში ფანჯრიდან ვხედავ ორი ახალგაზრდა ქალი მხრებში ამსოდგომია ერთ 60 წლს ქალს და ნელა და გაჭირვებით მოჰყავთ. ქალს მკაფიოდ ეტყობოდა მარჯვენა ფეხისა და ხელის დეფორმაცია - მოტეხილობა რომ არასწორად შეხორცდება, ისე. ვერ ხედავსო მითხრეს და დივანზე ჩამოსვეს. მალე გავიგე, რომ ეს ქალი ვერც მეტყველებს. დაიწყეს მისი ამბის მოყოლა მისმა ახალგაზრდა მეურვეებმა: ეს ქალი 25 წლის წინ დედაჩვენის მეგობარი იყოო, ვერასოდეს ლაპარაკობდა, მაგრამ ხედავდაო. მერე სადღაც გაქრაო, დავკარგეთ კონტაქტიო. ამასობაში დედაჩვენიც გარდაიცვალაო. ერთი წლის წინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ მძიმე ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო და უპატრონოდ იყოო. ჩავედით და წამოვიყვანეთო. მოქალაქეობის მიღებაში და პენსიის დანიშვნაში მაინც თუ წაგვეხმარებით, მადლობელი დაგრჩებითო. პოლიციის იმედი არა გვაქვსო. ადრე იყო ესა მისული, მაგრამ ვერ გაიგეს ამის მუნჯური, ბოზად და გიჟად მიიჩნიეს, დასცინეს და გამოუშვესო.
მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვიცი ნიშნების ენა და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქალმა იცის კარგად, მაინც მოახერხა - მთელი სხეულით, გამომეტყველებით და ბგერების გამოცემით გაეგებინებინა ჩემთვის, როგორ ურტყამდნენ თავში და დააბრმავეს თავში ცემით, როგორ მოტეხეს ხელ-ფეხი, როგორ აუპატიურებდნენ ჯგუფურად და სისტემატურად, როგორ არ აძლევდნენ ფულს, როგორ ართმევდნენ შვილებს, რომ 10 შვილი ჰყავს გაჩენილი, როგორ გაუყიდეს და წაართვეს ის ბავშვები...
იცით სად ხდებოდა ეს ყველაფერი? წნორში... ამ ქალის მდგომარეობა არ შეიძლება არ სცოდნოდათ იქ, მინიმუმ იმ კაცებს, რომლებიც ამ ქალს აუპატიურებდნენ და მათი რიცხვი 3 და 4 არ არის...
მეთქი პოლიციამ თუ იცის? პოლიციამ კი არა მთელმა ქვეყანამ გავიგეთო, ჩვენ გავიგეთ ყვარელში, მაგრამ არაფერიო...
ვიჯექი გუშინ და ვფიქრობდი რა მექნა. ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკე, მერე ტრეფიკინგის მსხერპლთა დაცვის ფონდს დავუკავშირდით, ომბუდსმენის წარმომადგენელი ისედაც გვახლდა თან და ეგრევე ჩაერთო.
დღეს მობილური ჯგუფი ჩავიდა, ნახეს, ჩაიწერეს ყველაფერი, ხვალ სხდომა გვექნებაო, მსხვერპლის სტატუს რომ მივანიჭებთ, ყველა მომსახურებას გავუწევთ და მოქალაქეობის მიღებაშიც დავეხმარებითო.
პოლიციას ადრე კი აღუძრია საქმე, მაგრამ არა ტრეფიკინგის მუხლითო... მე გულით მინდა რომ ყველა დასაჯონ, ვინც ამ ქალს აუპატიურებდა, სცემდა, შვილებს ართმევდა და უყიდდა. სულ რომ ნახევარი წნორი გახდეს დასაჭერი - დაე!
რა არ მინახავს, მაგრამ დოგვილს თუ რეალურ ცხოვრებაში ვნახავდი, აღარ მეგონა...
პ.ს. ამ ქალს ახლა ყურადღება არ აკლია ავარიელი ქალებისაგან, მისი ახალგაზრდობის დაქალის შვილებისაგან. ნანა ექიმმა დღეს ტანსაცმელი გაუგზავნა. ვფიქრობ, არც ფონდიდან მოაკლებენ ყურადღებას, იმედია სიბერე მაინც ექნება მშვიდი...
პ.პ.ს. ზოგიერთი შვილის ვინაობა და ადგილსამყოფელიც ვიცითო ქალებმა, მაგრამ დნმ-ის ფული და დავა ჩვენ არ შეგვიძლიაო. თუ პოლიციამ ინამუსა, ბავშვებიც უნდა ვიპოვნოთ, ნაწილი მაინც, ზოგი იქვე ჰყავთ - წნორში."image

4
1938
8-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1938
  
2017, 16 ივლისი, 23:04
ვნახე და ორმაგად შოკირებული დავრჩი!
ჯერ ის, რომ ვიღაცეებს ავარელი ქალზე ძალადობა შერჩათ და მეორე ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალი აქამდე, რომ არ მოუკითხავთ ნათესავებს!
მოკლედ საშინელი განცდა დამრჩა...
2017, 16 ივლისი, 22:10
არ არის მოგონილი ამბავი. რუსტავი 2-ზე იქნება ანმ ქალზე სიუჯეტი პოსტსკრიპტუმში დღეს
2017, 15 ივლისი, 11:14
ვაიმეეე რეეებს არ გაიგებ ეს როგორ უნდა ხდებოდეს ასეტი რაგაცეეები ხალხნო ააააა
2017, 15 ივლისი, 2:33
რა ზღაპრებს წერს ეს პატარაია სიცილით მოკვდები კაცი, საერთოდ თუ ყოფილა ავარიელებთან უნდა სცოდნოდა ქალის შეურაცმყოფელი შარიათის კანონით, რომ ისჯება.
დადოს აბა იმ მოხუცის სურათი თუნდაც სახედაბურული!
მიზერული შანსიც კი არაა ასე ყოფილიყო და გეყო პატარაიავ გრანტის მისაღებად საქართველოს ლანძღვა!!!
0 1 4