x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კოკო შანელის ისტორია
imageგაბრიელ ბონჰერ შანელი (Gabrielle Bonheur Chanel) 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა.
20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას „ვის უნახავს კოკო”, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.

imageმალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს 27 წლის შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე წარწერით „შანელის მოდები“ .სწორედ აქედან იწყება ფრანგული ბრენდის შანელის (Chanel) ისტორია . ქუდები იყო იმდენად ლამაზი და დახვეწილი, რომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და სულ რაღაც 3 წელში 1913 წელს შანელმა მოახერხა მეორე მაღაზიის გახსნა დოვილში. მაგრამ შანელი ოცნებობდა ტანსაცმლის
მოდელების შექმნაზე. იმ დროისთვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა. კანონი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკანონო კონკურენციისთვის. მიუხედავად ამისა კოკომ მოახერხა გამოსავლის მოძებნა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.
imageმოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. მიზანმიმართული ახალგაზრდა მკაცრ და შეუდარებელ კოსტუმებს ქმნიდა. კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც ქალები მოუხერხებელი, მოტკეცილი კორსეტებისგან გაათავისუფლა, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას.

image1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების (little black dress) პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. სეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში. უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები.

imageimage920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.
image1924 წელს შანელის პარტნიორი იყო პიერ ვარტეიმერი (70% იანი წილის მფლობელი კომპანიაში). კოკო შანელი იყო მხოლოდ 10% წილის მფლობელი, ხოლო 20% წილი ეკუთვნოდა მის მეგობარ ქალს ბადერს.ვარტეიმერის შთამომავლები ამჟამადაც არიან კომპანიის მმართველები, ძმები alain და gerard wertheimer -ები უდგანან სათავეში შანელის ინდუსტრიას.
მოგვიანებით, 30–იან წლებში მსოფლიოში ცნობილი კრიზისის გამო ბიზნესის აქტივები დაეცა. ამიტომ 1939 წელს შანელმა დაითხოვა თანამშრომლები და დროებით შეაჩერა კომპანიისსაქმიანობა.
imageმეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1954 წელს 70 წელს მიტანებულმა კოკო შანელმა გადაწყვიტა მოდის სამყაროში დაბრუნება და გახსნა ახალი ბუტიკი Rue Cambon, რომლის საშუალებითაც ძალიან მალე მან დაიბრუნა თავისი სახელი.
imageუკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში გულის შეტევისგან გარდაიცვალა.
imageimage


ამჟამად კომპანიას ხელმძღვანელობს კარლ ლაგერფელდი, შანელის
სტილის ღირსეული გამგრძელებელი. აღსანიშნავია, რომ მას და კოკოს საოცრად მსგავსი წარსული აქვთ. ახალგაზრდობაში ორივე მომღერალი იყო, ორივე მსგავსი, დახვეწილი გემოვნების პატრონი.
imageშანელის ცნობილი ლოგოტიპი პირველად ფართო საზოგადოებამ იხილა1925 წელს შანელის სუნამოს პრეზენტაციაზე. ლოგოტიპის შექმნის ორი ვერსია არსებობს: ერთნი ამტკიცებენ, რომ ორი

გადაჯვარედინებული რკალი არისწარმატების და იღბალის სიმბოლო, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ეს არის ფრანგულის მოდის სახლის დამაარსებლის, კოკო შანელის ინიციალები.
imageimageყველაზე ძვირადღირებული და ელეგანტური მოდური სახლის დამფუძვნებელის კოკო შანელის, სახელის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მოდის ისტორია. Chanel – არა მარტო სუნამო და ტანისამოსია. ეს არის სტილი, რომელიც შექმნა ამ ლეგენდარულმა ქალბატონმა.

imageკოკო შანელი "მოდია მეამბხოხე"- რეალური, სიცოცხლით სავსე ქალი, თუმცა ყოველთვის იდუმალი და უცნაური. საკუთარ თავზე მუდამ ქმნიდა მითებს, რომელთა საიდუმლო ცხოვრების ბოლომდე არ გაუხსნია. მისი საყვარელი გამონათქვამები:

image

-მე მომწონს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა _ შემოდის ქუჩიდან.
-იმისათვის რომ იყო შეუცვლელი, საკუთარი თავი ხშირად უნდა ცვალო.

-თქვენი სახე ოცი წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული.

- სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.

-მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.

-დიდება ეს არის მარტოობა.

-ყოველი ქალბატონი კონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს.


imageკოკო შანელზე გადაღებულია ფილმი "Coco Before Chanel", რომელშიც ცნობილი ფრანგი მსახიობი audrey tautou მონაწილებოს.






7
3075
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
3075
  
2012, 21 ივნისი, 11:10
დზააააააააააან კარგიააა
2012, 15 ივნისი, 13:30
მომეწონა :)
2012, 14 ივნისი, 17:52
+1 კარგია:))
2012, 14 ივნისი, 16:07
+1 კაი სტატიაა
შანელის სუნამოები მევასება ...
2012, 14 ივნისი, 15:32
მაგარი ქალი იყოო +1
2012, 14 ივნისი, 15:00
მადლობა შეფასებისთვის
2012, 14 ივნისი, 14:59
სტატია კარგია მე ვიცი ეს წაკითხული მაქვს..
შრომისთვის +1
0 1 7