x
მეტი
  • 24.07.2017
  • სტატია:67864
  • ვიდეო:320481
  • სურათი:420288
ბულინგი

ბულინგის არის ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის/ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში. ეს არის სოციალური მოვლენა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისთვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.ეს აიხსნება იმით რომ სკოლაში ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, დიაპაზონში "ლიდერი-გარიყული".

image


ბულინგი უნივერსალური მოვლენაა, რომელსაც უმეტესად ადგილი აქვს სკოლებში სხვადასხვა კლასისა და კულტურის ფარგლებში. მიუხედავად მრავალი განსაზღვრებისა არსებობს ბულინგის სამი ძირითადი უნივერსალური მახასიათებელი.
1.ზიანის განზრახვა
2. ხანგრძლივი განმეორებადობა
3.ძალთა სხვადასხვაობა, რაშიც იგულისხმება ის, რომ მსხვერპლისათვის რთულია, დაიცვას საკუთარი თავი დამნაშავისაგან.

ბულინგი განსხვავდება კონფლიქტის, დაპირისპირებისა და ბრძოლისაგან, რომლებიც მიმდინარეობს დაახლოებით თანაბარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალებისა და სოციალური სტატუსის მქონე ინდივიდებს შორის.



ბულინგი ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით.ეს შეიძლება იყოს სისტემატიური დაცინვა მსხვრეპლის გარეგნობის ან პიროვნული მახასიათებლების გამო, მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების გამოძალვა, აბუჩად/მასხრად აგდება, დამცირება. 80-იანი წლებიდან კვლევებმა ფიზიკური და ვერბალური აგრესიის შესწავლიდან გადაინაცვლა აგრესიის უფრო დაფარული ფორმების შესწავლაზე.ეს მოიცავს არაპირდაპირ, ხშირად სოციალურად მანიპულირებულ ქცევას, როგორიცაა: ცუდი ჭორების გავრცელება, ტყუილები სამიზნეს შესახებ, სამიზნის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება ან ზიანის მიყენების მუქარა, სოციალური სტატუსის დაზარალება საზოგადოებრივიდაცინვით, შეურაცხმყოფელი სახის გამომეტყველებით და ჟესტებით, და სხვა.ბოლოს დროს მკვლევრებმა შეისწავლეს ბულინგის ახალი ფორმა

კიბერბულინგი, რომელსაც ახორციელებენ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით-მობილურით ან ინტერნეტგვერდების საშუალებით.აგზავნიან ზიანის მომტან ტექსტებსა და შეტყობინებეს მსხვერპლთან ან მათ შესახებ ინტერნეტში ავრცელებენ შეურაცხმყოფელ ისტორიებს, ფოტოებს, ვიდეოკლიპებს.


ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისაგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. "რისკის ჯგუფში" ხვდებიან- ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები. ბულინგის შედეგები საკმაოდ მძიმეა და ხშირად ფატალურადაც მთავრდება.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0