x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71202
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
რითი მგზავრობენ ძლიერნი ამ ქვეყნისანი

"ქვეყნის პრესტიჟს რაკეტები, ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობა და პრეზიდენტის ლიმუზინი განსაზღვრავს" – ამ სიტყვებს ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის უმცროს ძმას მიაწერენ. ვნახოთ რა მანქანებით სარგებლობენ ჩვენი დროის ლიდერები.


მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი


image


დიდი ბრიტანეთის ორი მთავარი პერსონა უპირატესობას საკუთარი ქვეყნის წარმოების ავტომობილებს ანიჭებენ. ბრიტანეთის დედოფალი ოფიციალურ ცერემონიებს Bentley State Limousine –ით ეწვევა. მანქანა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი ღირს. მისი უდიდებულესობისთვის მწარმოებელმა კორექტივები შეიტანა ავტომობილში, საბაზო ვერსიისგან განსხვავებით უკანა კარი 90 გრადუსით იღება და უკანა მხარეც უფრო ამაღლებულია, რაც დედოფალს საშუალებას აძლევს ავტომანქანიდან წელგამართული გამოვიდეს.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის, იგი Jaguar XJ Sentinel –ით სარგებლობს. ავტომანქანა ბრონირებულია და შეუძლია გაუძლოს 15 კგ ტროტილის ეკვივალენტი ძალის სიმძლავრის აფეთქებას.


დონალდ ტრამპი


image


სპეციალურად დონალდისთვის დამზადებული Cadillac Beast-2 აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. მანქანის წინა ნაწილში იმალება ბომბები ცრემლსადენი გაზით, გაგლეჯილი საბურავებითაც შეუძლია მოძრაობა.

მანქანის ძირი უძლებს ანტისატანკო ნაღმის აფეთქებას, მინები 44 კალიბრის პისტოლეტის გასროლას, მანქანის უკანა კარები 20 სანტიმეტრის ბრონისაა. პრეზიდენტის სავარძელს ალუმინის, ტიტანის, ფოლადის და კერამიკის შენადნობისაგან დამზადებული ფირფიტა იცავს.


სი ძიაოპინი


image


ჩინეთის ლიდერი HongQi HQE L9 – ით გადაადგილდება. ამ მანქანაში უკან მხოლოდ ერთი დიდი სავარძელია, სახურავი იხსნება და ძიაოპინს შეუძლია ფეხზე ამდგარი მიესალმოს ხალხს, აგრეთვე მანქანიდან გადმოუსვლელად წარმოთქვას მისასალმებელი სიტყვა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მანქანის ყიდვა ყველა მსურველს შეუძლია.


ვლადიმერ პუტინი


image


ამჟამად რუსეთის პრეზიდენტი Mercedes-Benz S600 Guard Pullman – ით მოძრაობს, მაგრამ მომავალი წლიდან მას რუსული წარმოების ავტომობილი ჩაანაცვლებს. ახალი მანქანა სავარაუდოდ სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. წელიწადში 1000 ცალის წარმოება იგეგმება.


ანგელა მერკელი


image


რთული არჩევანიდან ანგელამ უპირატესობა "აუდის" არგო. იგი Audi A8L – ით სარგებლობს. მანქანას 6 ლიტრი მოცულობის 450 ცხენისძალიანი ძრავა აქვს.


0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0