38 წლის ქალს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება საკუთარ მანქანაში არასრულწლოვნებთან სექსის გამო
ბოლო თვეებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ათეულობით პედაგოგი და სხვა პროფესიის ქალბატონებია დაკავებული არასრულწლოვნებთან სექსუალური ურთიერთობის გამო და რაც ყველაზე გასაოცარია ამ ქალების უმეტესობა ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება.
38 წლის ბრუკ ლედჯინესმა დაკავებისას აღიარა თავისი ბრალეულობა, ასევე აღიარა, რომ ჰქონდა სექსუალური კავშირი 14 და 15 წლის მოზარდებთან საკუთარ მანქანაში. 38 წლის ქალბატონი, რომელიც კოსმეტოლოგად მუშაობს სილამაზის სალონში მიჩიგანში, ეწეოდა არასრულწლოვნების "შეცდენას" უგზავნიდა რა მათ საკუთარ შიშველ ფოტოებს, დაინტერესებულ მოზარდებს კი იწვევდა საკუთარ მანქანაში, სადაც უკანა სავარძელზე მათთან ერთად კავდებოდა სექსუალური ურთიერთობით, იუწყება "The Sun".
პოლიციას კი ბრუკის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მოუყვა ერთერთი "დაზარალებულის" დედა, რის შემდეგაც ბრუკი რომელიც უკვე 16 წელია ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება დააკავეს და მას წაუყენეს ბრალდების 15 პუნქტი. ბრუკმა თავი დამნაშავედ სცნო მხოლოდ ორ პუნქტში. თუმცა ეს ორი პუნქტიც საკმარისია მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.
ბრუკი გამოძიებას მოუყვა, რომ ერთერთ არასრულწლოვანთან 15–ჯერ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. სწორედ ამ არასრულწლოვანმა გადაუღო ბრუკს სურათები, როცა ის სარკესთან შიშველი იდგა და სწორედ ეს სურათები გახდა ბრუკის დაკავების საბაბი. თავად ბრალდებულის თქმით მას არავინ არ შეუცდენია და არცერთი მათგანი სექსუალური ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა ამერიკული კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება, მუდმივი პატიმრობის ჩათვლით.
მოსწავლეებთან სექსუალური ურთიერთობის გამო აშშ–ში მორიგი მასწავლებელი ქალი დააკავეს
აშშ-ში მორიგი მასწავლებელი ქალი დააკავეს, საკუთარ მოსწავლესთან ინტიმური კავშირის მომენტში
ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის დამლაგებელმა ქალმა 16 წლის მოსწავლე გააუპატიურა, რისთვისაც 20 წლიანი სასჯელი ემუქრება
ჰმმ, ბიძიებო და დეიდებო, მასეთი ლოგიკით ჩემი დიდი ბებიის ოლგას ქმარი სილიბისტრო მანჯგალაძე მაგ ქალის მსგავსად ციხეში 20 წლით უნდა ჩაესვათ მაგრამ ეტყობა მათ დროს ადამიანები ისეთი "პატიოსნები" და "ზნეკეთილები" არ ყოფილან როგორც ახლა... :დდდ... სილიბისტრო 38 წლის იყო სწორედ 16 წლის ოლგა რომ მოიყვანა ცოლად... მათ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი, სილიბისტროსთვის რომ გეთქვა პედოფილი ხარო კისერს მოგიგრეხდა. ხოლო ოლგა ისე მოგაწყევლიდა ვაფშე სტერილური გახდებოდი... :დდდ...