x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ინგლისში მამაკაცს ავტობუსი დაეჯახა და რამდენიმე მეტრზე ისროლა,შემდეგ კი ის ლუდხანაში შევიდა(ვიდეო)
imageუცნაური შემთხვევა მოხდა ინგლისის ქალაქ რედინგში.მამაკაცს სწრაფად მომავალი ავტობუსი დაეჯახა, რამდენიმე მეტრზე ისროლა, ის კი ვითომც არაფერი მომხდარაო, ადგა და "სამკურნალოდ"პაბში შევიდა.


საქალაქო ავტობუსის მძღოლმა მართვა დაკარგა და პირდაპირი გაგებით ზედ შეაფრინდა მზად მიმავალ საიმონ სმიტს, რომელიც ბაიბურშიც არ იყო რა ხდებოდა მის უკან.ავარიის შედეგად ჩაიმსხვრა ერთ-ერთი მაღაზიის ვირტინა და დაზიანდა განათების ბოძი.


ყველაზე მთავარი ისაა, რომ ავარიამ წამითაც ვერ შეაჩერა საიმონ სმიტი, რომელიც როგორც აღმოჩნდა პაბში ლუდის ან ვისკის დასალევად მიიჩქაროდა.

რა გახდა ავტობუსის ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სატრანსპორტო კომპანიას განცხადება არ გაუკეთებია.





0
159
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0