x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
თუ გიყვართ საზამთრო შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!
image


საზამთრო ერთი ან მრავალწლოვანი მცენარეა გოგროვანთა ოჯახიდან. ნაყოფი გოგრის ფორმის, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრულია. კანი შეიძლება მოხატული იყოს ზოლებით ან ლაქებით. ქერქი საკმაოდ სქელია, მისი შიგთავსი კი რბილი. რბილობი ძირითადად ვარდისფერია, თუმცა სელექციონერების მიერ გამოყვანილ საზამთროს ხშირად წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელი შიგთავსი აქვს. საზამთროს ისტორია ჩვენს წელთაღრიცვხამდე XX საუკუნეში იწყება. ძველი აფრიკული ტომების ჩანაწერებში, აღმოჩენილ იქნა ჩანაწერები, სადაც ეს ხილია ნახსენები. ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში აღმოაჩინეს საზამთრო. ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა, რომ მიცვალებულს იმ ქვეყნად წასვლისას საგზალად აუცილებლად უნდა წაეღო საზამთრო.



image

შემადგენლობა და სამკურნალო დანიშნულება:
100 გრამი საზამთრო 25 კილო კალორიას შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის საჭირო, საკმარისი რაოდენობის ვიტამინები : A, B1, B2, B6, B9, C, E, H და PP. ასევე შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორსა და ნატრიუმს. მისი მიღება სასარგებლო დიაბეტით დაავდებული პაციენტებისთვის. მას აქვს ძლიერი ნაღვლმდენი და შარდმდენი თვისებები, ამიტომა გამოიყენება შარდის ბუშტისა და ნაღველის გასაწმენადად. საზამთრო ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. იგი ამცილებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს იმუნიტეტს.

image

საზამთროს მიღებისას შესაძლო უკუჩვენება:
თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ საზამთრო დიდი რაოდენობით ნიტრატებს შთანთქავს. მისი დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ასევე მისი ჭარბი რაოდენობიტ მიღება ეკრძალებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რადგან საზამთრო შაქარს შეიცავს. თირკმელებში კენჭის არსებობის შემთხვევაშიც, მოერიდეთ მის მიღებას, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზამთროს შარდმდენი თვისებები აქვს, რამაც შესაძლოა კენჭი დაძრას.


საზამთროს დიეტა:
საზამთრო დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს, რაც გარკვეული დროის განმავლობაში ჭამის სურვილს გიქრობთ. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ხანს გასტანს და შემდეგ ისევ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა. ამიტომ, ნუ იქნებით მხოლოდ საზამთროს დიეტაზე. უბრალოდ ჩართეთ ის თქვენს კვების რაციონში, როგორც წონაში კლებისთვის დამხმარე პროდუქტი.

ყველა დიასახლისს სურს საზამთრო ლამაზად დაჭრას და ისე მიიტანოს სუფრაზე. ვიდეოში თქვენ ნახავთ მარტივ ხერებს, თუ როგორ შეგიძლიათ საზამთროს მადიაღმძვრელად გაფორმება.





image





ეს საინტერესოა:



''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები



10 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ და არ გასუქდებით!



ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში !



რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი?



ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი!

0
11789
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
11789
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0