x
მეტი
  • 24.09.2017
  • სტატია:69542
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423120
ბულინგი სკოლებში

image
ძალადობა და აგრესია მთელს მსოფლიოში, ყველა
კულტურასა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში ფართოდაა
გავრცელებული. აგრესია ესაა ქმედება, რომლიც მიმართულია მეორე ადამიანისაკენ და რომელიც ხორცილედება მისთვის დაუყოვნებლივი ზიანის მიყენების განზრახვით. სწორედ აგრესიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს ბულინგი. როლანდი(Roland, 1989) აღწერს ბულინგს, როგორც სოციალურ სისტემას, რომელშიც ჩართულია მოძალადე, მსხვერპლი და დამკვირვებელი. მჩაგვრელი ეს არის ბულინგის მონაწილე, რომელიც ახორცილებს ხანგრძლივ და განმეორებით ფიზიკურ და/ან ფსიქიკურ ძალადობას მეორე ინდივიდზე. მჩაგვრელი შესაძლოა იყოს ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო მცდარი შეხედულება, რომლის მიხედვითაც მჩაგვრელს აქვს დაბალი თვითშეფასება, თანატოლთა შორის დაბალი სტატუსი, სირთულეები სოციალური

ინფორმაციის დამუშავებაში, სოციალური უნარების ნაკლებობა. მჩაგვრელის სოციალურად არაკომპეტენტურის სტატუსი კვლევების შედეგად უკუგდებულ იქნა. რათქმაუნდა, მჩაგვრელი განსხვავებული სოციალური, კოგნიტური, ქცევითი უნარების მატარებელია,
თუმცა გამოიკვეთა რომ მოძალადეებს ხშირად აქვთ მაღალი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, სოციალური ინფორმაციის აღქმისა და დამუშავების კარგი უნარი. ეს მახასიათებლები მოძალადეს
საშუალებას აძლევს წარმატებით განახორციელოს ბულინგი: სწორად შეარჩიოს მსხვერპლი, განსაზღვროს ბულინგის ფორმა და სიტუაცია, რომელშიც განახორციელებს თავდასხმას და ასევე მოახდინოს თანატოლების მანიპულირება, რათა ისინიც ჩართოს ბულინგის ქცევაში. მჩაგვრელის მიზანია გავლენა მოახდინოს თანატოლებზე ძალის დემონსტრირებით და მოიპოვოს უპირატესობა. მოძალადის ტიპური მახასიათებლებია(Olweus, 1984): სხვებზე ბატონობისა და დომინანტობის მოთხოვილება, აგრესიული და გამომწვევი ქცევები სხვა ადამიანების მიმართ, იმპულსურობა და ადვილად აგზნებადობა, მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის უქონლობა, შესაძლოა
ამ ყველაფერს ფიზიკური სიძლიერეც დაემატოს. სკოლის მოსწავლე მჩაგვრელი შესაძლოა აგრესიულ ქცევას ითვისებდეს ოჯახში, სკოლამდელ პერიოდში, ზრდასრულთა კონფლიქტებისა და აგრესიაზე
დაკვირვების შედეგად.


როგორც აღვნიშნე, მჩაგვრელის მიზანია წარმოაჩინოს საკუთარი ძალა, ამიტომ ის ბულინგის მსხვერპლად ირჩევს ისეთ ადამიანს, რომელზეც ადვილად გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ, ბულინგის მსხვერპლი
ხშირად არის მორჩილი, არათავდაჯერებული, ფიზიკურად სუსტი და ჯგუფიდან უარყოფილი. ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ტიპურად არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარეები, აქვთ დაბალი თვითშეფასება, არ ჰყავთ ახლო მეგობრები, ახასიათებთ
მაღალი შფოთვა, ფიზიკური სისუტე, მიდრეკილნი არიან დეპრესიისაკენ, შესაძლოა ჰქონდეთ სუიციდური აზრები, ასევე ახასიათებთ დარდი, წუხილი, გუნება-განწყობის ხშირი ცვლა. ადამიანი, რომელიც უარყოფილია ჯგუფიდან, არ ჰყავს ახლო მეგობრები, იდეალური სამიზნეა მოძალადისთვის,
რადგან ნაკლებად მოსალოდნელია ჯგუფის რომელიმე წევრმა დაიცვას მსხვერპლი. ბულინგის მსხვერპლად ყოფნის რისკ ფაქტორებს წარმოადგენს: 1)მრავალჯერადი სტრესი: ცუდი ჯანმრთელობის,
დაბალი სოციალური სტატუსის, ეკონომიკური გაჭირვების, დაბალი საკომპენსაციო რესურსების გამო. 2)მსხვერპლის მახასიათებლები- ადამიანის ისეთი მახასიათებლები როგორიცაა, მაგალითად,
მეტყველების უჩვეულო სტილი. 3)სტიგმატიზაცია- ადამიანის ეთნიკური და ფიზიკური მახასიათებლების, ფენოტიპური თავისებურებების გამო. მაგალითად, უცნაური თმის ფერი, რაიმე ფიზიკური ნაკლი. ბულინგის შედეგად ტრამვა შესაძლოა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ არ არიან ბულინგის მსხვერპლნი,
მაგრამ არიან ამ ფაქტის შემსწრენი (დამკვირვებლები), ასეთი ადამიანები როგორც წესი არიან მუდმივი სტრესის ქვეშ, ისინი ხმას ვერ იღებენ და ვერ მიდიან ძალადობის წინააღმდეგ,
რადგან ეშიანიათ მომავალში თვითონ არ გახდნენ ბულინგის მდხვერპლნი.


იმის მიხედვით თუ რა ტიპისა და ინტენსივობისაა ბულინგი განსხვავებულია მისი შედეგებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ბულინგი
უარყოფითად აისახება ბავშვისა თუ მოზარდის განვითარებაზე და სხვდასხვა ტიპის პრობლემებს წარმოშობს. ძალადობის მსხვერპლმა შესაძლოა მიიღოს სხვდასხვა ხარისხის ფიზიკური დაზიანებები,
ტრამვები, ჩალურჯებები, მოტეხილობებიც კი. ბულინგი იწვევს მსხვერპლის ფსიქიკის დეფორმაციას და შესაძლოა გამოიწვიოს ფისიქიკის პათოლოგიური დარღვევები, კვებისა და ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები, ნეგატიური აზრები. ყველა დაზარალებული განიცდის სირცხვილს, უსუსურობას,
შიშს, შფოთვას, დეპრესიას. ბულინგის უფრო შორეულ შედეგებს მიეკუთვნება მსხვერპლში ფსიქიკური აშლილობების მაღალი რისკი, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, თვითშეფასების დაქვეითება,
მსხვერპლის როლის მორგება, ადამიანებისადმი უნდობლობის ჩამოყალიბება, სოციალური კონტაქტების მაქსიმალურად არიდება, ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბების სირთულე, სუიციუდური აზრები და სუიციდის განხორციელება. რა თქმა უნდა, ბულინგი უარყოფითად აისახება „დამკვირვებლის“
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დამკვირვებელში, იქედან გამომდინარე, რომ მუდმივ შიშში იმყოფება, იზრდება დეპრესიულობისა და შფოთვის დონე, მსხვერპლის არ დაცვის გამო შესაძლოა მას დანაშაულის განცდაც გაუჩნდეს. მოცმეულ ჯგუფში ყოფნა მისთვის
სტრესული ხდება და სურვილი უჩნდება ჯგუფიდან განრიდების. ბულინგი უარყოფითად აისახება მოძალადეზეც, შესაძლოა მჩაგვრელმა გენერალიზება მოახდინოს ანტისოციალური ქცევის მის
გარშემო არსებულ სხვადასხვა ჯგუფებში, მოძალადე
მიდრეკილია უფრო მეტად ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისაკენ, კრიმინალური ცხოვრებისაკენ. როგორც ვხედვათ, ბულინგი
არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ან მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის პრობლემას, რადგან იგი აზარალებს, როგორც მის ყველა პირდაპირ, ისე- ირიბ მონაწილეს, ასევე შორეული შედეგებით მთლიან საზოგადოებას.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0