x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ჩამოვაყალიბოთ სასურველი ქცევა

image
გამოყენებითი ქცევის ანალიზის სფეროში, სადაც არასასურველი ქცევის შეცვლა, ანუ სასურველი ქცევის ჩამოყალიბება იგეგმება, გამოიყენება განმამტკიცებელთა კლასიფიკაციისთვის შინაარსობრივი კრიტერიუმი. ეს არის განმამტკიცებლების მატერიალური და სოციალური ფორმები, აქტივობები და ქცევები, აგრეთვე - დაფარული და ინფორმაციული განმამტკიცებლები.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.


მატერიალური განმტკიცება - გულისხმობს ნებისმიერ საგანს, ნივთს, რომელსაც შეუძლია ქცევის ალბათობის გაზრდა. ეს შეიძლება იყოს, როგორც საკვები (მაგ. შოკოლადი, კანფეტი), ისე - ნებისმიერი მიმზიდველი ნივთი. მატერიალური განმამტკიცებლების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებთან. მათი გამოყენება მძიმე გონებრივი ჩამორჩენის შემთხვევაშიც ეფექტურია. ამ დროს სასურველ საკვებ საშუალებებს მეტყველების, შრომის და სოციალურ სფეროში მძიმე ჩამორჩენის მდგომარეობის გამოსასწორებლად იყენებენ. მატერიალური განმამტკეცებლების გამოყენებას ჰყავს ოპონენტები, რომელთა აზრითაც მატერიალური განმტკიცება იწვევს ექსტრინსიულ მოტივაციას, ანუ, სასურველი ქცევა მხოლოდ დადებითი, სასიამოვნო განცდების გამომწვევი შედეგის მიღების სურვილით ხორციელდება. საქმე ისაა, რომ მატერიალური განმატკიცებლების გამოყენება მხოლოდ პროცესის დასაწყისშია გამართლებული. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ინტრინსიული, ანუ შინაარსზე, მიზანზე ორიენტირებული მოტივაცია მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როდესაც დადებითი გამოცდილება – ანუ წარმატება სასურველ ქცევას დაუკავშირდება. ეს უკანასკნელი (დაკავშირება) მოხდება მაშინ, თუ სასურველ მოქმედებას წინ უძღვის მიზანი, რომლის მიღწევაც მატერიალური განმამტკიცებლით არის შესაძლებელი.მატერიალური განმამტკიცებლის გამოყენების საწინააღმდეგო კრიტიკა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ქცევის შეცვლის პროცესში მისი გამოყენება ძალიან დიდხანს გაგრძელდება და მას “ბუნებრივი”, მაგ. სოციალური, გამღიზიანებელი დროზე არ შეცვლის.


სოციალურ განმამტკიცებლები - განმტკიცების ყველა საშუალებებს შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა სოციალურ განმამტკიცებლებს გააჩნია. სოციალური განმამტკიცებლები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და სხვადასხვა ფორმით ვლინდებიან. განმამტკიცებელი შეიძლება იყოს მაგ. ვერბალური: შექება, აღიარება; ტაქტილური - მოფერება; ვიზუალური - გაღიმება. შექება უნდა გამოკვეთდეს ქცევას (“რა კარგად მოიფიქრე ამის გაკეთება”) და არა პიროვნებას (“შენ გენიოსი ხარ!”). სოციალური განმამტკიცებლების გამოყენებას ქცევის მიზანმიმართული მოდიფიკაციის პირობებში ბევრი უპირატესობა აქვს. ამ დროს არა მხოლოდ განმტკიცებული ქცევის ალბათობა იზრდება, არამედ იგი დადებითად მოქმედებს თვითშეფასებაზეც. გარდა ამისა, სოციალურ განმტკიცებლები, როგორც გენერალიზირებული განმამტკიცებლები, დიდხანს მოქმედებენ.

აქტივობა, როგორც განმამტკიცებელი - ამ სახის განმამტკიცებლად ითვლება სასიამოვნო განცდების გამომწვევი აქტიობები. პრემაკმა (1959) წამოაყენა წინადადება, რომ პიროვნების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე უნდა გამოვლინდეს და შეირჩეს თვით პიროვნების მიერ ხშირად განხორციელებული ქცევები და ეს მაღალი ალბათობის რეაქციები გამიზნულად იქნას, დაბალი ალბათობით განხორციელებული ქცევების განმამტკიცებლებად გამოყენებული. ამ წესის ილუსტრაციაა მშობლების მიერ ხშირად გამოყენებული ხერხი, როდესაც ბავშვებს სთავაზობენ ჯერ გაკვეთილის მომზადებას და მხოლოდ ამის შემდეგ ველოსიპედით ეზოში ჩასვლას.

დაფარული განმამტკიცებლები - ისინი აშკარად, თვალსაჩინოდ არ ვლინდებიან, რამდენადაც თვით მოქმედების პროცესი შეიძლება იყოს ამ დროს სუბიექტისთვის სასიამოვნო ან შემდგომში სიამოვნების მომტანი. ამ შემთხვევაში განმტკიცება მდგომარეობს წარმატების სისტემატურ ან შემთხვევით დამთხვევაში გარკვეული მოვლენასთან, მაგალითად რთულ სააზროვნო ამოცანის გადაწყვეტასთან.

ინფორმაციული განმამტკიცებლები - წარმოდგენილი სახის განმამტკიცებლები სუბიექტს უკუკავშირით აგებინებინ მიზნის მიღწევის შესახებ. მაგალითად, როდესაც მორბენლები თავისი სისწრაფის შესახებ ინფორმაციას ტაქსომეტრით იღებენ.




0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0