x
მეტი
  • 21.07.2017
  • სტატია:67787
  • ვიდეო:320399
  • სურათი:420160
"ფორსაჟი-7"-ის საუნდტრეკმა ყველა რეკორდი მოხსნა YouTube-ზე

image

ოთხწლიანი ლიდერობის შემდეგ კლიპმა Gangnam Style-მა, რომელსაც სამხრეთ კორეელი რეპერი Psy ასრულებს მეორე ადგილზე გადაინაცვლა ნახვების მიხედვით.( 2 894 479 586)


ლიდერობა კი ხელთ ჩაიგდო საუნდრეკმა ფილმიდან "ფორსაჟი"-7 See You Again, რომელიც 2013 წელს ტრაგიკულად დაღუპულ პოლ უოკერს ეძღვნება.სიმღერას ასრულებენ უიზ ხალიფა და ჩარლიუტი.ამ დროისთვის კლიპს 2 896 029 839 ნახვა აქვს.


სიმღერა ორი წლის წინ ჩაიწერა და პირველ ექვს თვეში 1 მილიარდი ნახვა ჰქონდა, ამასთანავე Billboard Hot 100 -ში 12 კვირის განმავლობაში იყო #1 ადგილზე, რაც რეკორდია რეპ-კომპოზიციებს შორის.


შარშან Gangnam Style-ს ადელის სიმღერამ Hello -მ გადაასწრო, დააგროვა რა 87 დღეში 1 მილიარდი ნახვა, თუმცა შემდგომ კორეელი რეპერის კომპოზიციამ ისევ დაიბრუნა ლიდერობა.დღეისთვის მთელს მსოფლიოში სულ 20-დე კლიპია, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.





image

იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე


1
168
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
11 ივლისი, 18:28
ძალიან მცირედით უსწრებს gangam style- ს. despacito- ს რამდენიმე თვეში აქვს 2 მილიარდზე მეტი ნახვა და მალე გაასწრებს :))
0 1 1