რჩევები ბიუსტჰალტერის შესაძლებლობები,რომელიც ბევრმა არ იცის 2017, 4 ივლისი, 13:34 ბიუსტჰალტერი ნებისმიერი ქალის გარდერობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ეს რჩევები კი ნამდვილად არ იცის ნებისმიერმა:
თუ ბიუსტჰალტერი გძვრებათ უბრეტელო ბიუსტჰალტერი ხშირად დაბლა გვეჩაჩება და თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. დაამაგრეთ ბრეტელი უკან, გამოატარეთ მკერდის ქვეშ, ისე, რომ ბიუსტჰალტერის ქვედა ნაწილზე ზემოდან გადაატაროთ და დაამაგრეთ ისევ უკან, მეორე მხარეს. ახლა ბიუსტჰალტერი ადგილზე დარჩება. იდეალური ფუშ-აფ-ის საიდუმლო ფორმები, რომლებიც მკერდზე ეწებება უნდა დაიკრათ დიაგონალურად და არა ჰორიზონტალურად, ანუ მკერდის ქვემოთ და გვერდზე უნდა დააფიქსიროთ. თუ ბრეტელი კანს გიხეხავთ ამ დროს შეგიძლიათ სილიკონის ფორმა გამოიყენოთ, მაგრამ ზოგადად ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბიუსტჰალტერი გაიწელა და მთელი დატვირთვა ბრეტელებზე მოდის, ამიტომ გირჩევთ ახალი ბიუსტჰალტერი შეიძინოთ. თუ კაბა უბრეტელოა აიღეთ ბიუსტჰალტერი, მოაჭერით მხოლოდ წინა ნაწილი და მიაკერეთ კაბას. დაარეგულირეთ ბრეტელი ბრეტელის სიგრძის იდეალური ვარიანტია როცა მხარზე, ბრეტელის ქვეშ ორი, ერთმანეთზე გადადებული თითი თავსდება. მკერდის აწევა თუ ბიუსტჰალტერმა ფორმა დაკარგა, უბრალოდ გადააჯვარედინეთ ბრეტელები ზურგზე. როგორ შევინახოთ ბიუსტჰალტერი ყველაზე კარგი ვარიანტია უბრალოდ გადაკიდოთ საკიდზე.ასე ბიუსტჰალტერი ფორმას არ დაკარგავს. 909 2-ს მოსწონს 1-ს არა
|