x
image
natia.a
იცით რა განსხვავებაა ამ "შტეფსელებს" შორის? - ეს უნდა გაითვალისწინოთ!
image

ძალიან ხშირად, როცა სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში გვიწევს გამგზავრება, სმარტფონის დამტენისა თუ ფენის შესაერთებლად მისულებს, მოულოდნელად უჩვეულო ფორმის როზეტი გვხვდება. ეს კი ზოგჯერ საკმაოდ არაკომფორტულია. ქვემოთ ვისუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენი გაჯეტები და საყოფაცხოვრებო საგნები ადგილობრივ ქსელებთან არათავსებადი.


image

ელექტროქსელების განვითარების პარალელურად მსოფლიოში როზეტების სხვადასხვა სახეობა გაჩნდა. შენდებოდა სხვადასხვა ტიპის ელექტროგენერატორები, რამაც ასევე გავლენა მოახდინა როზეტების კონსტრუქციაზე. კომპანიები, რომლებიც ელექტროგაყვანილობის მონაჟით იყვნენ დაკავებული, ასევე იყენებდნენ კონკრეტული ქსელებისათვის შესაბამის მოწყობილობებს.

იმ დროს შექმნილი როზეტებიდან ზოგიერთი (მოდერნიზირებული სახით) დღესაც არის გამოყენებაში, სხვებზე კი უარი თქვეს არასაკმარისი უსაფრთხოების გამო. მაგრამ დღემდე არ არსებობს მსოფლიოში ყველა ელექტროქსელისათვის ერთი სტანდარტი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დენის ძაბვა და სიხშირე განსხვავებულია.




- 60 გჰ და 100–127 ვ. ძაბვა გამოიყენება აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, მექსიკაში, კუბაში, იამაიკაში, ნაწილობრივ ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში.

- 50 გჰ და 220 -240 ვ. ძაბვა გამოიყენება დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში. თუმცა ერთნაირი პარამეტრების შემთხვევაშიც კი, როზეტების სახეობები შეიძლება საგრძნობად განსხვავდებოდეს.


მსოფლიოში სულ 12 ტიპის როზეტი გამოიყოფა (სხვა კლასიფიკაციით -15). ზოგიერთი მათგანის მოკლე აღწერილობას ქვემოთ შემოგთავაზებთ.

А და В ტიპები — ამერიკული როზეტი


image


B ტიპი A ტიპისგან განსხვავდება მესამე ხვრელის არსებობით - იგი განკუთვნილია დამიწების კბილანისთვის. ამგვარი როზეტები აშშ-ში გამოიგონეს და გავრცელდა ჩრდილოეთ, ცენტრალურ და ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაში, ასევე იაპონიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

С და F ტიპი — ევროპული როზეტები


image
როგორც A და B, ასევე C და F ტიპის როზეტები ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ დამიწების არსებობით — ის გააჩნია F ტიპისას. ევროპული როზეტი ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში გამოიყენება, ასევე ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებში, ალჟირში, ეგვიპტეს და ბევრ სხვა ქვეყანაში.

G ტიპი — ბრიტანული როზეტი

image


დიდ ბრიტანეთში როზეტს გააჩნია სამი ბრტყელი ხვრელი და ეს კონ სტრუქცია შემთხვევითი არ არის. მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანა განიცდიდა სპილენძის ნაკლებობას. ამიტომ შემუშავებული იქნა შტეფსელი სპილენძის მოკლე მცველითა და სამი "შტეკერით". დიდი ბრიტანეთის გარდა მსგავსი როზეტი გამოიყენება კვიპროსში, მალტაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში, რომლებმაც ერთ დროს ბრიტანული იმპერიის გავლენა განიცადა.

I ტიპი — ავსტრალიური როზეტი


image


ამ ტიპის როზეტი გვხვდება არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ ახალ ზელანდიაში, ფიჯიში, კუკის კუნძულებზე, ახალ გვინეაში, სამოასა და ზოგჯერ ჩინეთშიც. ამ უკანასაკნელში ასევე გავრცელებულია А და С ტიპები.

H ტიპი — ისრაელის როზეტი


image
H ტიპი გამოიყენება მხოლოდ ისრაელსა და პალენსტინაში. ამასთან, "ვილკის" (ორკაპაჭას) ჩამრთველები შეიძლება იყოს როგორც მრგვალი, ასევე ბრტყელი - ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ იყო წარმოებული მოწყობილობა. ბრტყელი ფორმის როზეტი ძველ ტექნიკას ჰქოდა, ახალი როზეტები კი ორივე ვარიანტს ერგება.

K ტიპი — დანიური როზეტი


image


ამ როზეტს მსოფლიოში ყველაზე "მეგობრული" შეიძლება ეწოდოს - მისი კონსტრუქცია გვაგონებს მომღიმარ სახეს. დანიის გარდა მას იყენებენ ბანგლადეშში და მალდივებზე. თუმცა ამ ქვეყნებში ერთდროულად რამდენიმე ტიპის როზეტია გავრცელებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. თუ თქვენ უფასო Wi-Fi-ს იყენებთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

2. როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის!

image

3. პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. როგორ გავრეცხოთ შავი ტანსაცმელი ისე, რომ არ გახუნდეს - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. გააკეთეთ კონდიციონერი საკუთარი ხელით - დაგჭირდებათ მხოლოდ ბოთლები და მუყაო

image






0
9939
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
9939
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0