x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ახალი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე
image

28 ივნისს, საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა "ქართული იდეა" – ს ლიდერ ლევან ჩაჩუას ინიციატივით, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

მანამდე საზოგადოებრივი ქსელების შაშუალებით ლევან ჩაჩუამ მიმართვა გაავრცელა:

"ძვირფასო თბილისელებო!
ხვალ, 28 ივნისს, 16 საათზე, მოსაშვილის 11-ში, მე-6 სართულზე იკრიბება თბილისის საზოგადოება, რათა ერთად ვიმსჯელოთ დედაქალაქის მერობის საერთო-სახალხო კანდიდატებზე და გამოვირჩიოთ ღირსეული...
ვეპატიჟებით პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს.
დედაქალაქს ჭირდება ღირსეული ხელმძღვანელი, ამიტომ თბილისის მაცხოვრებლებმა თავად უნდა გამოვირჩიოთ იგი და არ უნდა მივიღოთ ოლიგარქების, ან ნაცმოძრაობის ნარჩენების მიერ შემოთავაზებული კანდიდატები. მითუმეტეს, რომ საერთო-სახალხო დაკვეთაა პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება, რაც საქართველოს გადარჩენის და მისი ღირსეული განვითარების უალტერნატივო საშუალებაა...
დედაქალაქის ხელმძღვანელის შესახებ საერთო აზრის ჩამოყალიბება წყალგამყოფი გახდება ყველასთვის, ვინ რომელ მხარეს დგას: ხალხის, თუ - პოლიტიკური კონიუნქტურის!
აქამდე, ჩვენს ხალხს ხელოვნურად უქმნიდნენ სიტუაციას, როდესაც არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გაეკეთებინა. ამიტომაა, რომ ათწლეულებია ხელისუფლად ვღებულობთ შეუფერებელ ფიგურებს...
თითოეული ღირსეული თბილისელის (და არა მარტო თბილისელის) ვალდებულებაა შევჯერდეთ ნამდვილ სახალხო კანდიდატზე, რომელიც იქნება თბილისის ქომაგი და არა რომელიმე პარტიის, თუ ოლიგარქიული ჯგუფის ინტერესების გამტარებელი მარიონეტი.
ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და დაიფაროს საქართველო!"



შეკრების დასაწყისში ბატონმა ლევანმა განაცხადა, რომ არცერთ შემთხვევაში ის თავის კანდიდატურას არ დააყენებდა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, არამედ საერთო საქმეს როგორც წაადგება. ყველამ დავდგეთ საკუთარ ამბიციებზე მაღლა და ქალაქელებმა გამოვირჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც არ იქნება ანგარიშვალდებული არც რომელიმე ოლიგარქის და არც კრიმინალური ბანდის ნარჩენების წინაშე. და იქნება მართლაც საერთო–სახალხო კანდიდატი და მისაღები მთელი ქალაქისთვის.

აქ სამივე თაობის წარმომადგენლები ვართ, დაასახელეთ თქვენთვის მისაღები კანდიდატურები, შემდეგ მათ მოვუსმინოთ, თუ როგორ ესმით ქალაქის განვითარება, როგორია მათი ხედვა და უკვე მათ შორის შევჯერდეთ საბოლოო კანდიდატურაზე.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ თბილისში კატასტროფული ვითარება იყო და აუცილებელი იყო ქალაქს თავისი კანდიდატურა ჰყოლოდა.

ვინაიდან ეს პირველი შეხვედრა იყო, ბევრი ვერ დაესწრო, ბევრმა არ იცოდა, ამიტომ მათაც უნდა მიეცეთ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. შეიქმნება თბილისის სხვადასხვა უბნების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც წარადგენს უკვე საბოლოოდ შერჩეულ მერობის კანდიდატს.

"ზოგადად სადაც ჩავდივართ ჩვენ, ყველგან ეს იდეა ჩაგვაქვს, რომ ადგილზე უნდა გამოირჩეს საუკეთესო კანდიდატურა, ლაგოდეხიდან დაწყებული, დამთავრებული ზუგდიდამდე. სამწუხაროდ არ გვყავს ისეთი კანდიდატები, როგორიც იყო დიდი ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისე არ დაძაბუნებულა ჩვენი დედაქალაქი, რომ ძირძველმა ქალაქელებმა ღირსეული კანდიდატურა ვერ შევარჩიოთ." – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.







0
328
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0