x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
როგორ გავირუჯოთ კანის ტიპის მიხედვით. უსაფრთხო რუჯის ოქროს წესი
image

საზოგადოებისთვის აქტუალურ თემათა შორის ერთ-ერთი ლიდერი ნამზეურია. ვეძებთ ახალ-ახალ რჩევებს როგორ მოვატყუოთ ბუნება, რათა საუკეთესო რუჯი მივიღოთ მოკლე დროში. მთავარი კი ისაა, როგორ გავირუჯოთ სწორად და რა უნდა ვიცოდეთ ნამზეურის შესახებ.


Как правильно загорать,  чтобы получить красивый оттенок кожи?

ზოგს ვარსკვლავების სექსუალური რუჯი მოსწონს, სხვები კი არისტოკრატიულ სიფერმკრთალეს ანიჭებენ უპირატესობას. მოდური ჟურნალები, რომლებიც ახლო წარსულში წერდნენ თუ როგორი შეუდარებელია ხმელთაშუა ზღვის რუჯი, ან როგორ კარგად გამოიყურებიან მალდივის მზის ქვეშ გარუჯულები, ახლა აქვეყნებენ სტატიებს ვარსკვლავთა ციტატებით: " მე არასდროს გავირუჯები", "ჩემი სილამაზის საიდუმლოა-არავითარი მზე!". ჩნდება სტატიები, სადაც მზის "მიკროდოზასაც" კი სილამაზის მთავარ მტრად თვლიან.

ცნობილმა ბრენდებმაც მაშინვე მოახდინეს რეაგირება და დაიწყეს მზისგან დამცავი საშუალებების წარმოება(SPF), რომლებიც ულტრადაცვას გვპირდება, თუმცა მათი ბუმიც მალე დავიწყებას მიეცა.

Как правильно загорать,  чтобы получить красивый оттенок кожи?

მაგრამ მთავარი ისაა, რას ამბობენ ექიმები? სასარგებლოა თუ არა მზე? ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ მზე, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი, სასარგებოა გარკვეული დოზით, როგორც მაგალითად ღვინო, რომლის ბოროტად გამოყენებას, კარგად ვიცით რა შედეგამდეც მივყავართ. გარუჯვა კატეგორიულად არ შეიძლება ონკოლოგიური ავადმყოფების ან რისკის ჯგუფში მყოფთათვის. დანარჩენებისთვის D ვიტამინი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია რჩევები კარგი რუჯის მისაღებად. მათი დაუცველობა კი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

დასაწყისისთვის განვსაზღვროთ თქვენი კანის ტიპი.

1. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან ადამიანები ნათელი კანით, ჭორფლიანი სახით, წითური ან ქერა თმით. მათი კანი მზეზე წითლდება, რამდენადაც დაცვის უნარი არ გააჩნია. ერთადერთი რაც მზისგან დამცავი საშუალებების მწარმოებლებმა შეიძლება ასეთ ადამიანებს შესთავაზონ, ესაა "დამცავი საშუალება 50+". ამის ხმარებისას ნება ეძლევათ სანაპიროზე იმყოფებოდნენ დილით ადრე და საღამოს გვიან და არც კი ეცადონ მზეზე "შეწვას".

2. კიდევ ერთი ჯგუფი ნათელი კანისა, რომელიც პირველივით კაპრიზული არაა, არის მეორე ტიპი. ხშირად მათაც ნათელი ფერის თვალები აქვთ, მზეზე მაშინვე უწითლდებათ ცხვირი და მხრები, მაგრამ პირველი ტიპისგან მაინც განსხვავდებიან. მათ გარუჯვისას უნდა გამოიყენონ საშუალებები მაღალი დაცვის დონით და არაპირდაპირი დასხივებისას დღის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ მსუბუქი ნამზეური.


Как правильно загорать,  чтобы получить красивый оттенок кожи?

3. მესამე ტიპი ადამიანები ხორბლისფერი კანით და ჩალისფერი თმით. მათმა კანმა შესაძლოა მიიღოს დამწვრობა, თუმცა სწორი დამოკიდებულებისას რჩება მოწითალო ოქროსფერი რუჯი. შეუდარებელ ოქროსფერს ისინი ვერ მიიღებენ, მაგრამ SPF 50-ით დღისით და SPF 30- ით საღამოს შეუძლიათ აქტიურად გაირუჯონ.

4. მეოთხე ტიპი - მუქი თვალებით და ყავისფერი თმებით, შავგვრემანი კანით - კავკასიური და შუა აზიის მაცხოვრებელნი. გარუჯვისას იშვიათად იწვებიან, იღებენ თანაბარ, ლამაზ და სწრაფ ნამზეურს. შეუძლიათ იხმარონ საშუალო დონის დამცავი საშუალებები.

ყველაზე მთავარი კი, რაც ყველა ტიპს ეხება, ესაა: არ იჩქაროთ! სწრაფი რუჯი დაწვის რისკის გარეშე შეუძლებელია, განსაკუთრებით თუ კანი მოუმზადებელია. თუ კანს ხვდება ძალიან ბევრი ულტრაიისფერი სხივი, მას მხოლოდ ერთი რეაქცია ექნება, დაწითლება და გამოშრობა.

ყოველთვის გახსოვდეთ ოქროს წესი, როგორ მივიღოთ კარგი ნამზეური: გარუჯვისთვის საუკეთესო დროა- დილა 11 საათამდე და საღამო 16 სთ-ის მერე. მზე ყველაზე მეტად საშიში 11-დან 15 საათამდეა. image


როგორ დავიკლოთ 8 კგ. ერთ კვირაში. "General Motors"- ის დიეტა (დასაშვებია თვეში 1-ჯერ)

როგორ მივხვდეთ, რომ მფარველი ანგელოზი რამეს გვანიშნებს

რომელი ჭურჭელია ჯანმრთელობისთვის საზიანო? ეს უნდა იცოდეთ

როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია

0
625
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
625