x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა – სანაპიროს «კაპუჩინო»

ჩვენს პლანეტაზე უამრავი ადგილია, რომლის სიდიადის და სილამაზის აღწერა შეუძლებელია, დიდი მონდომების მიუხედავად.
ასევე, არსებობს უამრავი ბუნებრივი მოვლენა, რომლითაც ადამიანები აღფრთოვანდებიან ასწლეულების მანძილზე. თუნდაც, დილით ცას რომ გავხედოთ, შეიძლება, ცისარტყელა დავინახოთ ან უცნაური ფორმის ღრუბლები, ხოლო ღამე – ვარსკვლავები და მთვარის სილუეტი. მაგრამ, ყოველივე ამას ჩვენ უკვე შევეჩვიეთ.
ჩვენს პლანეტაზე არსებობს ისეთი ბუნებრივი მოვლენა, რომლის დაჯერება შეუძლებელი არის!


image


თუ თქვენ ოდესმე გინახავთ «კაპუჩინოს მოქცევა», ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. ეს უიშვიათესი სანახაობაა, რომლის დროსაც ზღვა უდიდესი რაოდენობით სქელ, ღაი ყავისფერ ქაფს წარმოქმნის და რომელიც ნაღებიან ყავას გაგახსენებთ.
ბოლო დროს, ეს მოვლენა 2013 წ. მაისში დააფიქსირეს სამხ. უელსში (ავსტრალია). ქაფი იმდენად ბევრი იყო, რომ მან მთელი სანაპირო და დაბალი ნაგებობები მთლიანდ დაფარა.


image

image

image

«კაპუჩინოს» მოქცევის ფორმირების ახსნა რთული არ არის. «ნაღების ქაფი» წყალმცენარეების მიერ გამოყოფილ ნივთიერებების, ზღვის ბინადართა ნარჩენების და მკვდარი მცენარეების ნაერთია. ძლიერი დინებები ამ ინგრედიენტებს ერთმანეთში ურევს, ხოლო ტალღა მას სანაპირო ხაზზე გამორიყავს. რაც შეეხება ფერს, ქაფი ბუნებრივი ნარჩენების გარდა, გემებიდან გამოჟონილ და ზღვაში ჩაღვრილ ნავთობპროდუქტებსაც შეიცავს.

image

image

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* ფრთხილად, სახიფათოა!!! ბუნებრივი ფენომენი, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

* მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამყაროს რომის არომატი და ჟოლოს გემო აქვს

* მეცნიერებმა სამყაროს დასაწყისი იხილეს. აღმოჩენილია ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, მთელი სამყარო შეიქმნა

* რატომ ღირს ბრილიანტი (ალმასი) ასე ძვირი?! რეალური მიზეზი ბევრმა არ იცის

0
745
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0