x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იმკურნალეთ წყლით წესების ზუსტი დაცვით იმისათვის, რომ გქონდეთ იდეალური სხეული და მოიგვაროთ ჯანმრთელობის სხვა მრავალი პრობლემა
imageმრავალი კვლევის თანახმად, სხვადასხვა აქტივობებისათვის, დღის საუკეთესო პერიოდად დილა აღიარეს. სწორედ, ადრეული დილაა ''ოქროს საათი'' ვარჯიშისთვის, ლოცვისთვის, მედიტაციისთვის და ა.შ. იაპონელები გვირჩევენ, რომ ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი ჯანსაღი ჩვევა, "წყლის თერაპია" დავამატოთ.

იაპონური ტრადიციული მედიცინა რეკომენდაციას უწევს წყალს, როგორც ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პირობას. მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზმი შედგება 60-70% წყალისაგან, ხოლო მისი რაოდენობის შემცირებისას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს.

წყლის თერაპია ხელს უწყობს სხეულის იდეალური ფორმების შენარჩუნებას და გეხმარებათ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მოგვარებაში. წყალი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა:

თავის ტკივილი
გულის პრობლემები
ართრიტი
ტაქიკარდია
ეპილეფსია
ჭარბი წონა
ბრონქული ასთმა
მენინგიტი
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები
ღებინება
გასტრიტი
დიარეა
ჰემოროი (ბუასილი)
დიაბეტი
ყაბზობა
თვალის დაავადებები
მენსტრუალური დარღვევები
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

გთავაზობთ, წყლის თერაპიის ჩატარების საფეხურებს, რის მიხედვითაც შეძლებთ სწორად იმკურნალოთ წყლით. (თუ თირკმლის პრობლემა, ან რომელიმე მძიმე დაავადება გაწუხებთ, პროცედურის დაწყებამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისთვის).


1. დილით, უზმოზე მიიღეთ 4 x 160მლ (22 უნცია) ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის და არა ცივი).
(1 უნცია=28, 34952 გ)

2. როდესაც დაასრულებთ წყლის დალევას, შეგიძლიათ გაიხეხოთ კბილები, რის შემდეგაც 45 წუთის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ არანაირი საკვები, ან სასმელი.

3. 45 წუთის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ მიირთვათ ჩვეულებისამებრ.

4. ყოველი კვების შემდეგ, 2 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ ნებისმიერი საკვების, დესერტის, ან სასმელის მიღებისაგან.

5. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ და ხანდაზმულებს, ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, აღნიშნული თერაპიის დაწყება შეუძლიათ წყლის მცირე დოზებით.

image




რატომ უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ იაპონელების რჩევა?

ცნობილია, რომ იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
იაპონური წყლის თერაპია, მსგავსია აიურვედას (ინდური მედიცინის ტრადიციული სისტემა, ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი სახესხვაობა. აიურვედა სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც "სიცოცხლის ცოდნა") წყლის თერაპიისა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს.
იაპონური წყლის თერაპია ძალიან პოპულარულია, არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

image


გაფრთხილება:
არასოდეს გადააჭარბოთ წყლის რეკომენდირებულ რაოდენობას, რადგან მოკლე დროში, სასმელი წყლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა ე.წ "წყლით მოწამვლა" გამოიწვიოს. ამ დროს, ორგანიზმში წარმოიქმნება დისბალანსი, რაც ისეთივე საშიშია, როგორც გაუწყლოება. წყალზე მოთხოვნილების გაზრდა შესაძლოა გამოიწვიოს ვარჯიშმა, კლიმატურმა პირობებმა და ა.შ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ასევე დაგაინტერესებთ:


უარი თქვით აბებზე და მიიღეთ ლიმონიანი წყალი, თუ ამ 13 პრობლემიდან რომელიმე გაწუხებთ

image





2
146
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
146
  
2017, 6 ივლისი, 13:13
მართალია, ნამდვილად სწორი და კარგი რჩევაა
2017, 6 ივლისი, 3:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2