x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
დიეტოლოგები გვაფრთხილებენ – უარი ვთქვათ იმ პროდუქტებზე, რომელიც კიბოს იწვევს

ხორცის მიღების სარგებლობისა და ზიანის თემა ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ხორცპროდუქტების წარმოების მასშტაბები მუდმივად იზრდება და ნაკლებად ეკოლოგიური ხდება. თუმცა, ადამიანები მაინც აგრძელებენ ხორცით კვებას; არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რის გამოც, თუ მთლიანად ვერ იტყვით ხორცზე უარს, მაშინ მოიხმარეთ ის მცირე რაოდენობით.


image


რა ზიანის მოტანა შეუძლია ხორცს ორგანიზმისთვის და რა მოხდება თუ მასზე უარს იტყვით


1. მკვეთრად შეამცირებთ სიმსივნით დაავადების ალბათობას


როგორც აღმოჩნდა, ხორცი კარცეროგენული პროდუქტია. 2015 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადამუშავებულ ხორცპროდუქტებს შემაშფოთებელი და საშიში საკვების სტატუსი მიანიჭა, რომელსაც შეუძლია სიმსივნის გამოწვევა. შებოლილი, ფარში, ძეხვეული და ბურგერები სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს 18%-ით ზრდის. რა თქმა უნდა, გემრიელი პროდუქტებია, მაგრამ დაფიქრდით იმაზე თუ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს.


image



2. შეამცირებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს


გულის დაავადებები წარმოადგენს მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. მცენარეულ რაციონზე გადასვლა – არა მხოლოდ არაჩვეულებრივი პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, არამედ უკვე განვითარებულ პროცესებს აჩერებს.


image


3. შეინარჩუნებთ კარგ აღნაგობას


სიმსუქნე პირდაპირ კავშირშია საკვებად ცხიმიანი ხორცპროდუქტების მოხმარებასთან, განსაკუთრებით ღორის, ძეხვის და სხვადასხვა შებოლილი ხორცის. შეეცადეთ მინიმუმამდე მიიყვანოთ მისი მოხმარება, რის შედეგადაც თავს გაცილებით უკეთ და ჯანმრთელად იგრძნობთ!


image


4. გადაარჩენ პლანეტას


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით ხორცის წარმოება დედამიწაზე არსებული მთელი მტკნარი წყლის 70% მოიხმარს. ცხოველმოქმედება დღეს ეკოლოგიის ერთ-ერთ მთავარ გამანადგურებელ ფაქტორს წარმოადგენს. მასზე მთელი სითბური გამონაბოლქვის 20% მოდის და ამასთან, სასოფლო სამეურნეო სავარგულებს უდიდესი ტერიტორიები უკავია, რის გამოც ძვირფასი ტყეები იჩეხება – 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ცხოველმოქმედებასთან დაკავშირებული საჭიროების გამო, ტროპიკული ტყეების 50%-ზე მეტი განადგურდა.

მოკლედ ცხოველმოქმედების მავნებლობაზე: ის გამოყოფს 9% ნახშირორჟანგს- CO2; ატმოსფეროში ხვდება მეთანის 37%, რომელიც 23-ჯერ უფრო ეფექტურად ათბობს პლანეტას, ვიდრე ნახშირორჟანგი; 64% ამონიუმი წარმოქმნის მჟავა წვიმებს; 65% აზოტის ოქსიდი, რომელიც 296-ჯერ აჭარბებს CO2-გან გამოწვეულ გლობალური დათბობის პოტენციალს.

BBC -ის მიერ მოწოდებულ წყაროებზე დაყრდნობით საფრანგეთის 20 მილიონ ძროხაზე მოდის 6.5% სითბური გამონაბოლქვი ქვეყანაში: ყოველწლიურად რქოსანი პირუტყვი 26 მილიონ ტონა მეთანს გამოჰყოფს.

ჯერ კიდევ 2009 წელს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ენდრიუ ბერნემმა განაცხადა, რომ თუ პირუტყვის რაოდენობა 30% შემცირდება, მაშინ სასოფლო სამეურნეო სექტორის მიერ ჰაერში ნახშირორჟანგის გამოყოფა 2030 წლისთვის 50%-ით დაიკლებს. ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გულის სხვადასხვა დაავადებებისგან იღუპებიან, 18 ათასით შემცირდება.

ერთი სიტყვით, თუ ადამიანი შეამცირებს ხორცის მიღებას – ეკოლოგია ერთმნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


5. ნაკლებად მოგინდება ძილი


ვეგეტარიანელების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მათ ნაკლები ძილი სჭირდებათ და მუდმივად ენერგიით არიან სავსენი. ყველაფერი ლოგიკურია, მცენარეული საკვების გადამუშავება გაცილებით ადვილად ხდება, ამავდროულად მცირდება სიმძიმე და ზედმეტი ზეწოლა საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე.


image


6. გაზრდით გასტრონომიულ ჰორიზონტებს


ხილი, ბოსტნეული, მწვანილი და თხილეული – უფრო მეტი რაოდენობით მიიღეთ, გარდა იმისა რომ გემრიელია, საოცრად სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

image


ხორცის შემცირება რაციონში დაგეხმარებათ კულინარიული ჰორიზონტის გაფართოებაში და ახალი გემრიელი კერძების აღმოჩენაში. პროტეინული ბალანსის შენარჩუნებისთვის არ არის აუცილებელი მუდმივად ხორცი მიირთვათ. ხანდახან ჩაანაცვლეთ ის ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლო პროდუქტებით, ამით დიდ დახმარებას გაუწევთ საკუთარ ჯანმრთელობას და ასევე ეკოლოგიას.


ასევე დაგაინტერესებთ:


დიეტოლოგის 24 რჩევა თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის


კავშირი ნაოჭებსა და შინაგანი ორგანოების პრობლემებს შორის


5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ!


მეცნიერები მკერდის კიბოს გამომწვევ ძირითად მიზეზებზე საუბრობენ. ეს უნდა იცოდეთ!


კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ


ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი


რა მოხდება, თუ ადამიანები ხორცის ჭამაზე უარს იტყვიან



3
865
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
865
  
2017, 18 ივლისი, 22:37
მე და ვეგეტარიანელი! არ გამოვა ეს ამბავი... :)
2017, 18 ივლისი, 22:00
გეთანხმებით, 14 წელია ვეგეტარიანელი ვარ – ყველაზე რთული მწვადზე უარის თქმაა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს ადამიანებში ჰუმანურობა თუ არ გაიღვიძებს,საკუთარ ჯანმრთელობაზე მაინც დაფიქრდებიან :(
2017, 18 ივლისი, 15:55
სტატია საინტერესოა, მაგრამ მწვადის გარეშე მე იგივე ვარ, როგორც მანქანა საწვავის გარეშე :)
0 1 3