x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71815
  • ვიდეო:324992
  • სურათი:427156
ცენზურა მოსკოვის დიდ თეატრში

11 ივლისს მოსკოვის დიდ თეატრში უნდა გამართულიყო კირილ სერებრენიკოვის მიერ დადგმული საბალეტო წარმოდგენა, ლეგენდარული რუსი ბალერონის რუდოლფ ნურეევისადმი მიძღვნილი. სპექტაკლის მოხსნის ოფიციალური მიზეზი დასახელდა და განაცხადეს, რომ დადგმა ჯერ მზად არაა და იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ სპექტაკლი კულტურის მინისტრის ვლადიმირ მედინსკის ბრძანებით მოიხსნა, როგორც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა. საქმე ისაა, რომ ჰომოსექსუალობისთვის დევნილმა ნურეევმა საბჭოთა კავშირი დატოვა 1961 წელს და დასავლეთში გადასახლდა, სადაც შიდსისგან გარდაიცვალა 1993 წელს 54 წლის ასაკში.

''მოცეკვავის ბორკილდადებული უმოძრაო კოჭები'', ასე გამოეხმაურა რუსი მხატვარი სერგეი ელკინი პრემიერის გაუქმებას. image

1
118
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო კკკ
თაკო კკკ
118
  
ნებისმიერი ცენზურა არის კორუმპირებული გაბატონებული კლასის იარაღი, რომელსაც ის იყენებს ხალხის წინააღმდეგ (დასამონებლად).
0 1 1