x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69515
  • ვიდეო:322098
  • სურათი:423088
,, საყურეებიანი ზანგები ,, და ქართველი ,, ჟურნალისტი ,, თბილისის მეტროში

მცოცავი ოკუპაციის კვალდაკვალ ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ გარკვეული ძალები და მთელი აქცენტი გადააქვთ საქართველოში მყოფ უცხოელებზე, რომლებიც არაფერს აშავებენ ან გაცილებით ნაკლებს აშავბენ , ვიდრე ოკუპანტი მეზობელი, რომელმაც მავთულხლართები თითქმის ჩვენს საზღვარს გაუთანაბრა . ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ეწყობა არალეგალების საწინააღმდეგო მარში, ხელისუფლბა კი დუმს ერთზეც და მეორეზეც .

პარალელურად მიმდინარეობს ქსენოფობიური პროპაგანდა ზოგიერთი მედიის და, განსაკუთრებით, სოციალური ქსელის მეშვეობით. მაგალითად მოვიყვან ნინო მიქიაშვილის მონათხრობს, რომელიც, როგორც ამბობენ, ჟურნალისტია. მოქმედება ხდება თბილისის მეტროში . ჩვენი ჟურნალისტი ამბობს, რომ უცხოელების ხმამაღლა საუბარმა შეაწუხა და ხელით ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ . როგორც თვითონ ამბობს “ საყურიანი ზანგები არც “ არ დაემორჩილნენ და არც მოქალქეები არ გამოესარჩლნენ. ცალსახაა, რომ აზვიადებს თემას და სავარაუდო მოტივიც ქსენოფობიური ან რასისტულია )

(გთავაზობთ სტატიის ლინკს, რათა უფრო გასაგები იყოს ჩემი პრეტენზიები მის და იმ მედიების მიმართ, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ და ნებით თუ უნებლიეთ ემსახურებიან რასობრივი, ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებას საზოგადოებაში http://digest.pia.ge/post/134304--cemi-qartvelebis-reaqciam-gamaogna-incidenti-tbilisis-metrosi)

პირველი პრობლემა : ტექსტში მრავლად არის სინტაქსურ -მორფოლოგიური თუ ორთოგრაფიული შეცდომები : ( “ შაცკანიანი“ “ ჩავლენ-თქო “ უნდა იყოს ჩავლენ -მეთქი ან რომელი დავასახელოთ, ასეთი ამ “შედევრში “ ბევრია . ამას კიდევ უგულებელვყოფთ მიმტევებელი მკითხველები)

შემდეგ : ტექსტს გასდევს სიძულვილის პათოსი, აგრესია არა ერთი და ორი კაცის, არამედ რასის მიმართ . მაგალითად მოვიშველიოთ ფრაზები : “ კიღამ მოჭმუჭნა ამ საყურებიანმა ჩემი ფოტიაპარატი“ ან “ ამ საყურებიანმა ზანგმა გააგრძელა“ )

ამას გარდა უხეშად არღვევს ჟურნალისთტა ქცევის ნორმებს . ტერმინი ზანგი ჩანაცვლდებოდა ფერადკანიანით, ხოლო საყურეებიანი არის კლიშე, ერთგვარი “ ეპითეტი “ ძალიან ცუდი, მავნე ტიპებისთვის . “ საყურეებიანი ზანგი “ თავისთავად სიძულვილის, კონფრონტაციის გაღვივებისთვის ცალსახა მოწოდება .

ყველაზე უარსს ბოლოს ავლნს : . “ამ ქართველს ( რომელიც არ გამოექომაგა და, მეტიც, გაბედა და “ ჩამოთრეულებს “ დაუჭირა მხარი : “ ჩასვლისას ვუთხარი, მე რამე რომც შემშლოდა შენ ასე არ უნდა მოქცეულიყავი-მეთქი. ახლა საქმეში 22-2 წლის ქართველი გოგო ჩაერთო - კანონმდებლობით ადამიანის ასე გადაღება არ შეიძლებაო.ვაგონიდან გამოსვლისას იმ ჩემნაირ ქალბატონს ყურში ვუთხარი იქ მდგომი ქართველები რა ეპითეტსაც იმსახურებდნენ, იქვე მოვუბოდიშე ცუდი სიტყვისთვის. დამეთანხმა. ფოტოაპარატი მუშაობს, თან საყდრისის ბრძოლები აქვს გამოვლილი და ასე იოლად ვერ გამოვა წყობიდან. მე ისევ მწარე ღიმილი მაქვს სახეზე" - წერს ნინო მიქიაშვილი.“ - ჟურნალისტი არ ცნობს ან შეგნებულად არღვევს ეთიკის კოდექსს, ელემენტარული დეონტოლოგიის ნორმებს.

გარდა ამისა, ის ელოდება მხარდაჭერას ნაციონალურ ნიადაგზე, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და დაპირისპირებას. მართალიც რომ არ იყოს, მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან ქართველია.

მთელი ტექსტი ემსახურება უცხო ქვეყნის მოქალქეთა დემონიზაციას, მათ წარმოჩინებას ბარბაროსებად და უკუკავშირის სახით ვიღებთ ასევე დიდ აგრესიას, რომელის მაპროვოცირებელიც ქალბატონი მიქიაშვილია ( იხილეთ ისევ ლინკი, გაეცანით და დასკვნები თავად გამოიტანეთimage
) .


2
61
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
61
  
ნინო, ჯერ ერთი შენ გაიხარე, მეორეც - ნაღდად არ მიკვირს უკვე არაფერი! ადამიანურმა რასამ სუ გარეკა!
0 1 2