x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71158
  • ვიდეო:324224
  • სურათი:426243
ქცევის შეცვლის ტრანსთეორიული მოდელი

image




ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცუდი ჩვევის ცვლილება ყოველთვის ადვილად მისაღწევ შედეგს არ წარმოადგენს. ადამიანები სინამდვილეში რამდენიმე საფეხურს გადიან, როდესაც მავნე ჩვევისგან გათავისუფლებას ცდილობენ.


პროჩასკამ(1943წ.) თავის კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა ქცევის შეცვლის ტრანსთეორიული მოდელი, რომელიც აანალიზებს იმ პროცესებსა და საფეხურებს, რომლებსაც გადიან ადამიანები ქცევაში ცვლილების მისაღწევად. თავდაპირველად მოცემული მოდელი ჩამოყალიბდა ისეთი ადიქტიური ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, მოწევა და ალკოჰოლიზმი, მაგრამ დღეს ის გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა ქცევებთან მიმართებაშიც(მაგ. ვარჯიში).


ცვლილების საფეხურებია:


განზრახვის წინა საფეხური


მოცემულ საფეხურზე ადამიანს არანაირი განზრახვა ან სურვილი არ ამოძრავებს შეცვალოს თავისი ქცევა. ინდივიდების უმეტესობა იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ მათ პრობლემა აქვთ, თუმცა ოჯახის წევრები ან ახლობლები შესაძლოა პრობლემის არსებობას ხედავდნენ.


განზრახვა


ამ საფეხურზე ადამიანები უკვე აცნობიერებენ პრობლემის არსებობას, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან მზად პრობლემასთან გასამკლავებლად. ბევრი ინდივიდი განზრახვის საფეხურზე წლების მანძილზე იმყოფება.


მომზადება


ამ საფეხურზე ადამიანებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ ქცევის შეცვლა, მაგრამ ჯერ არ დაუწყიათ მოქმედება. მომზადების საფეხურზე შესაძლოა ადამიანმა ნაწილობრივ შეცვალოს ქცევა(მაგ. ნაკლებ სიგარეტს ეწეოდეს დღის მანძილზე) მაგრამ არა მთლიანად.


მოქმედება


ამ საფეხურზე ხდება უშუალოდ ქცევის შეცვლა პრობლემის გადასალახავად. აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მავნე ქცევის შეწყვეტას, ცხოვრების სტილის ან გარემოს ცვლილებას.


შენარჩუნება


ამ საფეხურზე ადამიანები მუშაობენ მიღწეული ცვლილებების შესანარჩუნებლად და მავნე ქცევის განმეორების თავიდან ასაცილებლად. ჩვეულებრივ, თუ ადამიანი მავნე ქცევისაგან ექვსი ან მეტი თვის მანძილზეა თავისუფალი, ითვლება რომ ის შენარჩუნების საფეხურზეა.


ქცევის შეცვლის მოდელი სპირალურია-ინდივიდებმა შეიძლება დაიწყონ მოქმედება, სცადონ შენარჩუნება, შეწყვიტონ, დაუბრუნდნენ განზრახვის წინა საფეხურს, ისევ გაიარონ მოქმედებამდე მიმავალი საფეხურები და ასე შემდეგ, სანამ არ მოხდება პრობლემური ქცევის შეწყვეტა.


0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პაპელიშვილი
მარიამ პაპელიშვილი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0