x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საწოლის თეთრეულის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა, რომ ცხოვრების მესამედს ძილში, ან უბრალოდ საწოლში ვატარებთ (ძილის ხარისხიდან გამომდინარე). თუმცა რა ინტენსივობით უნდა ვცვალოთ თეთრეული საწოლიდან და რატომ, ალბათ არ იცოდით. ცხადია, რომ თეთრეული, თუ დიდი ხნის მანძილზე არ გამოვცვალეთ, ხდება ტკიპების და მიკროორგანიზმების წყარო, რაც შემდეგ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და ზიანი ვერ მოგვაყენოს საწოლის თეთრეულზე წარმოქმინილმა მიკროორგანიზმებმა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ნიუ–იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის Philip Tierno–ს რჩევები.


image


რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ თეთრეული საწოლიდან და რა საფრთხეს შეიცავს ის?


ადამიანის სხეული ერთი წლის მანძილზე 100 ლიტრ ოფლს გამოყოფს, ამის უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ხელშემწყობი მიზეზი და გარემო სწორედ ძილი და თქვენი საწოლია. თბილი და ნოტიო– ოფლიანი საწოლი იდეალური გარემოა სხვადასხვაგვარი სოკოების რეპროდუქციისთვის. მხოლოდ ბალიშზე კი 16 სახეობის სოკოს შეუძლია იარსებოს. ამ სოკოებისა და ჩვენს მიერ გამოყოფილი ოფლის მიზეზით წარმოქმნილი მიკროორგანიზმების გარდა კი საწოლში ასევე ხვდება მტვრის, ცხოველის და მცენარეების მტვერი და ბაქტერიები. ერთი კვირის მანძილზე ეს ბაქტერიები გროვდება და შეუძლიათ სწრაფად გამრავლება, რის შემდეგაც ვისუნთქავთ ჩვენ და შედეგად განვითარდება რესპირატორული დაავადებები– ალერგიული ხველა, რინიტი და ა.შ. მაგრამ თუ გაქვთ ალერგია (ქრონიკულად ან გარკვეული მიზეზების გამო), მდგომარეობა ამ მიზეზით უფრო გაუარესდება.



image


სწორედ ამიტომ, ნიუ–იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი Philip Tierno მოგვიწოდებს, რომ თეთრეული საწოლიდან კვირაში ერთხელ მაინც გამოვცვალოთ. (რაც შეამცირებთ დროს თეთრეულის გამოცვლებს შორის, მით გაიზრდება თქვენი ჯანმრთელობის რისკი დადებითად).




P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!





იხილეთ აგრეთვე:


სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?

თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!

აღარასოდეს დააფინოთ ქაღალდები უნიტაზზე

როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე

აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?


0
1945
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1945
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0