x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია

image


ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება არაა დიდი ხნის შექმნილი, ის ფილოსოფიისგან გამოყოფით იწყებს, როგორც მეცნიერება, განვითარებას. ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიან-ის ქცევასა და ფსიქიკას. ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერებსი, მთავარი მიზანია ადამიანის კეთილდღეობა მოიპოვოს, ასევე ახსნას, აღწეროს, გააკონტროლოს და იწინასწარმეტყველოს ადამიანის ქცევა. დაადგინოს თუ რამდენად უკავშირდება ადამიანის ქცევა სიტუაციურ ფაქტორებს და რამდენად დისპოზიციურს. ქვემოთ დავინახავთ, რომ სხვადასხვა მეცნიერება სხვადასხვანაირად ხსნის ადამიანის ქცევის დეტერმინიზმს.

პირველი ნაბიჯი ფსიქოლოგიის განვითარებაში ითვლება ვილჰელმ ვუნტისა, რომელმაც პირველმა შექმნა ექსპერიმენტატული ფსიქოლოგიის ლაბორატორია. შემდეგ ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მიმდინარეობა სტრუქტურალიზმი - სწავლება ფსიქიკისა და ქცევის შესახებ, სადაც ფსიქიკური გამოცდილება გაიგება, როგორც მარტივი ელემენტების ან მოვლენების კომბინაცია და ფუნქციონალიზმი - სწავლება, რომელიც ფოკუსირდება ორგანიზმის გარემოსთან ურთიერთქმედების დროს ფსიქიკისა და ქცევის ფუნქციებზე. მიუხედავად ადამიანის ქცევის “პირიმიტიული'' ანალიზისა, სტრუქტურალიზმისა და ფუნქციონალიზმის პრაქტიკოსთა აღმოჩენებმა ის ინტელექტუალური კონტექსტი შექმნეს, რომელშიც თანამედროვე ფსიქოლოგია განვითარდა. ამ უკანასკნელში უამრავი ერთმანეთის შემავსებელი თუ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმდინარეობა არსებობს. პირველი ასეთი მიმდინარეობაა ფსიქოდინამიკური თეორია ზიგმუნდ ფროიდის მიერ ჩამოყალიბებული. მისი მთავარი პრინციპია შინაგანი კონფლიქტები, ცნობიერსა და არაცნობიერ შორის მიმდინარე პროცესები და სექსუალური განვითარების დიდი გავლენა ადმიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. საინტერესოა ბიოლოგიური მიმდინარეობაც რომლიც აქცენტს აკეთებს ქცევისა და ტვინის მექანიზმებს შორის არსებულ მიმართებებზე. ასევე ბიჰევიორალური მიმდინარეობა რომელიც ქცევის დეტერმინიზმად გარემო სტიმულებს ასახელებს. ჰუმანისტური მიმდინარეობა კი აქცენტს აკეთებს ინდივიდის შინაგან ფენომენოლოგიურ სამყაროზე, თვითაქტუალიზების თანდაყოლილ უნარზე და რაციონალური არჩევნის გაკეთების უნარზე. კოგნიტური მიმდინარეობა ქცევის განმაპირობებლად მიიჩნევს ფსიქიკურ პროცესებს, როგორებიცაა: ინტელექტი, შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეტყველება, აზროვნება და ა.შ. ევოლუციური მიმდინარეობის თანახმად გარკვეული ქცევები გადარჩენის პროცესში ევოლუციურად განვითარდა. ხოლო კულტურილი მიმდინარეობა ამოდის ადამიანის როგორც კულტურის ნაწილი, ხოლო მის ქცევას ინდივიდის კულტურის კონტექსტში განიხილავს.

ამრიგად, ფსიქოლოგიის ძირითად მიზანს ახსნას, აღწეროს, აკონტროლოს, იწინასწარმეტყველოს და ადამიანის კეთილდღეობას მიაღწიოს, სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ და სხვადასხვა მეცნიერება სხვადასხვანაირად ცდილობს შეასრულოს ფსიქოლოგიის ძირითადი მიზანი.


0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუკრიკიტო ბერიძე
ნუკრიკიტო ბერიძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0