x
მეტი
  • 24.07.2017
  • სტატია:67864
  • ვიდეო:320481
  • სურათი:420288
რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს

მეცნიერები უსაფუძვლედ არ თვლიან, რომ ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენს ირგვლივაა, არა მხოლოდ კვებავს ადამიანს, არამედ კურნავს კიდეც. მათ ხუთი სახეობაც კი დაასახელეს, რომელთაც პირველი ადგილები უკავიათ მკურნალი ცხოველების სიაში.

image


ბუნებრივია პირველი ადგილი სამართლიანად კატებს ეკუთვნით. ამ საყვარელ და სახალისო სახლის ცხოველებს დიდი სიხარული და პოზიტიური განწყობა მოაქვთ, ამასთან იცავენ სტრესისგან, ნერვოზისგან და ფსიქიკური აშლილობისგანაც. მისტიკოსები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ სახლის დაცვა იმქვეყნიური ბოროტი ძალებისგან და ასევე თავიანთი პატრონების კარმული განსაცდელის საკუთარ თავზე აღების უნარი შესწევთ. კატები არც თუ იშვიათად უჩინარდებიან ყოველ მიზეზ გარეშე და ეს საკმაოდ უცნაურია. ამასთან დაკავშირებით ვარაუდს გამოთქვამენ, რომ კატა შეგნებულად მიდის ცხოვრებიდან, რათა პატრონს მოსალოდნელი დიდი უბედურება თავიდან ააცილოს.


image
რეიტინგში მეორე ადგილი უკავიათ ძაღლებს. თავიანთი პატრონებისადმი ერთგულებაზე მათზე ლეგენდები დადის. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ძაღლებს შეუძლიათ დაიცვან და განკურნონ ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან და ასევე კიბოსგან ადრეულ სტადიაზე. ამასთან ისინი იცავენ პატრონებს სიმსუქნისა და დეპრესიისგან. ექსტრასენსები კი შემდეგ რჩევას იძლევიან – ზოგადად ცხოვრებაში და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემების დროს ადამიანმა ყველაზე საწყალი და გაუბედურებული ძაღლი უნდა აიყვანოს. მისი გაბედნიერებით, ის საკუთარ ბიო-ენერგეტიკულ ველსაც გაიძლიერებს და ამით ადვილად შეძლებს ცხოვრებისეულ დარტყმებთან გამკლავებას. ამის შემდეგ ადამიანი უფრო წყნარ და პოზიტივით სავსე ცხოვრებას იწყებს. სტატისტიკა ამას 100% ადასტურებს.


image
შემდეგ ადგილს ცხენები იკავებენ. მათთან ურთიერთობა განსაზღვრულად პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ცხენის დახმარებით მკურნალობას იპოთერაპიას (იგივე რაიდთერაპია) უწოდებენ. სამკურნალო ცხენოსნობა გამოიყენება არა მარტო ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, არამედ როგორც ფსიქოლოგიური კორექციის, სოციალური ადაპტაციის და ოკუპაციური თერაპიის საშუალება – პოზიტიურად ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და ცენტრალურ ნერვიულ სისტემებზე, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. რაიდთერაპია ასევე გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ცხენის მოძრაობა მომედებს მხედრის კუნთებზე, ხერხემალსა და მენჯზე. შესაბამისად, კურნავს კუნთების დისტროფიას. ამასთან, პაციენტები რომლთაც აქვთ აუტიზმი, ცერებრალური დამბლა და სხვა ფსიქიკური დაავადებები – ამ შემთხვევაში, იპოთერაპია ძალიან ეფექტურ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა.


image


როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ფუტკრების ყურაღების მიღმა დატოვება. რამდენადაც ის პროდუქტები, რომელსაც ისინი აწარმოებენ, საოცარ თვისებებს ფლობენ. თაფლი - სამკურნალო, კოსმეტიკური და უბრალოდ გემრიელი პროდუქტი. პროპოლისი (დინდგელი) - შეუცვლელი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, რეგნერაციული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება. კიდევ ერთი ძლიერი პროდუქტი ფუტკრის შხამია: იყენებენე რევმატული ართრიტის, ნევრალგიის, დაფანტული სკლეროზის და ასევე, მყესებისა და კუნთების სხვადასხვა პათოლოგიის დროს.


image


საუკეთესო ბუნებრივ მკურნალთა ხუთეულს ასრულებენ გველები. მართალია, ადამიანთან არა აქვთ ახლო ურთიერთობა, მაგრამ მათგან მიღებული პროდუქტი, უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც უამრავი დაავადების სამკურნალო საშუალება. ის ადამიანები, რომელთაც მჭიდრო შეხება აქვთ გველების სამყაროსთან, გვარწმუნებენ, რომ თავისთავად ამ "კონტაქტს" ადამიანისთვის ჯანმრთელობა მოაქვს, განსაკუთრებით ფსიქიკური კუთხით, შხამი კი არაჩვეულებრივად აძლიერებს სამკურნალო ეფექტს ამ გასაოცარ არსებებთან ურთიერთობისას.


ასევე დაგაინტერესებთ:


როდესაც ჩვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება: 15 მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ!


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭკვიანი ადამიანები მალე გადაშენდებიან


მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენა აქვს ლოცვას ჩვენს ჯანმრთელობაზე


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


8 უმნიშვნელოვანესი რჩევა ცნობილი ფსიქოთერაპევტისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანის 8 ოქროს წესი. ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს!

1
203
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
203
  
0 1 1