x
image
natia.a
ეს 5 ხილი ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ფიგურას! - მოერიდეთ მათ!
image


დიეტაზე მყოფი ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალბატონი, ხშირად შიმშილის დასაკმაყოფილებლად ან უბრალოდ წასახემსებლად ხილს იყენებს, რადგან თვლის, რომ ხილი, გარდა იმისა, რომ გემრიელია, დაბალკალორიული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სამწუხაროდ ყველა ხილი ერთნაირად სასარგებლო არ არის ჩვენი ფიგურისთვის. ბევრი მათგანი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს - თითქმის იმდენივეს, რამდენსაც შოკოლადის კანფეტი.


ქვემოთ ვისაუბრებთ ფიგურისთვის ხუთ ყველაზე სახიფათო ხილზე, რომლებსაც შეძლებისდაგვარად უნდა მოვერიდოთ, თუ წონაში მომატება არ გვსურს. პარალელურად დავასახელებთ იმ ხუთი სახეობის ხილსაც, რომლებიც, პირიქით, არანაირ საფრთხეს არ უქმნის ჩვენს აღნაგობას.


მე-5 ადგილი



image


შაქრის დაბალი შემცველობის, С ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების წყალობით, კენკრა ნამდვილად არაფერს ავნებს თქვენს ფიგურას, პირიქით, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ზედმეტი ცხიმის დაწვას.

ავოკადო კი დიეტურ პროდუქტად ნამდვილად ვერ დასახელდება. ესპანელები ამ ნაყოფს "კანიან კარაქს" ეძახიან: 100 გრამი ავოკადოს ენერგეტიკული ღირებულება 227 კკალ-ს შეადგენს. ამიტომ დიეტის დროს იგი ძალიან ცოტა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ, ძირითადად საკმაზის სახით ან რაიმეზე გადასასმელად.


მე-4 ადგილი


image


საზამთროსა და ნესვში დიდი რაოდენობით ბოჭკოვანა და წყალი შედის, ამიტომ მალევე გვანაყრებს და შარდმდენი ეფექტიც აქვს. ისინი გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში და ისეთ პრობლემებთან ბრძოლაში, როგორიცაა ცელულიტი და აკნე. შესანიშნავად გვეხმარება ცხელ ამინდში, ხელს უწყობს რა წყლის ბალანსის აღდგენას, რაც ასევე აუცილებელია ფიგურის სილამაზისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

სამაგიეროდ მსხალი დიეტის დროს უკუნაჩვენებია: შესაძლოა დაარღვიოს ნაწლავის მუშაობა, რადგან გააჩნია ძლიერი შემკვრელი ეფექტი.


მე-3 ადგილი


image


მარწყვი - ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი სწორი კვებისთვის. არომატული კენკრა შეიცავს ბოჭკოვანას, С ვიტამინს, დიდი რაოდენობით წყალს და ცოტა შაქარს, რაც ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას.


გარგარი კი საკმაოდ მძიმე საკვებია. მათი დიდი რაოდენობით მირთმევამ შეიძლება გამოიწვიოს მოუნელებლობა, ხოლო მთავარი საფრთხე კურკაში იმალება. თუ თქვენ გიყვართ გარგარის კურკის გულის კნატუნი, უნდა იცოდეთ, რომ მათში არის ნივთიერება, სახელწოდებით ამიგდალინი, რომელიც კუჭში წარმოქმნის ძლიერ მჟავას. ეს უძლიერესი შხამია, რომელიც დიდი რაოდენოს შემთხვევაში, იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას და გონების დაკარგვასაც კი.


მე-2 ადგილი


image


ვაშლი - ერთ-ერთი ყველაზე კარგი დიეტური ხილია. მათში საერთოდ არ არის ცხიმი, ხოლო ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს სულ რაღაც 60–100 კკალ-ს. ვაშლი შესანიშნავად კლავს შიმშილის გრძნობას, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას, და ასევე, ანტიოქსიდანტებისა და პექტინების წყალობით, ეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში.


სამაგიეროდ, ყურძენი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ხილად არა მხოლოდ ფიგურის, არამედ მთლიანად ჯანმრთელობისთვის. ყურძენში დიდი რაოდენობით შაქარია, მისი კანის მონელებას დიდი დრო სჭირდება, კურკებმა შეიძლება ნაწლავის დაცობა გამოიწვიოს, ხოლო რბილობში შემავალი მჟავა აზიანებს კბილის ემალს.


1-ლი ადგილი


image


გრეიფრუტი ითვლება № 1 ხილად ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის, რადგან გააჩნია ძლიერი ცხიმის დაწვის ეფექტი. გრეიფრუტის ფერმენტები ორგანიზმს ეხმარება კალორიების აქტიურად გადამუშავებაში. ნებისმიერი კალორიული კერძი (არაუმეტეს 800 კკალ) ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ფიგურას, თუ მას ნახევარ გრეიფრუტს დავაყოლებთ.


აი ბანანი კი, ყველაზე კალორიული ხილია. მის მონელებას დიდი ხანი სჭირდება. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ბანანში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ცხიმის დაშლის პროცესში მონაწილე უჯრედების მუშაობის ბლოკირებას ახდენს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1.როგორ შევარჩიოთ და მივირთვათ სწორად ნესვი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


2. როგორ გამოვიცნოთ როდის არის საზამთრო სახიფათო და როგორ მივირთვათ სწორად - ის, რაც ბევრმა არ იცის

image

3. უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

4. რა განსხვავებაა ამ ორ მარწყვს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა? - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. რატომ უნდა მივაყოლოთ ყველანაირ ყავას წყალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image





0
1267
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0