x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვინ არის მჩაგვრელი?

imageბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ბავშვის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.

ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისთვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.


დიდი ხნის განმავლობაში, მკვლევრები და პრაქტიკოსები მჩაგვრელს განიხილავდნენ ინდივიდად, რომელსაც აქვს სოციალური უნარების ნაკლებობა, დაბალი თვთშეფასება, თანატოლთა შორის დაბალი სტატუსი, სირთულეები სოციალური ინფორმაციის დამუშავებაში და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშულ ფაქტორთაგან ბევრი ასოცირებულია ზოგადად აგრესიასთან, არსებობს მცირე ემპირული მხარდაჭერა, რომ ისინი სწორედ რომ ბულინგთანაა დაკავშირებული.

მჩაგვრელის, როგორც სოციალურად არაკომპეტენტურის შესახებ მოსაზრება უარყოფილ იქნა Sutton, Smith, Swettenham-ის მიერ. მათ აღმოაჩნეს, რომ 7-დან 10 წლამდე მჩაგვრელებმა მიიღეს
მაღალი შეფასება იმ საკითხებში, რომლებიც ზომავდა სხვების ემოიცებისა და კოგნიციის გაგების უნარს. შესაბამისად, Kaukainen-მა დაამტკიცა, რომ სოციალური ინტელექტი (მაგ., სხვათა აღქმა და სოციალური მოქნილობა) არის წინაპირობა აგრესიის ისეთი არაპირდაპირი ფორმების გამოსაყენებლად, როგორიცაა სხვებით მანიპულრება და სხვათა წაქეზება სამიზნის წინააღმდეგ. მათ კვლევებში არაპირდაპირი აგრესია პირდაპირი აგრესიის კონტროლის შემდეგ უკავშირდებოდა სოციალური უნარებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური გაგების უნარი არის ბულინგის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ნათელია, რომ კარგი სოციალური უნარების
მქონე მჩაგვრელები უფრო წარმატებით ახორციელებენ ჩაგვრის ქცევას. მაგ.: მათ უკეთ შეუძლიათ „ნამდვილი“ მსხვერპლის არჩევა და თანატოლებით მანიპულირება იმისთვის, რომ თანატოლებიც შეუერთდნენ მათ. ყველა კვლევა არ ადასტურებს მჩაგვრელის,
როგორც სოციალურად კომპეტენტური ინდივიდის შესახებ მოსაზრებას. მაგ., 4-დან 6 წლამდე სკოლამდელებში მჩაგვრელები არ ავლენენ უფრო მაღალ სოციალურ უნარებს თანატოლებთან შედარებით. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, უფრო სწორი მიდგომა იქნება, თუ ვაღიარებთ, რომ მჩაგვრელთა შორის არსებობს განსხვავებები.

არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ მჩაგვრელები და ე.წ. მჩაგვრელი-მსხვერპლები არიან სხვადადახვა ჯგუფები განსხვავებული სოციალური, კოგნიტური და ქცევითი გამოხატულებით.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ პროაქტიულად აგრესიული ბავშვები ფლობენ სოციალურ კოგნიციას, რომელსაც ისინი იყენებენ აგრესიის ხელშეწყობისათვის როგორც საშუალებას მიზნის მისაღწევად. მჩაგვრელები აგრესიის გამოყენებისას გრძნობენ თავდაჯერებულობას, აგრესიისაგან მოელიან დადებით შედეგებს; აგრესიას განიხილავენ როგორც ქცევის მისაღებ ფორმას და, საერთოდ, ყოველმხრივ დადებითი წარმოდგენა აქვთ აგრესიის გამოყენებასთან მიმართებით.

ბულინგი ეფექტური გზაა ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა:
გავლენის ქონა თანატოლებზე, მათი აღფრთოვანებისა და პატივისცემის მოპოვება. მაშინაც კი, როცა მჩაგვრელი ბევრ თანაკლასელს არ მოსწონს, თანატოლთა შორის ის მაინც აღიქმება
როგორც პოპულარული და ძლიერი. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ მჩაგვრელებს, რომლებიც ფლობენ თანატოლთათვის ღირებულ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ფიზიკური მიმზიდველობა და კარგი იუმორის
გრძნობა. მეტიც, მჩაგვრელი ხშირად თანატოლთა შორის არსებული ურთიერთობათა ქსელის ცენტრალური წევრია და, ამდენად, ჰყავს მეგობრები. მჩაგვრელები ხშირად ამყარებენ და განამტკიცებენ
მეგობრულ ურთიერთობებს სხვა აგრესიულ თანატოლებთან, რომლებთანაც ისინი იზიარებენ საერთო მსხვერპლებს. მსგავსი სახის ურთიერთობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ძალადობრივი ქცევის
გაძლიერებას.

მიუხედავად იმისა, რომ აგრესია, ზოგადად, დაკავშირებულია თანატოლებისაგან გარიყვასთან (განსაკუთრებით პატარა ბავშვებში), ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ძალიან პატარა ასაკშიც კი მჩაგვრელი შეიძლება პოპულარულობით სარგებლობდეს თანატოლებს შორის. “Bus-Test“-ის გამოყენებით შეაფასეს 5-8 წლის ბავშვების პოპულარობა ბულინგის შემთხვევებში მათი როლის მიხედვით. ბავშვებს აჩვენებდნენ მუყაოზე გამოსახულ ავტობუსის სურათს და ეკითხებოდნენ: „თუ თქვენ აპირებთ მოგზაურობას ავტობუსით, თქვენი რომელი ჯგუფელი გინდათ რომ წამოვიდეს თქვენთან ერთად?“ თითოეულ ბავშვს შეეძლო აერჩია ექვსი თანატოლი თანაჯგუფელი ბავშვების ფოტოების ამორჩევის საშუალებით. მჩაგვრელებმა მიიღეს საშუალოდ ხმების 40%, იგივე რაოდენობა იყო აურჩეველი ბავშვებისთვისაც, ხოლო მსხვერპლებმა და იმ ბავშვებმა, რომლებიც იდენტიფიცირებულები იყვნენ როგორც მჩაგვრელი-მსხვერპლები, მიიღეს ხმების 24-28%.

რაც შეეხება ბულინგის კორელაციას ოჯახთან, Schwartc და მისი კოლოგები აღნიშნავენ, რომ მჩაგვრელები აგრესიულ ქცევას შესაძლოა სკოლამდელ ასაკში ითვისებენ ზრდასრულთა კონფლიქტებსა და აგრესიაზე დაკვირვების შედეგად. მჩაგვრელები ამასთანავე მიდრეკილნი არიან საკუთარი მშობლების, როგორც ავტორიტარულების, დამსჯელებისა და ნაკლებად მხარდამჭერების
აღქმისკენ. ისინი, ასევე, მიუთითებენ საკუთარ მშობლებთან უფრო ნაკლები კავშირის ქონაზე, ვიდრე ამას ამბობენ სხვა ბავშვები. აღზრდის ასეთმა მოუქნელმა სტილმა შესაძლოა ხელი შეუწყოს პროაქტიული აგრესიის განვითარებას. მეტიც, ასეთ აღზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს ისეთი მიზნების ფორმირებას, როგორებიცაა მბრძანებლობა და ბატონობა, რომლებიც კომბინიერბულია აგრესიის წამქეზებელ კოგნიციასთან და ნაკლებ ემპათიურობასთან ბულინგის შემთხვევის დროს.


.








0
137
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0