x
მეტი
  • 25.09.2017
  • სტატია:69576
  • ვიდეო:322128
  • სურათი:423231
სპორტული არხის "ESPN" კომენტატორმა არხის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რადგან თვლის, რომ მას გორილა ვინუს უილიამსისათვის არ უწოდებია

image ამერიკელი კომენტატორი დუგ ადლერი, რომელიც გაანთავისუფლეს სამსახურიდან უჩივის ტელეკომპანიას, რომელმაც მისი აზრით უსამართლოდ გაანთავისუფლა სამსახურიდან, საუბარია ტელეკომპანია "ESPN"–ზე. ტელეკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით კი კომენტატორი სამსახურიდან გაანთავისუფლეს ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი ქალის ვინუს უილიამსის გორილად მოხსენიების გამო, რასაც ადლერი კატეგორიულად უარყოფს და თვლის, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაში დილეტანტები არიან და ვერ გაურჩევიათ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ადლერის თქმით მან გამოიყენა ჟარგონი "guerrilla tennis", მას შემდეგ რაც მონიტორზე გავიდა რეკლამა სპორტულ ეკიპირებაზე, ანდრე აგასის და პიტ სამპრასის მონაწილეობით. "guerrilla", რომელიც ინგლისურში იკითხება ისევე როგორც გორილა რუსულად ითარგმნება, როგორც "პარტიზანი".
ვინაიდან რეკლამა გადაღებული იყო რუსეთის კორტებზე მე ჟარგონი მივუსადაგე რუსულ გამოთქმას აცხადებს ადლერი და ტელეკომპანიისაგან მოითხოვს კომპენსაციას თანხის სახით, რომლის რაოდენობა არ გახმაურებულა.
ინციდენტი მოხდა წელს, 19 იანვარს "Australian Open"–ის მეორე ტურის შეხვედრის დროს, როცა ვინუს უილიამსი ხვდებოდა შვეიცარიის წარმომადგენელ შტეფანი ფეგელს. შეხვედრა ამერიკელმა მოიგო 6:3, 6:2, ამ შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ კი ადლერი ტელეკომპანიამ სამსახურიდან გაანთავისუფლა.

0
202
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0