x
მეტი
  • 25.11.2017
  • სტატია:71269
  • ვიდეო:324360
  • სურათი:426410
მარადონამ ინტერვიუს ასაღებად მისულ რუს ჟურნალისტს გაუპატიურება დაუპირა?

imageფოტოზე:ეკატერინა ნადოლსკაია(მარცხნივ) და დიეგო მარადონა(ფოტო სოციალური ქსელიდან)


ახალგაზრდა ჟურნალისტმა პოლიციაში განცხადება შეიტანა.


ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა რუსეთში კონფედერაციის თასის ფინალურ მატჩს დაესწრო და კარგადაც გაატარა დრო, ჯერ მოსკოვში, მერე კი სანკტ-პეტერბურგში გადაინაცვლა.


მარადონამ პეტერბურგში ჰოკეის აკადემია მოინახულა და რუსეთის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ყინულზეც გავიდა, თუმცა ციგურების გარეშე და შაიბას ფეხიც გაჰკრა.


შემდეგ კი ჩაიცვა ცივილური კოსტუმი, დაეწრო სტადიონზე ფინალურ თამაშს და გერმანელებიც დააჯილდოვა, რომლებმაც ფინალში ჩილეს ნაკრებს სძლიეს.


გვიან ღამით 4 ივლისს მარადონა და მასთან მხლები პირები(მათ შორის რონადლოც იყო) ერთ-ერთ სასტუმროში გაემგზავრა, მასთან კი ინტერვიუს ასაღებად მივიდა ახალგაზრდა ჟურნალისტი ეკატერინა ნადოლსკაია, რომელიც კონფედერაციის თასის ფინალს აშუქებდა....მეორე დილით კი ეკატერინამ პოლიციას მიაკითხა განცხადებით.


როგორც ჟურნალისტმა განაცხადა მარადონა დათანხმდა ჟურნალისტთან ინტერვიუზე ღამის 3 საათზე საკუთარ ნომერში...გოგონამ ფეხბურთის ლეგენდასთან ფოტოები გადაიღო, შემდეგ ინტერვიუ უნდა ჩაეწერა, თუმცა "ოქროს ბიჭი" სულ სხვაგვარად მოიქცა, გოგონა ძიძგილაობა დაუწყო და კაბაც გააძრო, თუმცა ეკატერინემ მოახერხა დასხლტომა და საცვლების ამარა ჰოლში გასვლა, სადაც სამი საათი დაჰყო, შემდეგ კი როგორც იქნა კაბა გამოუტანეს.


-მისი ერთ-ერთი თანაშემწე მოვიდა, სახეში 500 დოლარი შემომაყარა, შემდეგ სამი მცველი მოვიდა და გარეთ გამოაგდეს, საკუთარი ნივთების აღებაც არ მაცალეს-იხსენებს ეკატერინე.


სხვაგვარად ყვებიან ამბავს ფეხბურთელის გარემოცვა, მათი განცხადებით გოგონა თვითონ შეუვარდა ნომერში მარადონას და იქ სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო, ეს არ მოეწონა დიეგოს და გოგო ნომრიდან გააგდოო.


პოლიციამ ჟურნალისტი მხოლოდ დილის 8 საათზე წაიყვანა.

ეკატერინე აპირებს ბოლომდე მიიყვანოს საქმე და სათანადოდ დასაჯოს თავხედი არგენტინელი.აგრეთვე ითხოვს დაუბრუნონ ცალი ფეხსაცმელი და საკრედიტო ბარათები, რომლებიც ნომერში დარჩა

image

საგამომძიებლო კომიტეტმა ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ეკატერინეს ჩაუტარდება ექსპერტიზა.აგრეთვე დაჰკითხავენ იმ ღამინდელ მოწმეებს, როგორც მარადონას და მის გარემოცვას, აგრეთვე სასტუმროს პერსონალს და დაცვას.





1
800
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
800
  
5 ივლისი, 10:19
ჟურნალისტის ავანტიურა მგონია....
0 1 1