x
image
ალექსანდრე ლექსო
სამეფო ქორწილი – ჰანოვერის პრინცი რუს გოგონაზე დაქორწინდა
ჰანოვერში მდიდრული ქორწილი გაიმართა, პრინცმა ერნსტ ავგუსტმა დიზაინერი ეკატერინე მალიშევა მოიყვანა. სამეფო ქორწილს 400 სტუმარი ესწრებოდა.


image


33 წლის პრინცის, ერნსტ ავგუსტ ჰანოვერელისა და 30 წლის ჩეხი დიზაინერის, წარმოშობით რუსი ეკატერინე მალიშევას მოკრძალებული სამოქალაქო ქორწინების ცერემონია პარასკევს, 7 ივლისს, ჰანოვერის მერიის შენობაში გაიმართა.

მეორე დღეს კი ჰანოვერის ერთერთ უძველეს ეკლესიაში ჯვრისწერის ბრწყინვალე ცერემონია გაიმართა 400 სტუმრის თანდასწრებით.


საკურთხეველთან დედოფალი მამამ – იგორ მალიშევმა მიიყვანა, მეფეს კი დედა– შანტალ ხოხული ახლდა, რადგან მამამ – პრინც ერნსტ ავგუსტ მეხუთემ ჯვრისწერაზე დასწრებაზე უარი განაცხადა – მან არ მოიწონა შვილის გადაწყვეტილება.

დედოფალს საქორწინო კაბა მეგობარმა დიზაინერმა სანდრა მანსურმა შეუკერა, კაბა მთლიანად ხელით იკერებოდა და თითქმის 4 თვე დასჭირდა.


image


ჯვრისწერის შემდეგ წყვილი ხერხაუზენის ციხესიმაგრეში გაემგზავრა მიღებაზე, საღამოს კი საქორწინო სუფრა გაიმართა მარიენბურგის ციხესიმაგრეში. სტუმრები ევროპის ყველა სამეფო ოჯახებიდან იყვნენ მოწვეული. ქორწილს ესწრებოდა აგრეთვე პრინცის უმცროსი ძმა კრისტიანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად.


0
257
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0