x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
სტრესის თეორიები

image ბაუმის განსაზღვრების თანახმად, სტრესი არის ნეგატიური ემოციური გამოცდილება, რომელსაც თან ახლავს წინასწარპროგნოზირებადი
ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური, კოგნიტური და ქცევითი ცვლილებები; ამ ცვლილებების მიზანია ან სტრესული მოვლენის შეცვლა ან მის ეფექტებთან შეგუება.
ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ადამიანისგან ცხოვრების ჩვეული რიტმის სწრაფ ცვლილებას მოითხოვს, შეიძლება განვიხილოთ როგორც სტრესორი. ლაზარუსის აზრით, სტრესი, რომელსაც ინდივიდი გრძნობს რაიმე მოვლენაზე საპასუხოდ დამოკიდებულია ინდივიდსა და გარემოს შორის შესაბამისობაზე, რომელიც ადამიანის მიერ საკუთარი რესურსების შეფასების შედეგს წარმოადგენს: 1) თუ
ადამიანი თვლის, რომ მისი რესურსები საკმარისია სტრესორთან გასამკლავებლად, ის მოვლენას როგორც გამოწვევას აღიქვამს და მცირე სტრესს განიცდის; 2) თუ ადამიანი თვლის, რომ მისი რესურსები შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს სტრესორთან გასამკლავებლად, მაგრამ ეს მისგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაშინ სტრესის განცდა ძლიერდება; 3) თუ ადამიანი თვლის, რომ მისი რესურსები არასაკმარისია მოვლენასთან გასამკლავებლად, ადგილი აქვს ძლიერ სტრესს. შესაბამისად, სტრესი წარმოადგენს მოვლენების, პოტენციური პასუხებისა და ამ მოვლენებზე პასუხების შეფასების შედეგს.
სტრესის თეორიები :
კენონის აზრით, როდესაც ორგანიზმი საფრთხეს აღიქვამს, სიმპათეტიკური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული სისტემის მიერ ხდება სხეულის სწრაფი აგზნება და მოტივაცია. ამ შეთანხმებული ფიზიოლოგიური პასუხის შედეგად ხდება ორგანიზმის
მობილიზაცია საფრთხესთან შესაბრძოლებლად ან გასაქცევად; ამიტომაც ეწოდა ამ რეაქციას ბრძოლა ან გაქცევის რეაქცია.
სელიემ ჩამოაყალიბა ზოგადი ადაპტაციური სინდრომის თეორია 1)სტრესი არის არასპეციფიკური ფიზიოლოგიური პასუხი; 2)ორგანიზმი ერთნაირად რეაგირებს ნებისმიერი სახის სტრესორზე. 3)არასპეციფიკური პასუხი გამოწვეულია გარემოში მოცემული სტრესორებით; სტრესის დაძლევა 3 ეტაპად ხდება 1.
განგაშის რეაქცია - რესურსების მობილიზაცია 2. წინააღმდეგობა - სტრესის გადალახვა ან სტრესთან შეგუება 3. გამოფიტვა - რესურსების
გამოფიტვა.
დაცვისა და ზრუნვის რეაქცია - ამ თეორიის თანახმად, სტრესზე საპასუხოდ ადამიანები არა მხოლოდ გაქცევის ან შებრძოლების რეაქციას მიმართავენ, არამედ ახდენენ სოციალურ გაერთიანებას და აღმზრდელობით ქცევას შთამომავლობის მიმართ. ეს პასუხები
განსაკუთრებით ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
ფსიქოლოგიური შეფასება და სტრესის განცდა - პირველადი შეფასების პროცესები ლაზარუსი, სტრესის ფსიქოლოგიური თეორიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, აღნიშნავს, რომ როდესაც ინდივიდები ხვდებიან ახალ ან შეცვლილ გარემოში, ისინი სიტუაციის მნიშვნელობის გასარკვევად ახდენენ პირველად შეფასებას მოვლენები თავისი მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება შეფასდეს როგორც ნეიტრალური, პოზიტიური ან ნეგატიური. ნეგატიური ან სავარაუდოდ ნეგატიური მოვლენები დამატებით ფასდება როგორც
ზარალის, საფრთხის ან გამოწვევის (challenge) მატარებელი. ზარალი წარმოადგენს მოვლენის მიერ უკვე მიყენებული ზიანის შეფასებას. საფრთხე – მოსალოდნელი ზიანია. საფრთხის პირველად შეფასებას
მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სტრესზე ფიზიოლოგიურ პასუხებზე, გამოწვევა პრობლემის გადალახვისა და მისგან გარკვეულწილად სარგებელის მიღების შესაძლებლობას უკავშირდება. მოვლენის, როგორც გამოწვევის შეფასება, როგორც წესი, დამოკიდებულია თვით–შეფასებასა და თვით–რწმენასთან.გამოწვევად შეფასებული პრობლემის გადალახვა დადებით ემოციებსა და დაბალ წნევას უკავშირდება. მეორადი შეფასების პროცესები მოვლენის პირველად შეფასებას მეორადი შეფასება მოყვება; კერძოდ, ამ შემთხვევაში ფასდება არა მოვლენის მახასიათებლები, არამედ თვითონ ინდივიდის შესაძლებლობები, თუ რამდენად საკმარისი რესურსები გააჩნია
პრობლემის, სტრესის დასაძლევად. საბოლოო ჯამში, სტრესის სუბიექტური განცდა დამოკიდებულია პირველადი და მეორადი შეფასებების ბალანსზე. როდესაც ზარალი და საფრთხე მაღალია, ხოლო დაძლევის უნარი დაბალი, მოვლენა უფრო სტრესულად განიცდება.
სტრესის ფიზიოლოგია - სტრესზე რეაქციაში ორი ურთიერთდაკავშირებული სისტემა იღებს მონაწილეობას: სიმპათეთიკურ–ადრენომედულარული სისტემა (სას) და
ჰიპოთალამურ–პიტუიტარულ–ადრენოკორტიკული სისტემა (ჰპა). სიმპათეტიკური აქტივაცია: მოვლენები ზიანის ან საფრთხის მომტანად ფასდება თავის ტვინის ქერქის მიერ, რომელიც ამ
შეფასებებიდან გამოდინარე ბიძგს აძლევს რეაქციების მთელ ჯაჭვს, ინფორმაცია ქერქიდან გადაეცემა ჰიპოთალამუსს, რომელიც უშვებს ყველაზე ადრეულ რეაქციას სტრესზე – კერძოდ, ვითარდება სიმპათეტიკური ნერვული სისტემის აგზნება ან
შებრძოლება–გაქცევის პასუხი. ჰპა აქტივაცია: სიმპათეტიკური ნერვული სისტემის აქტივაციასთან ერთად ხდება ჰპა
სისტემის გააქტიურებაც. ჰიპოთალამუსი გამოყოფს
კორტიკოტროპინ–გამომყოფ ფაქტორს (CRF), რომელიც მოქმედებს ჰიპოფიზზე – გამოიყოფა ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH), რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან ნივთიერებაზე – გამოიყოფა გლუკოკორტიკოიდები. განსაკუთრებით მნიშნელოვანია კორტიზოლი, ის ახდენს ნახშირწყლების შენახვასა და ჭრილობის შემთხვევაში ამცირებს ანთებას. ის ასევე ეხმარება ორგანიზმს დაუბრუნდეს
სტრესის შემდგომ მშვიდ მდგომარეობას. გარდა ამისა, ჰპა აქტივაცია ზრდის ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის გამომუშავებას.
ხანგრძლივი სტრესის ეფექტები - ხანგრძლივი სტრესის პირობებში ეპინეფრინისა და ნორეპინეფრინის გახანგრძლივებული გამოყოფა
მავნე ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, განსაკუთრებით უჯრედულ იმუნურ რეაქციაზე; იწვევს ისეთ ჰემოდინამიკურ ცვლილებას, როგორიცაა მაღალი არტერიული
წნევა და პულსი, არითმია და ზოგიერთ შემთხვევაში განაპირობებს ბიოქიმიურ დისბალანსს, რომელმაც ფსიქიკური აშლილობის განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი.
სტრესული მოვლენების განზომილებები - უარყოფითი მოვლენები იწვევენ მეტ სტრესს, ვიდრე პოზიტიური მოვლენები. არაკონტროლირებადი ან არაპროგნოზირებადი მოვლენები უფრო სტრესულად ფასდებიან ვიდრე კონტროლირებადი ან პროგნოზირებადი მოვლენები. ორაზროვანი მოვლენები ხშირად უფრო სტრესულად ფასდება ვიდრე აშკარა. როდეასაც პოტენციური სტრესორი საეჭვოა, ადამიანმა არ იცის რა რეაგირება უნდა მოახდინოს მასზე.

გადატვირთვა - ადამიანები გადატვირთული სამუშაოთი უფრო მეტ სტრესს განიცდიან, ვიდრე ადამიანები ნაკლები დავალებებითა და
ამოცანებით.

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0