x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოიშორეთ სამუდამოდ კოღო, ტარაკანა და ჭიანჭველა სახლიდან! ცდად ნამდვილად ღირს
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და მღრღნელები და მწერები თითქმის არ არსებობენ, არის ოჯახები, სადაც გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო მაინც ვხვდებით ე.წ. ტარაკნებს, კოღოსა და ჭიანჭველას- ამაზრზენ არსებებს, რომლებიც დარბიან სამზარეულოში, საპირფარეშოსა და საძინებელში და რაც ყველაზე უარესია, აქვთ უნარი საკვების მიღების გარეშე თვეები გაძლონ. მათ მოსაშორებლად მხოლოდ ქიმიური ფხვნილი თუ აეროზოლი არსებობს, რომელიც ასევე მავნებელია თქვენი შინაური ცხოველბისა და ბავშვებისათვის, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მინდა მარტივი მეთოდი გასწავლოთ თუ როგორ მოვიშოროთ ისინი სახლიდან ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, რომელიც თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის.



1. მოაშორეთ სახლიდან ტარაკნები მარტივი ბუნებრივი საშუალებებით. ამისათვის დაგჭირდებათ 1 თავი ხახვი და საკვები სოდა- "ნატრიუმის ბიკარბონატი" 1 ჩ.კ. დაჭერით ხახვი წვრილად და აურიეთ 1 ჩაის კოვზ სოდაში, მიღებული მასა კი წაუსვით იქ, სადაც ბუდობენ ტარაკნები. თუ ერთი ცდით არ გაქრნენ ისინი თქვენი სახლიდან, გაიმეორეთ მეორედ.image



2. ჭიანჭველების სახლიდან მოსაშორებლად დაგეხმარებათ სიმინდის ფქვილი. დაყარეთ ის სადაც მათი ბუდეა, შედეგად ისინი შეჭამენ და 1-2 კვირის განმავლობაში საერთოდ გაქრებიან.image



3. აბეზარი და მკბენარა კოღოების მოსაშორებლად კი დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ლავანდის, პიტნის ან ევკალიპტის 3 წვეთი. ჭურჭლის სარეცხ სუფთა ღრუბელზე დააწვეთეთ ჩამოთვლილი მცენარეებიდან რომელიმეს 3 წვეთი, ჩადეთ ქილაში და 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურული. შემდეგ კი ახადეთ თავი ქილას და მოცემული სურნელი კოღოს კვალსაც აღარ დატოვებს. ეს მეთოდი მართლაც ეფექტური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოა თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.image





იხილეთ აგრეთვე:


როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები?

რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა



8
25251
21-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
25251
  
2017, 5 ივლისი, 18:31
კარგი, მოვიცდით :)
2017, 5 ივლისი, 18:16
რამდენიმე დღე ვერ მოვახერხებ ანაკლიაში ვარ. :(
2017, 5 ივლისი, 17:59
წარმატებები და შედეგი გაგვიმხილე. ;)
2017, 5 ივლისი, 17:46
გაიხარე მაკა, საინტერესოა და ავტოფარეხში ტარაკნებზე გამოვცდი. :)
2017, 5 ივლისი, 17:38
:D :D
2017, 5 ივლისი, 17:38
გაიხარეთ.
2017, 5 ივლისი, 16:52
საინტერესო სტატიაა:)),მაგრამ პირველი მეთოდი თუ გავაკეთე მეც მომიწევს სახლიდან "გაქრობა" :D ჯობია დარჩნენ ტარაკნები :D
2017, 5 ივლისი, 16:35
საჭირო რჩევებია ნამდვილად!
0 1 8