x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნინო ზამბახიძე-ეს არის ქვეყანა სადაც
image


ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალური ქსელში ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

ეს არის ქვეყანა სადაც:
ჯანსაღი ცხოვრების მაგივრად პროპაგანდას მოსაწევს ვუკეთებთ!
უწმინდესის და რომის პაპის საპატივცემულო არამეულ გალობას გრეჩიხათი “ვპაპსავთ”.
უცხოელებზე მიწის გაყიდვას ვკრძალავთ, მაგრამ რუს ოკუპანტებს უხმოდ ვაძლევთ მოსავლიანად მიწებს!


ათასობით უსამართლობას ვყლაპავთ, მაგრამ ჩვენ თუ შეგვეხო, მაშინ ტანზე ვიხევთ.



ბრალს ვდებთ ადამიანებს ისე, რომ პროკურატურას არ ვაცლით გამოძიებას და უდანაშაულობის პრეზუმციას წამებში ვარღვევთ.


ვიცნობთ, არ ვიცნობთ, ვლანძღავთ და ფეხებზე ვიკიდებთ მათ შვილებს და ვუნგრევთ ფსიქიკას.


შეგვიძლია წლები გავატაროთ უსაქმურად და დრო იმას მოვახმაროთ, რომ ერთმანეთს მხოლოდ ვეძახოთ – შენ რომ ამას აკეთებდი, მე ასე არ ვაკეთებ და აშ.

image

სხვისას ყველაფერს ვხედავთ, ცოდვებზე პასუხს ვთხოვთ და საკუთარს არვიმჩნევთ ! (აქ ისეთი დამაჯერებლები ვართ ჩვენს უცოდველობაში, რომ შეიძლება წმინდა მამებს გავეტოლოთ).


ვლაპარაკობთ იმაზე, რომ განათლების დეფიციტია, მაგრამ განათლებისთვის არაფერს არ ვაკეთებთ.


რაც მთავარია, ყველაფერი ვიცით და ყველაზე კომპეტენტურები ვართ ყველაფერში!


ამასობაში, მსოფლიო ვითარდება და ჩვენ? ჰო, ისე, პრინციპში, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?”,


1
184
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
2017, 13 ივლისი, 4:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1