x
პროფესიული გადაწვა

image
ხანგრძლივი პროფესიული სტრესი იწვევს მდგომარეობას, რომელიც ცნობილია, როგორც "ბურნოუტ" ანუ გადაწვა.თანამედროვე მონაცემებით გადაწვა ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გამოფიტვაა, რომელიც 3 კომპონენტისგან შედგება: 1. ემოციური გამოფიტვა _ ემოციური სიცარიელისა და დაღლილობის შეგრძნება; 2. დეპერსონალიზაცია _ საკუთარი შრომისადმი და შრომის სუბიექტებისადმი ცინიკური დამოკიდებულება; 3. პროფესიული უკმაყოფილება _ მომუშავეს უვითარდება საკუთარ პროფესიულ სფეროში არაკომპეტენტურობის შეგრძნება, წარუმატებლობის განცდა. მომუშავეებს ახასიათებთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა _ დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, უძილობა, ნეგატიური დამოკიდებულება სამუშაოს, კოლეგების, კლიენტების მიმართ, აგრესიული განცდები და განზრახვები, უგუნებობა და მასთან დაკავშირებული ემოციები _ ცინიზმი, პესიმიზმი, დეპრესია, დაურწმუნებლობის და უსუსურობის განცდები. პროფესიული გადაწვის დროს მომუშავეები გრძნობენ ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას, უიმედობას და სამუშაოს მიტოვების სურვილი აქვთ. მუშაობენ ძალიან ბევრს და დიდხანს, თუმცა დრო არასოდეს არ ჰყოფნით, მათ გამუდმებით აწუხებთ უძილობა და თავის ტკივილები, გრძნობენ ქრონიკულ დაღლილობას.

ბორნ აუტის ანუ პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შესრულებული სამუშაოს სრულყოფილებისკენ ლტოლვა. პერფექციონიზმი, ანუ ყოველგვარი სამუშაოს სრულყოფილად შესრულების სურვილი, შრომისუნარიანობას კლავს.სრულყოფილებისკენ, როგორც წესი, ახალბედა და გამოუცდელი კადრები ისწრაფიან. ისინი თავს არ ზოგავენ, რომ ხელმძღვანელის ქება დაიმსახურონ და, საბოლოოდ, თავი დაიმკვიდრონ ამ სფეროსა თუ კონკრეტულ ორგანიზაციაში. რა გასაკვირია, რომ მათი მონდომება ყოველთვის ვერ იღებს დამსახურებულ შეფასებას. ამასთანავე, ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს, უამრავ სირთულესთან შეჯახება უწევთ, რაც მათი მოტივაციისთვის სერიოზული გამოცდაა. ხშირად ისეც ხდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული შედეგი ორგანიზაციისთვის სულაც არ არის უჩვეულო და განსაკუთრებული. გამოუცდელი ახალგაზრდა გულნატკენი და იმედგაცრუებული რჩება და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე გრძელდება უსასრულოდ, და ერთ დღესაც გონება "გადაიწვება". ახალგაზრდა სპეციალისტი აღმოაჩენს, რომ მას სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გონებასა და სხეულს მეტი აღარ შეუძლიათ, პროტესტს გამოთქვამენ ამგვარი არაადამიანური დატვირთვის მიმართ და "იფიცებიან".


ამრიგად, პროფესიული გადაწვის რისკი, პირველ რიგში, ახალბედა პროფესიონალებს ემუქრებათ, თუმცა არც გამოცდილი კადრები არიან დაზღვეულნი, თუ თავიანთი გამოცდილება არასწორად გამოიყენეს

გადაწვის პირველი და მომდევნო სიმპტომები
აღსანიშნავია, რომ თვითგამორკვევის პირველი კრიზისი მოდის 20-23 წელზე, როცა ადამიანი პირველად ხდება დაქირავებული მუშაკი და
უჩნდება პასუხისმგებლობა სამსახურში.

მეორე კრიზისი მოდის 30-35 წელზე, როცა ადამიანმა უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას და საკუთარ თავს უსვამს კითხვას, რამდენად ესწრაფვოდა მიღებულ შედეგებს. ყველაზე რთულ შემთხვევაში მოსალოდნელია სრული იმედგაცრუება არჩეულ პროფესიაში.

საშუალო ასაკის კრიზისი დგება 40-45 წლის ასაკში. ამ დროს ჩნდება საქმის კურსში არყოფნის შიში.ეს კრიზისი განსაკუთრებულად რთულად გადააქვთ მამაკაცებს, რომელთაც მაღალი თანამდებობა უკავიათ. ისინი გრძნობენ, რომ შესაძლებელს მიაღწიეს, არ იციან წინ საით წავიდნენ, ზევით კი- მხოლოდ ვარსკვლავებია.


ფსიქოლოგების, ჰერბერტ ფროიდენბერგისა და გეილ ნორსის მიხედვით პროფესიული გადაწვა გადის 12 ფაზას, რომელიც შეიძლება არც იყოს თანმიმდევრული, ან რომელიმე არ მათგანი არ არსებობდეს დაავადება კი მაინც განაგრძობდეს მოქმედებას. ეს ფაზებია:


იძულებითი სრვილი თვითგანმტკიცებისა - საწყის პერიოდში ადამიანს ხშირად აქვს გადაჭარბებული ამბიციები, მას სურს სამსახურში თავისდამკვიდრება, რაც საბოლოოდ იძულებით ქცევაში გადადის.კიდევ უფრო ინტენსიურად მუშაობა - ორგანიზაციაში თავის დასამკვიდრებლად ადამიანი კიდევ უფრო ინტენსიურად იწყებს მუშაობას. ისინი შეპყრობილნი არიან იმით რომ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთონ რათა დაამტკიცონ რომ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია.საჭიროებების უგულებელყოფა - ადამიანები ისე ეფლობიან სამუშაოში, რომ აღარ რჩებათ დრო და ენერგია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჭამისთვის და ძილისთვისაც კი.კონფლიქტების გადაადგილება - ადამიანი ხვდება, რომ არასწორად იქცევა მაგრამ იმის გამო რომ ვერ ხვდება რაა ასეთი მოქცევის მიზეზი იგი პრობლემას საკუთარ თავში ეძებს და და ამით იტანჯავს თავს. უკვე ვლინდება პირველი ფიზიკური სიმპტომებიც.ღირებულებების გადახედვა - ხდება სხვებისგან იზოლირება, ფასეულობების გადახედვა სადაც პირველ ადგილს უკვე სამუშაო იკავებს და მთელი ენერგია ხმარდება მას.არსებული პრობლემების უარყოფა - ისინი აღარ არიან სოციალურები, ხდებიან უფრო აგრესიულნი. თავიანთ პრობლემებში ადანაშაულებენ არსებულ სამუშაოს და ზეწოლას და არა მათი მუშაობის ფორმას.უკან წასვლა - მათ უკვე თითქმის აღარ აქვთ სოციალური კონტაქტები. ეძალებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს თავის დასაღწევად. თავს უიმედოდ და დაკარგულებად გრძნობენ.აშკარა ქცევითი ცვლილებები - ის მოკლე წრე, რომელთანაც ადამიანს აქვს ურთიერთობა, ამჩნევეს პიროვნების ცვლილებებს.დეპერსონალიზაცია - კონტაქტს კარგავენ საკუთარ თავთან და ვეღარ აღიქვამენ საკუთარ საჭიროებებს. ცხოვრება მიმდინარეობს მექანიკურად.შიდა სიცარიელე - ისინი გრძნობებნ სიცარიელეს, როს ამოსავსებადაც შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს, სექსს, ალკოჰოლს და ა.შ.დეპრესია - ადამიანი გულგრილი, უიმედო, გამოფიტულია, ვეღარ ხედავს თავის მომავალს და საერთოდ ცხოვრების აზრს.გადაწვის სინდრომი - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩამოშლა, სადაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. უკიდურეს შემთხვევაში თვითმკვლელობასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

რაც შეეხება ფიზიკურ სიმპტომებს: გადაღლილობა და გამოფიტვა - აი, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც პროფესიული გადაწვის სინდრომი ემუქრება; პირველ ეტაპზე მას აწუხებს თავის, წელის, ხერხემლისა და სხეულის სხვა ნაწილების სისტემატური ტკივილი, დარღვეული აქვს ძილის რიტმი. მომდევნო საფეხურზე თავს იჩენს გაღიზიანება, აგრესია, რთულდება კონცენტრაცია და ყურადღების მობილიზება.


იმისათვის რომ პროფესიული გადაწვა თავიდან ავიცილოთ საჭიროა რამოდენიმე რჩევის გათვალისწინება:
შეიყვარეთ თქვენი საქმე. ფურცელზე ჩამოწერეთ, რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის სამსახურს: ხელფასი, საზოგადოებრივი
პატივისცემა, სამუშაო გარემო, სამუშაო საათები. გაიხსენეთ უმუშევარი ადამიანები თქვენ გვერდით.ნათლად განსაზღვრეთ თქვენი სამომავლო გეგმები, წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი მდგომარეობა ორგანიზაციაში მომავალი სამი წლის განმავლობაში და იმოქმედეთ ამის მისაღწევად.შეეცადეთ დაკავდეთ პროფესიულისგან განსხვავებული რაიმე საქმიანობით – სპორტი, შემოქმედება, რაიმე ჰობი.ეცადეთ იცხოვროთ საკუთარი და არა სხვისი ცხოვრებით. ეს არ არის ეგოიზმი, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ნორმალურ ურთიერთობებში თქვენ ეხმარებით სხვას ბუნებრივად, როდესაც ამის მოთხოვნილება (ინტერესი) გიჩნდებათ, და არა მაშინ, როდესაც ძალაუნებურად გიწევთ ამის კეთება.ეცადეთ გამიჯნოთ სამსახურის სამყარო და პირადი სამყარო. მაგალითად ამერიკელები როგორც კი მიუახლოვდებიან სახლს ღრმად შეისუნთქავენ ჰაერს და იფერთხავენ სამსახურს. ეს მიდგომა, ერთი შეხედვით, ძალზე პრაგმატულია და რთულად შესასრულებელი ჩვენს რეალობაში, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მუშაობს.მონოტონურობის და გადაწვის აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – სიახლის შეტანა, საკუთარი ინიციატივა და ა.შ.კარგ შედეგებს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და პოზიტიური ვიზუალიზაცია.გადაწვის ეფექტის ასაცილებლად მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. უნდა ისწავლოთ თავის დროზე სამუშაოს დამთავრება.სტრესის დროს ალკოჰოლის, მედიკამენტის და თამბაქოს გამოყენება მყარ შედეგს არ იძლევა და მხოლოდ ილუზორულ, დროებით შვებას გვაძლევს. არც ერთი მათგანი არ გამოიყენოთ დარდის ან ბრაზის გასაქარწყლებლად. ალკოჰოლის მიღება გარკვეული დოზით ქეიფისა და დროსტარებისთვისაა გამოგონილი.გაუზიარეთ თქვენი განცდები კოლეგას, ოჯახის წევრს, გახადეთ ანალიზის საგანი.სხვადასხვა სახის ტრენინგებში და გასვლით სემინარებში მონაწილეობა კიდევ ერთი საშუალებაა სამუშაოს რუტინისა და გადაწვის გადასალახად.უკიდურეს შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ხედავთ შანსს თქვენს სამუშაო ადგილზე და არ გინდათ, სიტუაციას შეურიგდეთ, თქვენი მოლოდინი არ ემთხვევა სამსახურში არსებულ ვითარებას სჯობს დატოვოთ სამსახური.





















0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჭორიშვილი ნინო
ბოჭორიშვილი ნინო
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0