x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ სასტუმროში 1 ღამე 15 000 დოლარი ღირს. ძვირია, მაგრამ...

image


ნებისმიერი სურვილის ასრულება შეიძლება, თუ ამას მთელი გულით მოვინდომებთ. ასე, მაგალითად, მას, ვისაც ძალიან უნდა, ცოტა ხნით, წყალქვეშ ცხოვრება, შეუძლია სურვილი აისრულოს. კ. ფიჯზე 2011 წლიდან ფუნქციონირებს სასტუმრო, რომელიც კუნძულის სხვა სასტუმროებისგან იმით განსხვავდება, რომ წყალქვეშ მდებარეობს და ეს სულაც არ არის ხუმრობა! 15 მ. სიღრმეზეა, კეთილმოწყობილი სასტუმროს ნომრები, მდიდრული ავეჯით და საწოლებით. სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერიც არის. მოკლედ რომ ვთქვათ, სასტუმრო კი არა, პოსეიდონის სასახლე უფროა, რომელიც მთლიანად თევზების გარემოცვაშია და მათი დანახვა სქელი მინების მიღმა შეიძლება.


image


კაიუტებს (სასტუმროს ნომრები) კაფსულისებური ფორმა აქვს და ერთმანეთისგან გარკვეული მანძილის დაშორებით არის განლაგებული. ეს დამატებითი უსაფრთხოება არის მათთვის, ვინც იქ დასვენებას გადაწყვეტს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი 1000 ტურისტის სახელი, ვისაც გამბედაობა ეყო და სასტუმროს მომსახურებით ისარგებლა, 2 უზარმაზარ სტელაზე არის ამოტვიფრული. ერთი სტელა სასტუმროსთან, სანაპიროზე დგას, ხოლო მეორე – 15 მ-ის სიღრმეზე.


imageimageimage
სასტუმროში ცხოვრება 100% უსაფრთხოა. იქ ყველაფერი სპეციალური მასალით არის დამზადებული.


imageimageimageimage


სასტუმროში წნევის დონე უსაფრთხოების სისტემით კონტროლდება. დამსვენებლებს არ აწუხებთ თავის ტკივილები და ტემპერატურის ცვალებადობა.


imageimageimageimage


სასტუმროში, ორადგილიანი რბილი საწოლების გარდა, არის ბიბლიოთეკა და მაღალი სიჩქარის Wi-fi. ხოლო, თითოეული დამსვენებლის განკარგულებაში დიდი ზომის ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, მინი-ბარი, ჯაკუზი და სპა-საშხაპე არის.

0
1872
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1872
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0