x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ნინო ლაბარტყავა:ნუ, უკვე მივხვდი, რომ ფულის დახურდავება კი არა, ჩემთან სექსი უნდოდა
image

"ალიას" ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში თავზე გადამხდარ ამბავს ჰყვება:


მინდა, ეს წაიკითხოთ, სულ რაღაც ერთი საათის წინანდელი ამბავია.
ჩემი სამსახური ტერიტორიულად სპორტის სასახლესთან ახლოსაა. მაკდონალდსთან ვიყავი უკვე, ფეხით მოვსეირნობდი. იქვე ახლოში, ზედ ცენტრალურ ტროტუარზე, ერთი მამაკაცი იდგა – გამხდარი, საშუალო სიმაღლის, დაახლოებით, 50 წლის, ღია შოკოლადისფერი კანის ფერით, ღია ფერის საროჩკა და შარვალი ეცვა, თმაში ჭაღარა ჰქონდა. მის წინ უნდა გამევლო და რომ მივუახლოვდი, თავაზიანად გამიღიმა, მეც გავუღიმე, თან ისევ ვმოძრაობდი.
ოდნავ რომ გავცდი, ხმამაღლა დამიძახა გაურკვეველი სიტყვებით, ანუ ჩემი ყურადღება მიიქცია და რომ შევჩერდი, ხელებით რაღაცას მანიშნებდა.
ვიფიქრე რამე უნდა, რომ მკითხოს–თქო და მივეხმარები–თქო და მივუახლოვდი.
აღნიშნული მამაკაცი, სავარაუდოდ, ან ირანელი იყო, ან ინდოელი. მასთან ახლოს რო მივედი, რაღაც გაუგებარ სიტყვებს მეუბნებოდა, ვერაფერი გავიგე... ვუყურებდი ყურადღებით, იქნებ როგორმე მივმხვდარიყავი რა უნდოდა.
უცებ შარვლის მარცხენა ჯიბიდან 100–დოლარიანების პაჩკა ამოიღო და ცხვირწინ დამიტრიალა. ვიფიქრე, ალბათ ფულის დახურდავება უნდა–თქო და ვკითხე:
– you want exchange your money?
ისევ გაურკვევლად ბურტყუნებდა რაღაცას და ხელით ახლოს მდებარე კორპუსებისკენ მანიშნებდა.
ვერაფერი რომ ვერ გავიგე, ახლა ადგა და საროჩკის ჯიბიდან ამოიღო 20 და 100–ლარიანების დასტა და მაჩვენა.
ახლა უკვე დამარცვლით ვკითხე:
– you want exchange your money?
ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა, მათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე, ისევ ხელით მანიშნებდა კორპუსებისკენ, home -მეუბნებოდა და თან თავის ქნევა დაიწყო – წამოდიო იქითო...
ნუ, უკვე მივხვდი, რომ ფულის დახურდავება კი არა, ჩემთან სექსი უნდოდა და ამაში ფულს მთავაზობდა ასე დღისით–მზისით, ცენტრალურ ქუჩაში მდგარი...
ეს რომ გავაანალიზე, ხელების ქნევით ვუთხარი – no, no, no! და წამოვედი სამსახურისკენ...
სიმართლე გითხრათ, თავიდან ვიფიქრე – რამე ფარული კამერა ხომ არ იყო–მეთქი? აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ შუა საბურთალოზე, ასე შუა ქუჩაში ირანელი (თუ ინდოელი) ტიპი ადგებოდა, ქართველ გოგოს გააჩერებდა და ფულს შესთავაზებდა სექსის სანაცვლოდ?!
ერთ სიტყვას არ ვაჭარბებ, ყველაფერს ისე ვწერ, როგორც იყო. მე რომ წამოვედი, ის ტიპი ისევ იქ დარჩა, როგორც ჩანს ძაან აქვს აკრეფილი ქართველ გოგოსთან სექსზე...
ახლა რა მაინტერესებს: მე კი უხმაუროდ გამოვეცალე და საერთოდ ერთი სიტყვაც არ მითქვამს ზედმეტი მისთვის იმის გამო, რაც გააკეთა, მაგრამ ვიღაც სხვას რომ გადაეკეტოს და დედა *** იმ ტიპს დღეს, იქნება თუ არა ღირსი?!
ან მე რომ გამეფინა წეღან ის კაცი ფეხქვეშ და სახე ამეხია, გამამტყუნებდით?!
ასე *** ვართ უკვე, რომ პირდაპირ შუა ქუჩაში გვთავაზობენ ქართველ გოგოებს 100–დოლარიანების დასტას სექსის სანაცვლოდ?!
მე არ ვარ უცხოელების წინააღმდეგი, ღმერთმა დამიფაროს!
არც ქსენოფობი ვარ, რომ რომელიმე კონკრეტული ეროვნების ადამიანის მიმართ აგრესიულად ვიყო განწყობილი!
მე უბრალოდ მაქვს კითხვა: ამიხსენით, რა ჰქვია ამ საქციელს, რაც ახლა დავწერე?!



პ.ს. – სტატუსი ყოველგვარი პოლიტიკისგან შორს არის, უბრალოდ ეს ფაქტი გავასაჯაროე, იმიტომ, რომ არამგონია ეს პატარა ამბავი იყოს!
image

0
327
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0