x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰიპნოტური მიდგომა რეკლამაში

imageსუგესტია, შთაგონება არის ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების პროცესი, რომელიც დაკავშირებულია შთამაგონებელი შინაარსის აღქმისას კრიტიკულობის დაქვეითებასთან. ეს პროცესი არ მოითხოვს არც ანალიზს, არც შეფასებას. შთაგონება ხორციელდება განსაზღვრული მდგომარეობის შექმნის მიზნით. შთაგონების ძალა დამოკიდებულია მის სიცხადეზე, ხელმისაწვდომობაზე და ინფორმაციის ლოგიკურობაზე. ასევე სუგესტორის ავტორიტეტზე. ეფექტი განსაკუთრებით დიდი მაშინაა, როცა შთაგონება შეესაბამება შთაგონებულის ინტერესებს და სურვილებს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად არ ექვემდებარება შთაგონებას.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ შთაგონებადობა შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:
-დაურწმუნებლობა;
- მონობა;
- დაბალი თვითშეფასება;
-შთაბეჭდილებისადმი მგრძნობიარობა;
-ლოგიკური ანალიზის სისუსტე;

შთაგონების სიტუაციური ფაქტორები:

- ზოგიერთი ფსიქიკური მდგომარეობა; სტრესი, ავადმყოფობა, გადაღლა;
- კომპეტენტურობის დაბალი დონე;
- მნიშვნელოვნების მაღალი დონე;
- განუსაზღვრელობა;

რეკლამის სფეროში ტრანსული მდგომარეობის გამომწვევი მრავალი ტექნიკა არსებობს:


- ტრანსული ქცევის ჩვენება – მაგალითის ჩვენება – როცა რეკლამაში აჩვენებენ ან აღწერენ რეკლამირებულ საქონელთან შეხვედრისას პერსონაჟის ტრანსულ მდგომარეობას, ქცევას, ხდება პროექცია – რეალური ადამიანები, ამ პროდუქტის ყიდვისას მოკლევადიან ტრანსში ჩაიძირებიან. სიტყვიერი აღწერა რომელიც ფილმში ქცევის ჩვენებას ახლავს, დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: როდესაც მე საქონელ ა-ს ვხედავ “ვგრძნობ საქონელ ბ-ს სუნს, მესმის გ საქონლის მუსიკა”, მე ვირინდები, ჩემში ყველაფერი ირინდება, ჩემს გარშემო სამყარო ირინდება.. და ა.შ.

- ასაკობრივი რეგრესია – სარეკლამო სიუჟეტის საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ტრანსული ინდუქციის ტექნიკა. რაც შეეხება
ასაკობრივ რეგრესიას, კონკრეტულ სარეკლამო პროდუქტებში თამაშდება მოსწავლეებისა და ახალგაზრდა სტუდენტების, ბებიებისა
და შვილიშვილების ურთერთობები და ა.შ.

- ბუნებრივი ტრანსული მდგომარეობის გამოყენება – ბუნებრივი
ტრანსული მდგომარეობის მაგალითები სარეკლამო სიუჟეტებში არის გამოღვიძების და ძილისწინა მდგომარეობები, მაგალითად: ყავის
რეკლამა, საძინებლის ავეჯის რეკლამა და ა.შ. ასევე წყლის ზედაპირის
ყურება თევზაობის და პლაჟზე ნებივრობა და ა.შ. ასევე ავტობუსით და მანქანით მოგზაურობისას ცაზე ღრუბლების თვალიერება,
ბუნების სურათების თვალიერება და ა.შ. სიტყვიერი აღწერილობა
ამგვარი სიუჟეტებისა არის: კომფორტი, სიმყუდროვე, სიმშვიდე, მოდუნება და ა.შ.

- ცნობიერების გადატვირთვა - ცნობიერების გადატვირთვის მეშვეობით ტრანსში შეყვანა ხდება, როდესაც რეკლამაში ორი პერსონაჟი ერთდროულად ლაპარაკობს იმავდროულად სწრაფად და ქაოტურად იცვლება კადრებიმ და ა.შ.

- შაბლონის გახლეჩვა – შაბლონის გახლეჩვის მაგალითია დაძაბული სიტუაციის მქონე რეკლამა, რომლებიც მოულოდნელად სასიამოვნოდ მთავრდება რეკლამირებული საქონლის წყალობით მეშვეობით. ანუ პრობლემას წყვეტს პროდუქტი; ისეთი სიტუაციების ჩვენება, რომლებშიც პერსონაჟს უცბად მკლავში სტაცებენ ხელს და უხსნიან
პროდუქტის უპირატესობებს და ა.შ.

- სრული განუსაზღვრელობის გამოყენება – სრული განუსაზღვრელობის სიტუაციებში, როდესაც მაყურებელმა ბოლომდე არ იცის რას უკეთდება რეკლამა, მისი მდგომარეობა ძალიან ახლოსაა ტრანსულ მდგომარეობასთან. ასეთ გაურკვეველ ფონზე გასაგები და ნათელი ინსტრუქცია (რომელიც რეკლამის ბოლოს გაჟღერდება ხოლმე) მაყურებლის მიერ მადლიერებით აღიქმება.

- არარსებული სიტყვების გამოყენება - არარსებული სიტყვების მეშვეობით ტრანსში შეყვანა ასე ხდება: სარეკლამო ტექსტი არარსებული სიტყვებითაა გადატვირთული: ყოველი ახალი წინადადება ამ არარსებული სიტყვით იწყება და ეფექტი გარანტირებულია.

- დაბნევის ტექნიკა – საკვანძო სიტყვების გამოყოფა სარეკლამო
შეტყობინებაში მიეკუთვნება დაბნევის ტექნიკას. “ეროტიული ტელეფონის” რეკლამა: ტექსტური შეტყობინების სათაური: “და არავის უთხრა ამის შესახებ”. კომენტარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია:)

- პერსევერაცია - სუგესტიის მაგალითია პერსევერაცია, ანუ ერთიდაიგივე შეტყობინების მრავალჯერადი გამეორება.

- ავტორიტეტის მოშველიება და ა.შ.





0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0