x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3 უსაფრთხო მეთოდი ტარაკნებთან,ჭიანჭველებთან და კოღოებთან საბრძოლველად
მწერებთან გამკლავების ყველაზე ადვილი ხერხი შხამია, მაგრამ თუ სახლში ბავშვი ან შინაური ცხოველი გყავთ გირჩევთ თავი შეიკავოთ ქიმიური საშუალებების გამოყენებისგან.

გთავაზობთ 3 მარტივ და უსაფრთხო მეთოდს, რომელიც მწერებთან გამკლავებაში ეფექტურად დაგეხმარებათ.


ტარაკანები

image


დაგჭირდებათ 1 ხახვი და 1ჩ.კ. სოდა

ხახვი დააქუცმაცეთ, შეურიეთ 1ჩ.კ. სოდას. მიღებული მასა მოათავსეთ იმ ადგილებში, სადაც ტარაკანა შეამჩნიეთ.

შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ.


ჭიანჭველები

image

გულდასმით დაათვალიერეთ ღრიჭოები და შეეცადეთ იპოვოთ ადგილი, სადაც ჭიანჭველებმა ბუდე გაიკეთეს, შემდეგ კი ჩაყარეთ შიგნით სიმინდის ფქვილი.

რეზულტატი ცოტა მოგვიანებით იქნება, მაგრამ მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა.


კოღოები

image

აიღეთ პატარა ზომის ღრუბელი, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი პიტნის, ევკალიპტის ან ლავანდის ზეთი. ჩადეთ ღრუბელი მინის სუფთა ქილაში, დაახურეთ და გააჩერეთ 24 სთ, შემდეგ კი მოხსენით ხუფი და დადგით ოთახში, რომ გავრცელებულმა სუნმა კოღოები დააფრთხოს.

0
383
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0