x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ოჯახის როლი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში
image



რატომ ხდება ზოგიერთი მოსიყვარულე მშობელი, ზოგი კი-არა?

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებებს ვხვდებით. ჯ.ბოულბის თქმით, დედის სიყვარულს შვილისადმი ბიოლოგიური საფუძველი აქვს ანუ ის თანდაყოლილი, ინსტიქტური ბუნებისაა. ფიზიოლოგიური მექანიზმები, რა თქმა უნდა, დედობის საფუძველია, მაგრამ ცხოველისგან განსხვავებით, გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს კონკრეტული ადამიანის განვითარების ფსიქიკურ, სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს.


მშობელსა და ბავშვს შორის ემოციური ურთიერთობა შეიძლება იყოს შემდეგი სახის:



1. ბავშვის უპირობო ემოციური მიღება

მშობელი განასხვავებს ერთმანეთისგან ბავშვის პიროვნებას და ქცევას. მშობელი ბავშვს რაიმე საქციელისთვის რომ კიცხავს, ბავშვი მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი და ღირებული რჩება. ურთიერთობის ეს ტიპი განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ის უზრუნველყოფს ბავშვის დაცულობის, სიყვარულის, უსაფრთხოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.


2. ბავშვის პირობითი ემოციური მიღება

მშობლის სიყვარული არის ჯილდო, რომელიც ბავშვმა უნდა დაიმსახუროს. სასჯელი კი- სიყვარულის აღკვეთა. ამგვარი ურთიერთობის შედეგად ბავშვს შფოთვა და დაურწმუნებლობის განცდა უყალიბდება.


3. ამბივალენტური ემოციური ურთიერთობა

მტრობა და სიყვარული ერთდროულად


4. ინდიფერენტული ურთიერთობა

ამ ურთიერთობას საფუძვლად უდევს მშობლის ინფატილიზმი და პიროვნული მოუმწიფებლობა.


5. ფარული ემოციური იგნორირება

ნეგატიური დამოკიდებულება ბავშვის მიმართ


6. ღია ემოციური მიუღებლობა

გარიყვა, გაკიცხვა, განდევნა


ბავშვისადმი მშობლის სიყვარულის დარღვევას ბევრი მიზეზი აქვს:


მშობლის პიროვნული თავისებურებები-ინფატილიზმი, ხასიათის აქცენტუაცია, ფსიქოპათოლოგია, მშობლის არასანდო მიჯაჭვულობის ტიპი.


პოსტ-ტრავმული სტრესი-თუ ბავშვის დაბადება ან მისი აღზრდის საწყისი ეტაპი მშბლის ფსიქოლოგიურ ტრავმას ემთხვევა.


ბავშვის აღზრდის გამო მშობლისათვის მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა.


ბავშვის ხატის დამახინჯება-მშობლიეს მიერ საკუთარი ნეგატიური თვისებების პროექცია ბავშვზე.


უკმაყოფილება ქორწინებით და კონფლიქტი მეუღლესთან.


ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები-მაღალი აღზნებადობა, დისციპლინის ნაკლებობა, უყურადღებობა, იმპულსურობა.


მამის პოზიციას დედისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს. მამის ემოციურ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ ბიოლოგიური საფუძვლები არ აქვს და ყალიბდება მამაკაცის ფსიქო-სექსუალური და სოციალურ-კულტურული განვითარების პროცესში.

0
252
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაპელიშვილი
მარიამ პაპელიშვილი
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0