x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბავშვები ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ოჯახებიდან
image ამგვარ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები 3 პრინციპს ითვისებენ :


1) არ დაიჯერო - ამგვარ ოჯახებში ბავშვებს ხშირად დანაპირს არ უსრულებენ, რის გამოც ის მუდმივად იმედგაცრუებასა და გაურკვევლობაშია. იგი ადამიანებს არ ენდობა, მათი არ სჯერა და საპასუხოდ თვითონაც ტყუილს ამბობს, ხშირად განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე.


2) არ თქვა - ამგვარ ოჯახებში არ აინტერესებთ და ნაკლებად საუბრობენ ბავშვის განცდების, სურვილების, მიღწევების შესახებ. ამის გარდა, ოჯახი ცდილობს იზოლირებული იყოს სხვა ოჯახებისგან. ბავშვი ვერ ახერხებს ოჯახის წევრებისთვის ან სხვა ახლობლებისთვის ვერც თავისი პრობლემების, ვერც მიღწევების გაზიარებას. ამიტომ მას მარტოობის განცდა და შიში ეუფლება. ოჯახში აკრძალული თემების რაოდენობა იზრდება : “ არ თქვა, რომ მამამ ისევ დალია '' და სხვა.


3) არ იგრძნო - ბავშვი განიცდის შიშს, უნდობლობას, მარტოობას. ამიტომ ის თითქოს ემოციურად “ქვავდება ''. ამას გარდა, მისი გრძნობები ამბივალენტურია. მას თან უყვარს თავისი მშობლები და თან სძულს. ეს გაურკვევლობა მის აგრესიულობაში ან ინერტულობაში ვლინდება. image



იმისთვის რომ ფიზიკურად გადარჩეს, ბავშვი იძულებულია შეასრულოს როლები. ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ოჯახებიდან ყველა ბავშვი არ ირჩევს როლს. ბავშვები, რომლებიც “როლს'' ირჩევენ, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ასრულებენ.


ფსიქოლოგები გამოყოფენ 4 ძირითად როლს :


1) ოჯახის გმირი (მხსნელი, ლიდერი ) - ის ხშირად უფროსი შვილია, რომელიც ოჯახზე ზრუნვას საკუთარ თავზე იღებს. ის კარგად სწავლობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში ბევრს ვერ აღწევს, რადგან საკუთარ საჭიროებებს ივიწყებს და საკმაოდ ადრე იწყებს მუშაობას ოჯახის სარჩენად. თითქმის მთელი ცხოვრება აწუხებს დანაშაულისა და მარტოობის განცდები. ხშირად ირჩევს პროფესიებს: მღვდელი, სოციალური მუშაკი, სანიტარი, პედაგოგი.


2) განტევების ვაცი (აუტსაიდერი) - ის ხშირად ოჯახში მეორე ბავშვია. მას ბრალდება ყველაფერი, მათ შორის მშობლის ლოთობა.

ეს “ცუდი '' ბავშვია და თავისი სიცუდით თითქოს საშუალებას აძლევს მშობლებს ოჯახის მთავარი პრობლემიდან ყურადღება გადაიტანონ. ყოველივე ამის გამო ის ოჯახის აგრესიის მსხვერპლი ხდება. მას სწავლასა და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თუ ეს გოგონაა, ხშირია ადრეული ფეხმძიმობა, ნაადრევი ქორწინება და სწრაფი განქორწინება.


3) ჯამბაზი (სათამაშო ) - ის ხშირად უმცროსი შვილია. ბავშვი ალერსიანია, თბილი და ოჯახში დაძაბული სიტუაციის განმმუხტველი. ლოთი მშობლის დასამშვიდებლად სწორედ მას უშვებენ. თუმცა, მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. მაღალია მისი ალკოჰოლიკად ქცევის რისკი. ასეთი ბავშვი შინაგანად მგრძნობიარე და მარტოსულია.


4) უჩინაჩინი (ანგელოზი, დაკარგული ბავშვი ) - ის უმცროსი შვილია, ხშირად მშობლების მცდელობა - ყველაფერი თავიდან დაიწყონ. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა, საკუთარი თავის რწმენას მოკლებული, სიყვარულის დიდი მოთხოვნილებით. მას ვერც კი ამჩნევენ ოჯახში . ბავშვი ახერხებს რეალობისგან გაქცევას (წიგნები, ოცნებები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სხვ.) . ხშირად ირჩევს პროფესიებს : პოეტი, სცენარისტი, მღვდელი.



0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0