x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური და ეფექტური მეთოდებით
image

კოღოები ნამდვილადაა ზაფხულის თავსატეხი. არც სახლში გვასვენებენ და არც ბუნებაში, თუმცა ქიმიური საშუალებების ყიდვამდე ნამდვილად გირჩევთ ეს ხალხური მეთოდები სინჯოთ მათთან საბრძოლველად.


1.კოღოებს არ უყვართ ჰერანის, პომიდორის და ბაზილიკის სუნი. თუ რომელიმე ეს მცენარე ქოთანში გაქვთ, უბრალოდ დადგით ფანჯრის რაფაზე.


2.ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 1 ს.კ. ვანილი და წაისვით სხეულის ღია ადგილებზე. შეგიძლიათ ცოტა ვანილინი საბავშვო კრემში გაურიოთ და წაისვათ.ერთი კოღოც კი არ მოგეკარებათ.

3.კარგია აბზინდის ფესვების ნახარშიც. ფესვები შეგიძლიათ მწვანე აფთიაქში მოიკითხოთ. აიღეთ სავსე მუჭა და დაასხით 1ლ. წყალი. აადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და რამდენიმე საათით გააჩერეთ. წაისვით სხეულის ღიია ადგილებზე, შეგიძლიათ სამოსსაც მიასხუროთ.

4.დააწვეთეთ ღრუბელზე ვალერიანი და თქვენს ახლოს დადეთ. კოღოები აღარ შეგაწუხებენ.

0
363
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0