x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სილამაზის ეფექტის ახსნა

image


ვინ მიიჩნევა მიმზიდველად? ცნობილი ფაქტია, რომ კულტურა გავლენას ახდენს ფიზიკური სილამაზის სტანდარტებზე. არ არსებობს უნივერსალური ნორმები იმასთან დაკავშირებით, მიმზიდველია თუ პირიქით „განმზიდველი“ სხეულის ნაწილების პირსინგი (გახვრეტა), ტანსაცმლის ტარება, რომელიც ზედმეტად ფარავს ან აჩენს სხეულს, თმის შეღებვა ან გადაპარსვა, სასიამოვნოდ შევსებულობა ან მოდური სიგამხდრე. მოდის ტენდენციები იცვლება და განსხვავებულია მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, უნდა არსებობდეს გარკვეული ნიშნები, მახასიათებლები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული სილამაზესთან. ადამიანების შეფასებე

ბი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ფიზიკურად მიმზიდველი და ვინ არა, როგორც წესი, ერთმანეთს ემთხვევა. შეთანხმებულობა, დამთხვევა მაღალია, როგორც ბავშვების, ისე - ზრდასრულთა შეფასებაში. გარდა ამისა, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს მოს

წონთ, იციან, რომ ლამაზები და მომხიბვლელები არიან.



სილამაზის ეფექტის ახსნა. როგორც ჩანს, არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, რომ ფიზიკურ მიზიდულობასა და მოწონებას შორის კავშირი მყარდება. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ როდესაც ახალ ადამიანებს ვხვდებით, უფრო მეტად ფიზიკურად მიმზიდველ ინდივიდებს ვაქცევთ ყურადღებას, განსაკუთრებით ქალებს, ვიდრე ნაკლებად მიმზიდველებს. სტერეოტიპი, რომ ლამაზი ადამიანები სხვა დადებითი თვისებებითაც არიან დაჯილდოებული, აძლიერებს ჩვენს სიმპათიას მათ მიმართ.


ევოლუციური თეორია განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს. ფიზიკური მიმზიდველობა შესაძლოა კარგი ჯანმრთელობისა და რეპროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლამაზი სახე „კარგი გენების“ ნიშანია. მიმზიდველი ადამიანებისადმი სიმპათიის წარმოშობის კიდევ ერთი მიზეზი „სილამაზით დასხივების“ ეფექტია. ადამიანები სარგებელს პოულობენ იმაში, რომ მათ ხედავენ ხოლმე განსაკუთრებით მიმზიდველი ადამიანის გვერდით, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გააუმჯობესებს მათ საჯარო იმიჯს. მაიკლ კერნისი და რედ უილდერი ვარაუდობდნენ, რომ „სილამაზით დასხივების“ ეფექტი ჩნდება მაშინ, როდესაც მიმზიდველი ადამიანი შესაფასებელი ადამიანის მეგობრად აღიქმება და არა როგორც უცაბედად იქვე აღმოჩენილი უცნობი.



0
128
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0