x
image
melody_inside
არასოდეს, არასოდეს გადახტეთ წყალში თავით!
image
ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს შეწყდეს ახალგაზრდობა ან ბავშვობაც კი. იმაზე, რომ ერთი მოუხერხებელი მოძრაობა როგორ შეიძლება აღმოჩნდეს უკანასკნელი და შემთხვევეითობამ წლების მანძილზე ან სამუდამოდ მიგაჯაჭვოს საწოლზე.


გინახავთ ფილმი "The Sea Inside“ (ზღვა შენში)? ის დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს ესპანელ რამონა სამპედროს
ცხოვრებაზე. ფილმს ათეულობით ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის ოსკარიც. მთავარ როლს თამაშობს ესპანელი მსახიობი ხავიერ ბარდემი.

რამონი _ სრულიად ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის, ცისფერთვალება ესპანელი _ იდგა დიდ ქვაზე და დასცქეროდა ქვემოთ ზღვას. უკან ქვიშაზე იწვა გოგონა, რომელიც მას უყვარდა. ქვიშა იყო ცხელი. ცა ლურჯი. წყალი ლამაზად ლივლივებდა და თითქოს
ეჩურჩულებოდა, ეძახდა რამონს. გამჭვირვალე, გრილი ზღვა. ის გადახტა. და ყველაფერი დამთავრდა.

რამონმა ხერხემალი მოიტეხა. პარალიზებულია. სხეული წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. უმოძრაოდ, წყალზე იწვა სახით ქვემოთ და იხრჩობოდა. გადმობრუნება მას უკვე აღარ შეეძლო.

28 წლის შემდეგ ისეთივე ცისფერთვალება, მაგრამ უკვე ზრდასრული რამონი წევს საწოლში. საწოლში ის თითქმის 30 წელია რაც წევს! და საერთოდ ვერ ინძრევა. მხოლოდ კისერს ატრიალებს, ხელები და ფეხები შეგრძნებების გარეშე თოკებივით დევს საწოლზე.

ფილმში მის სანახავად მისულ ქალს რამონი ძალიან საშინელ და შთამბეჭდავ სიტყვებს ეუბნება: „თქვენ ჩემგან ერთ მეტრში ზიხართ. რა არის ერთი მეტრი? ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის სრულიად არაფერი. სულ რაღაც ერთი მეტრი. მე კი არ შემიძლია მოგიახლოვდეთ. შეგეხოთ. ეს გადაულახავი მანძილია ჩემთვის“.


ხერხემლის გადატეხვა _ ეს ხშირად ზურგის ტვინის დაზიანებას და პარალიზებას ნიშნავს. ნაწილობრივს ან სრულს.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველ წელსხერხემლის ტრამვას ღებულობს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი. ერთი ქალი - ორი მამაკაცი. სტატისტიკის მიხედვით ეს მამაკაცებს ემართებათ უფრო ხშირად 20 -29 წლის ასაკში, ქალებს კი _ 15-19 წლის ასაკში. შედეგები დამოკიდებულია ტრამვის სიმძიმის ხარისხზე და ქვეყანაზე, სადაც ცხოვრობს ადამიანი.


რუსეთში ეს ისევე ხშირად ხდება, როგორც ყველგან - ესპანეთში, სადაც რამონი ცხოვრობს, ინგლისში ან კანადაში. აი ოთხი სხვადასხვა ადამიანის ისტორია რუსეთის ოთხი ქალაქიდან. მათზე ფილმი არ გადაუღიათ.


იგორი, 27 წლის, არზამასი:
„დავამთავრე ინსტიტუტი, ერთ თვეში კი ხერხემალი მოვიტეხე. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ტბაზე ვისვენებდით. ჩვეულებრივი დღე იყო. ბევრჯერ გადავხტით, ვყვინთავდით წყალში,
ყველაფერი კარგად იყო. და აი კვლავ გადავხტი თავით ქვემოთ. ვეღარ შევძელი თავის აწევა, მობრუნება, ფეხების და ხელების განძრევა. შემამჩნიეს და ამომათრიეს. სრული პარალიზება. არ ვიყავი ნასვამი _ საჭესთან ვიჯექი. ჩემი სიმაღლე თითქმის ორი მეტრია _ სიმაღლე ვერ გავთვალე. მაშინ ჩემი მეუღლე ორსულად იყო“.


ალექსი, 34 წლის, ომსკი:
„მე, მეუღლე და ჩემი შვილი ვოცნებობდით ზღვაზე, ისე გამოვიდა, რომ არასოდეს არ ვყოფილვართ ზღვაზე. და აი, ორი წლის წინ ეგვიპტეში წავედით. ერთ დღეს ბავშვთან ერთად აუზში ვბანაობდით. გორაკიდან ვსრიალებდი, ვყვინთავდი და ფეხებში ვიჭერდი. ის
იცინოდა და უხაროდა. და აი სადილის წინ უკანასკნელად გადმოვხტი და თავი დავარტყი ფსკერზე. სისხლი წამომივიდა. შემდეგ მარცხნივ გავიხედე და დავინახე როგორ ამოტივტივდა ხელი. მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი მას. და ასე ამოვტივტივდი მთლიანად, ოღონდ სახით ქვემოთ. თავს ვატრიალებდი, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი. ნახევარი წუთიც და დავიხრჩობოდი“.


ალექსანდრე, 29 წლის, ქალაქი პავლოვო:
„მეგობრებთან ერთად ტბაზე ვბანაობდი. გაზაფხული იყო. თავიდან წყლის დონე მაღალი იყო, შემდეგ კი დაიწია, _ ძლიერ ცხელოდა. მე გადავხტი, ჩავყვინე და ფსკერზე თავი დავარტყი. პარალიზება მაშინვე მივიღე. ვიხრჩობოდი. რეანიმაციაში მოვედი გონზე. ეს იყო ცხრა წლის წინ. ცხრა წელია ვწევარ.“.



სერგეი, 42 წლის, კიროვი:
„ცოლმა მიპოვა. ოთხი წლის წინ სახურავს ვარემონტებდი, ცუდად გამოვედე ფეხსაცმლით ლურსმანზე და ჩამოვვარდი სახურავიდან. სიმაღლე დიდი არ იყო _ ორი- სამი მეტრი. მას შემდეგ ვერ ვინძრევი“.


რამონის ოთახის ფანჯრები ესპანეთის ლამაზ მთებს გაჰყურებს.

ზამთარი ცვლიდა შემოდგომას, გაზაფხული ზამთარს. მაგრამ რამონი ამას ვერ გრძნობდა. მისი ტანსაცმელი არ სველდებოდა წვიმით. ხელები არ იყინებოდა პირველ თოვლში. სახე ვერ გრძნობდა გაზაფხულის თბილ მზეს. ის მუდამ თავის ოთახში იწვა. და ამბობდა, რომ ზღვა მასშია. მას შეეძლო წარმოედგინა მისი სუნი, შეეძლო წარმოსახვით გადაეტანა საკუთარი თავი წყალში.


ალექსანდრე:
„ქუჩაში ვერ გავდივარ. მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ. კორპუსში ლიფტი არ არის. უკანასკნელად გარეთ ვიყავი ივლისში, სანატორიუმში როდესაც გავემგზავრეთ. მანამდე კი შემოდგომაზე. მგონი, მივეჩვიე“.


სერგეი:
„ ძალიან მძიმე ვარ და ჩემს ცოლს არ შეუძლია ჩემი აწევა და ქუჩაში გაყვანა. არ შეუძლია საწოლიდან ეტლში გადამაჯინოს. და ოთახიც ისეთი პატარაა, რომ ადგილიც არ არის. ძალიან პატარა სახლი გვაქვს _საწოლს კედლიდან ვერ გამოწევ. რაღა დამჩენია? ვუყურებ ფანჯრიდან, ვითვლი შეშას, ვუცქერ ცას“.

რამონს მოსიყვარულე მზრუნველი ოჯახი ჰყავდა. ის წერდა ლექსებს კბილებში დაჭერილი კალმით. ძმისშვილს კი გადაჰქონდა კომპიუტერში. ახლობლები ცხოვრებაში ახორციელებდნენ მის გამოგონებებს _ მისი პროექტების მიხედვით აუმჯობესებდნენ ინვალიდის ეტლს და საწერ პლანშეტს. ძმის ცოლი უცვლიდა პამპერსებს და თეთრეულს, აჭმევდა კოვზით, ასმევდა წამლებს. და საკმარისი იყო მას დაესტვინა, რომ მაშინვე მოდიოდა ვინმე, მისი სურვილი რომ შეესრულებია.


მაგრამ ერთხელ კამათის დროს ძმამ რამონს ისეთი რამ უთხრა, რისიც
პარალიზებულ ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია. და თუ ამაზე ოჯახის წევრები ტაქტიკურად არ საუბრობენ, ყოველი პარალიზებული ადამიანი ყველაზე მეტად ამის გამო იტანჯება! რამონის ძმამ უთხრა: „მე, ჩემი ცოლი და ჩემი ბიჭი _ ყველა შენი მონა ვართ“.

ადამიანი, რომელსაც მოძრაობა არ შეუძლია, თავის თავს არ ეკუთვნის. ის დამოკიდებულია ექთნებზე, ექიმებზე, ოჯახზე. მას არ შეუძლია ჭიქის აღება, ტელევიზორის ჩართვა, წიგნის გადაფურცვლა, ფანჯრის დაკეტვა, შუქის ანთება, ყავის მოდუღება, ცხვირის მოფხანვა. მთელი ოჯახი იძულებულია მთლიანად გადააწყოს თავისი ცხოვრება. და არცერთი აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს.


სერგეი:
„მე ვოცნებობ არ ვიყო ჩემი ოჯახის ტვირთი. ხელები მაინც მიმოძრავებდეს. წარმოგიდგენიათ? თვალში რომ ნამცეცი ჩაგივარდეს, მისი ამოღებაც სხვას უნდა თხოვო. ჩემი ცოლი ისეთ სამსახურში მოეწყო, სადაც 4 საათი მუშაობს. დანარჩენი დრო სულ ჩემთან ზის“.


ალექსეი:

„ჩემი ცოლი ჩემთან აღარ არის. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა _ მისთვის რთულია, დაიღალა. მისთვის ფიზიკურადაც ძნელია მე გამიმკლავდეს. ამიტომ ახლა მშობლებთან ვცხოვრობ. არა, არ

გავცილებულვართ. ის შვილთან ერთად სახლში მელოდება. გამოჯანმრთელებამდე“.

რამონი სიკვდილზე ოცნებობდა. ფილმი ამიტომაც გადაიღეს. ის სასამართლოს გზით ცდილობდა მიეღწია ავთანაზიისთვის, რაც
ესპანეთში აკრძალულია (რუსეთშიც ). იწვა რა 28 წელი საწოლში, რამონი ვერ ხედავდა ასეთი ცხოვრების აზრს.


ცხოვრება მოძრაობის გარეშე, შეხების სითბოს გარეშე, არჩევანის გარეშე, წვიმის და თვალისმომჭრელი მზის გარეშე. ის იბრძოდა
თავისი უკანასკნელი უფლებისთვის _ არ ეცხოვრა ასეთი ცხოვრებით. გავიდა თითქმის 30 წელი, სანამ ამ აზრზე მივიდა.


სიკვდილის ალტერნატივა _ სიცოცხლეა, სიცოცხლე ასეთი ადამიანებისთვის _ რეაბილიტაციაა. მასზეა დამოკიდებული მისი მომავალი: იმოძრავებს თუ არა ხელ-ფეხი, შეძლებს თუ არა ადამიანი ადგომას და გავლას. თვეობით ვარჯიშები შედეგს იძლევა. მაგრამ ყველა ვერ შეძლებს კვლავ სირბილს და სიარულს. მაგრამ იყო შენი ხელების პატრონი - სულ სხვა ცხოვრებაა. უფრო ადვილი.


რუსეთში მაგალითად არ არის უფასო რეაბილიტაცია პარალიზებული ადამიანებისთვის. ავადმყოფი რუსეთში ხერხემლის ტრამვის შემდეგ პირდაპირ სახლში ხვდება. და შემდგომი ბედი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და მის ახლობლებზე.





იხილეთ ასევე:

1. აი რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ წყვილს პარკში განხორციელებული სქესობრივი აქტის გამო! ( ყველაზე მკაცრი მამაკაცი მსოფლიოში)


2. ფაქტები, რომლებიც ჯობდა, არ გცოდნოდათ





0
288
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0