x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნიუ-იორკში, საავადმყოფოში ექიმმა სროლა ატეხა,არის მსხვერპლი
image ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონის ლიბანის საავადმყოფოში, შეიარაღებულმა პირმა М-16 შაშხანით ცეცხლი გახსნა.


ერთი ექიმი მოკლულია, ხუთის მდგომარეობა კრიტიკული.დაჭრილთაგან სამი ექიმია.


როგორც გაირკვა, თავდამასხმელი ექიმი-თერაპევტი, 45 წლის ჰენრი ბელოა და 2015 წლამდე ამ საავადმყოფოში მუშაობდა.

image


სროლა საავადმყოფოს მე-16 სართულზე ადგილობრივი დროით 14:55 წუთზე ატყდა, ზოგიერთმა ექიმმა მოასწრო პალატებში და კაბინეტებში ბარიკადების შექმნა.

პოლიციის კომისარ ჯეიმს ო'ნილის ცნობით ჰენრი ბელომ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჯერ თავის დაწვა გადაწყვიტა, შედეგ კი ტყვია დაიხალა, ბელოს ტანზე თეთრი ხალათი ჰქონდა მოსხმული.


დაწყებულია გამოძიება.


image

0
46
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0