x
რა არის ძალადობა

ძალადობის უამრავი განმარტება არსებობს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს (ან ამის ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს) სხეულის დაზიანებებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრამვა, გადახრები განვითარებაში, ან სხვადასხვა სახის ზიანი.ძალადობის ცნების ერთ-ერთი ყველაზე ტღული ასპექტია მისი წინასწარ განზრახულობა.
image




ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ძალადობა სამ ფართო კატეგორიად იყოფა იმის შესაბამისად, თუ ვინ ახორციელებს ძალადობის აქტს.ეს კატეგორიებია: საუკუთარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა;პიროვნებათაშორისი ძალადობა; კოლექტიური ძალადობა;

საკუათარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა იყოფა ქვეჯგუფებად: სუიციდურ ქცევად და საკუთარი თავის მიმართ სასტიკ მოპყრობად.პირველი მოიცავს აზრებს თვითმკვლელობაზე, თვითმკვლელობის მცდელობებს და საკუთრივ თვითმკვლელობას.საკუთარი თავის მიმართ სასტიკი მოპყრობა გულისხმობს თვითდაზიანებებს.

პიროვნებათაშორისი ძალადობა შემდეგ ორ ქვეჯგუფებად იყოფა:
1.ძალადობა ოჯახში ან ძაადობა ინტიმურ პარტნიორზე.
2.ძალადობა თემში.
image






კოლექტიური ძალადობა გულისხმობს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალადობას. ამგვარი ძალადობის საფუძველია პირთა დიდი ჯგუფის ან სახელმწიფოს მოტივი. სოციალურ ძალადობაში შედის, მაგალითად, ორგანიზებული ჯგუფების მიერ სიძულვილის გამო ჩადენილი დანაშაულები, ტერორისტული აქტები. პოლიტიკური ძალადობა მოიცავს ომებს, შეიარაღებულ კონფლიქტებს, სახელმწიფო ძალადობას ან სხვა აქტებს, რომლებშიც ადამიანთა დიდი ჯგუფები მონაწილეობენ. ეკონომიკურ ძალადობას მიეკუთვნება ეკონომიკური სარგებლის, გამორჩენის მიზნით ადამიანთა დიდი ჯგუფების თავდასხმები.


ავტორი: ყალიჩავა ლაურა


0
494
შეფასება არ არის
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0