x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რაფაელო მარწყვით - ნამდვილი საოცრება

image
ეს უგემრიელესი ნუგბარი - "რაფაელო" მზადდება ძალიან სწრაფად და სულ იოლად. მთავარი კი ისაა, რომ საოცრად გემრიელი, ნაზი და ლამაზი დესერტია, რომელშიც თანაბრადაა შერწყმული სიტკბო და მარწყვის საამო არომატი.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრ. მშრალი ნამცხვარი - "პეჩენია";

90 გრ.ნაღების კარაქი;

150 გრ. ხაჭო;

150 გრ. მარწყვი;

20 გრ. ქოქოსის ფანტელი;

2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი;

მომზადება:

დავტეხოთ "პეჩენია" წვრილად და ჩავყაროთ ბლენდერში. ვაქციოთ ის წვრილ ნატეხებად, ოღონდ არა ფქვილად. მოვათავსოთ ის ჯამში.

ნაღების კარაქი გავადნოთ და დავასხათ ზემოდან დაფხვნილ პეჩენიას. კარგად ავურიოთ.

ცალკე ჯამში ავსრისოთ ხაჭო და შაქრის პუდრი. კარგად მოვზილოთ, სასურველია ხელით. შევურიოთ დაფშვნილ პეჩენიას.

ახალი, მკვრივი, მთლიანი მარწყვები გავარჩიოთ და გავრეცხოთ.

ცომს მოვაწყვიტოთ პაწაწუნა გუნდა, დაახლოებით მომცრო კაკლის ტოლი, გავაბრტყელოთ ბლინივით, ბლინის შუაში დავდოთ მარწყვის მარცვალი.

აკურატულად შემოვახვიოთ ცომი მარწყვს და დავამრგვალოთ ბურთივით.

ასეთი ხერხით გავაკეთოთ დანარჩენიც, სანამ ყველა არ გაკეთდება. ცომი ხელს არ ეკრობა და ძალიან სასიამოვნო სამუშაოა.

დამზადებული ბურთულები სათითაოდ ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში, დავალაგოთ სინზე და 20 წუთით შევდოთ მაცივარში.

გამზადებული ბურთულები გავაფორმოთ სურვილისამებრ ლამაზად და მივიტანოთ მაგიდასთან. შეგვიძლია რამდენიმე გავჭრათ, რადგან გაჭრილი ძალიან ლამაზად გამოიყურება.

გემრიელად მიირთვით!image





რატომ გვაქვს გაბერილი მუცელი და როგორ მოვიშოროთ ის უსწრაფესად (იკლებთ ძილშიც)

უგემრიელესი შოკოლადის ტორტი (რეცეპტი, რომელიც არ გიმტყუნებთ)

რა საშინელ ზემოქმედებას ახდენს პური ჩვენს ორგანიზმზე და რომელ მათგანზე შევაჩეროთ არჩევანი

5 უგემრიელესი დაბალკალორიული დესერტი, რომელიც პირში დნება და ზაფხულს გაგიხალისებთ


მოაშორეთ ბუზები თქვენს სახლს სამუდამოდ - უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი









0
130
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
130