x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თანამედროვეობის "ბეტა" ანალიზი.
image სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ მუდმივად ვითარდება და ეს დამახასიათებელია ნებისმიერი სისტემისათვის, იქნება ეს ცოდნა, საზოგადოება, მეცნიერება, ფილოსოფია თუ სხვა დანარჩენი, რომელიც ადამიანმა შექმნა და თუ არ შევაჩერებთ ამ განვითარებას ის მარადიული იქნება. ის, რასაც ჩვენ დღეს ვთვლით ნორმალურად თანამედროვე კომუნიკაციები და ტრანსპორტი სრულიად წარმოუდგენელი იყო ძველ დროში და ანალოგიურად მომავალში შეიქმნება ტექნოლოგიები, რეალიზაციები და სოციალური სტრუქტურები, რომლებიც დღეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.

ჩვენ გადავედით ალქიმიიდან ქიმიაზე, სამყაროს გეოცენტრული მოდელიდან - ჰელიოცენტრულზე, რწმენიდან, რომლის მიხედვითაც დაავადების უკან დემონები კი არა, თანამედროვე მედიცინაა. განვითარებას ბოლო არ უჩანს, ამის გააზრება გვაერთიანებს და მივყავართ განვითარების და პროგრესის დაუსრულებელ გზაზე.

შეუცვლელი, ემპირიული ცოდნა არ არსებობს, არის მხოლოდ ყველაფრის წარმოშობის გააზრება, რასაც ჩვენ უნდა ჩავწვდეთ, ეს ნიშნავს რომ ჩვენი გონება ყოველთვის გახსნილი უნდა იყოს ახალი ინფორმაციისათვის, თუნდაც ეს ჩვენს რწმენას და აქამდე გამომდინარე ჩვენს არსს ეწინააღმდეგებოდეს. სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელ საზოგადოებას ჯერ ვერ გაუაზრებია და ეს დადგმული ინსტიტუტები კვლავაც აყოვნებენ განვითარებას, ინარჩუნებენ რა, მოძველებულ სოციალურ სტრუქტურას, ამასთან ხალხს ეშინია ცვლილებების.

სტრუქტურა სტატიკურია და თუ ვინმე შეეცდება ამ სისტემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ის შიშით აღიქმება და ფასდება როგორც შეურაცმყოფა, იმიტომ რომ ილუზიები ხშირად ასოცირდება წარუმატებლობასთან. სინამდვილეში მისასალმებელი უნდა იყოს დასაბუთებული უარყოფა იმიტომ, რომ ამას ახალ დონეზე აჰყავს შეგნება და აღრმავებს ცოდნას.



დადგა დრო რომ შევიცვალოთ!!!


გზა ნათელია, ახალი საზოგადოებრივი სისტემის შექმნის დროა, რომელიც ასახავს სამყაროს ჩვენს მიერ თანამედროვე არქმას.

როგორც მსოფლიოს შესახებ დომინანტური წარმოდგენები, თეოლოგიური სწავლებები შინაარსობრივად ექსპლუატაციას უწევს თანამედროვე საზოგადოებისათვის არასაჭირო, ერთი და იმავე იდეებს. ისლამი, ქრისტიანობა, იუდაიზმი და სხვა დანარჩენი რელიგიური სწავლებები არსებობს მხოლოდ როგორც წინაღობა პირადი და საზოგადოებრივი განვითარების გზაზე, იმიტომ რომ თითოეული ეს სწავლება თავს გვახვევს თავის ვიწრო შეხედულებას სამყაროს შესახებ და ეს საკითხების შეზღუდული აღქმაა.

1
63
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
63
  
0 1 1