x
image
ვიზა კოხაძე
თურქების მიერ " საუკუნის მოვლენად" წოდებული ბურაქ ოზჩივიტი დაქორწინდა ( + ბევრი ფოტო )

imageსამწლიანი სიყვარულის, დაშორების, შერიგების, ათასგვარი ინტრიგების შემდეგ თურქული სერიალების გმირი და თურქეთის სექს - სიმბოლოდ წოდებული ბურაქ ოზჩივითი ულამაზეს და უმშვენიერეს კოლეგაზე ფახრიე ევჯენზე დაქორწინდა.როგორც ყვითელი პრესა წერდა, წყვილს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ გასულ წელს ცნობილმა რუსმა "პროვოკატორმა" ფლეიბოის მოდელმა ვიქტორია ბონიამ სიმპათიები და ვნებიანი გრნობები ვერ დაფარა ბურაქის მიმართ და სოციალურ ქსელში მას ათასგვარ სასიყვარულო კომენტარებს უწერდა, რაც ფახრიე ევჯენის წყობილებიდან გამოყვანის მიზეზიც და საბაბიც გახდა.imageimageimageimageშეყვარებულმა გოგონამ სერიოზულად იეჭვიანა და არც აპატია ბურაქს. ისინი რამდენიმე თვით კიდევაც დაშორდნენ ერთმანეთს. მათი შერიგება კი სოციალურ ქსელში ბონიას დაბლოკვით დასრულდა.

წყვილმა გრანდიოზული ქორწილი ისტორიულ ვილაში ბოსფორის სრუტეში გადაიხადეს, სადაც ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და კოლეგები იყვნენ მოწვეულები. როგორც წყარო წერს, დედოფალმა საქორწინო კაბა სამჯერ გამოიცვალა - ანუ ფახრიე ევჯენს ქორწილზე სამი სხვადასხვა მოდელის კაბა ეცვა. imageimageრაც შეეხება მომხიბლავ სიძეს, რომელსაც თანამემამულენი საუკუნის მოვლენად"событием века" თვლიან, ისიც ორგვარი პიჯაკით იყო ქორწილზე წარმოდგენილი.

imageimageimageimageimageimageცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ როგორ თხოვა შეყვარებულს ხელი მსახიობმა, რომელიც გერმანიაში ფახრიეს მშობლიურ ქალაქ ზოლინგენში მოხდა, სადაც გოგონას მშობლები ცხოვრობენ. საქორწინო ბეჭდის ღირებულება წყაროს ინფორმაციით 90 ათასი თურქული ლირაა. imageშემდეგ წყვილი რომში გაემგზავრა, უკან დაბრუნებულებმა კი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და დედოფლის უდიდესი სურვილის გათვალისწინებით წყვილი მალდივის კუნძულებზე გაემგზავრა თაფლობის თვის გასატარებლად.imageაი რას წერს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პატარძალი: - "
"ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი გმირი, ჩემი სამყარო. მინდა შენთან ერთად გავიზარდო, ერთი მთლიანი გავხდეთ და გითხრა "დიახ" უკანასკნელ დღემდე. აი, ახლა უკვე ერთად ვართ".image





0
1597
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0