x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შერლოკ ჰოლმსის რეალური პროტოტიპი და ყალბი სახლ-მუზეუმი

საყოველთაოდ ცნობილ დეტექტივი, შერლოკ ჰოლმსი, ლონდონში, «ბეიქერ-სტრით 221-ბ» მისამართზე, ყოველდღიურად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ასობით წერილს ღებულობს. თითოეულ მათგანში არის დახმარების თხოვნა, რთულ სიტუაციაში. წერილებში მოთხრობილია ისეთი საქმეების შესახებ, რომლის გახსნა, ადგილობრივმა პოლიციამ ვერ შეძლო.


image


პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ადამიანი, სახელით შერლოკ ჰოლმსი, რომელსაც დღემდე წერილებს წერენ, აქვს სახლ-მუზეუმი და ძეგლიც კი, სინამდვილეში არასოდეს არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუყრელი მეგობარი დოქ. უოტსონი.
მაგრამ, ხომ არ შეიძლებოდა ასეთი გმირები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაჩენილიყვნენ? რა თქმა უნდა არა.
ჰოლმსის პროტოტიპი ჯოზეფ ბელი იყო. ქ. ედინბურგის უნივერსიტეტის, სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი და კონან დოილის ლექტორი. ხოლო, დოქტორი უოტსონი – გადამდგარი მაიორი ვუდი იყო, მწერლის დამხმარე და ახლო მეგობარი.
ჯოზეფ ბელი, მხოლოდ დოილის კი არა, ბევრი სტუდენტის კერპი იყო. ზოგიერთი მათგანი ცნობილი მწერალი გახდა. მაგ., რობერტ სტივენსონი, «განძთა კუნძულის ავტორი».
ჰოლმსის საყვარელი დედუქციული მეთოდის იდეა, სწორედ ჯ. ბელს ეკუთვნის. «დედუქციის ძალას მიეცით გზა» – ხშირად ეუბნებოდა ის თავის სტუდენტებს და ამ მეთოდის დემონსტრირებას პრაქტიკაშიც ახდენდა. ის პაციენტს მანამდე უსვამდა დიაგნოზს, ვიდრე ეს უკანასკნელი პირს გააღებდა და რამეს იტყოდა. მას შეეძლო, ოდნავ შესამჩნევი ნიშნებით განესაზღვრა ადამიანის ჩვევები, ცხოვრების წესი და დასაქმების ადგილი. როდესაც ის საუბრობდა, ყოველთვის, ყველაფერი მარტივად ჩანდა, მაგრამ მისი ანალიზის გამეორება არავის შეეძლო.
უჩვეულო წინასწარმეტყველების გარდა, პროფესორი არასტანდარტული გარეგნობითაც გამოირჩეოდა. ის იყო გამხდარი, ოდნავ მოღუშული. ჰქონდა ქორის პროფილი და კუთხოვანი მხრები. სიარულის დროს, ახასიათებდა მკვეთრი მოძრაობები და ჰქონდა უჩვეულო ხმა. ასეთი ხმა ექიმს მას შემდეგ ჰქონდა, რაც დიფტერიით დაავადებული ბავშვი გადაარჩინა. მან, ბავშვის ყელიდან, დიფტერიის აპკი გამოწოვა. ამგვარი ქმედების გამო, ის შეიძლება მომკვდარიყი კიდეც – საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ ხმის იოგები ისე დაუზიანდა, რომ ხმა სამუდამოდ შეეცვალა.
ჯოზეფ ბელი, 20 წლის მანძილზე, პოლიციის განყოფილებაში კონსულტანტად ირიცხებოდა და ამ ხნის მანძილზე, არაერთი ჩახლართული საქმე გახსნა. ერთი სიტყვით, ართურ კონან დოილმა «შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალიში», უჩვეულო ადამიანის ცხოვრება აღწერა და მისი უდიდესი ღვაწლი თაობებს შემოუნახა.

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageკრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

კრიმინალური გამოცანები – II ნაწილი (პასუხები აქვს)

ორი კრიმინალური დეტექტივი:

* ბუმერანგი

* საათი გუგულით

0
1264
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0