x
მეტი
  • 23.07.2017
  • სტატია:67852
  • ვიდეო:320471
  • სურათი:420271
ფრინველებზე დაკვირვება – Birdwatching.

ფრინველებზე დაკვირვება საკმაოდ შემოსავლიანი ტურისტული პროდუქტია. ამ მხრივ შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი უნიკალური ადგილია. იგი "აღმოსავლეთშავიზღვის სამიგრაციო დერეფნის", ან ბათუმის ძაბრის სახელწოდებითაა ცნობილი და მსოფლიოში მსგავსი ადგილების ხუთეულში შედის. 2014 წელს აქ 1 300 000 ფრინველი აღირიცხა, რაც მსოფლიოს მასშტაბით სარეკორდო მაჩვენებელია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ფრინველებზე დაკვირვებისთვის რამდენიმე ადგილი მოამზადა, მათთან მისასვლელი ბილიკები დამარკულია.

ფრინველებზე დასაკვირვებლად 10–52 გადიდების ბინოკლი ან ტელესკოპი დაგჭირდებათ.

imageimage

უამინდობის შემთხვევაში დამკვირვებლებს შეუძლიათ უფრო ქვემოთ მოწყობილ ადგილას გადაინაცვლონ, რადგან მეხის დაცემაა მოსალოდნელიimageimage
აქვე ახლოს რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც შეგიძლიათ იცხოვროთ და ადგილობრივი კერძები დააგემოვნოთ. ფასებიც საკმაოდ მისაღებია, ოღონდ ჩვენს შეკითხვებზე თუ რა ჯდებოდა ესა თუ ის მომსახურება, მასპინძელი ფასებს ევროებში გვეუბნებოდა. – კი მაგრამ, თუ ქართველი მოვიდა მანაც ევროები უნდა გადაიხადოს? მასეთი ჯერ არ ყოფილაო, გვიპასუხა, ქართველი თოფით თუ მოვა, ბინოკლი და ფოტოაპარატი ნურას უკაცრავადო.

საქართველოში მრავალი ბაზიერია, ძირითადად მიმინოს და შევარდენს ათვინიერებენ. გურიაში ერთმა საკვირველი საქმე ჩაიდინა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია – შაკი (Pandion haliaetus), რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, მოათვინიერა და მისი საშუალებით თევზაობს.

image


ამჟამად საქართველოში 20 სახეობის ფრინველი გადაშენების გზაზეა.


imageimageimage
ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა.
აჭარაში 2012 წლიდან სექტემბრის თვეში ტარდება "Batumi Bird Festival", რომელსაც ბევრი უცხოელი ბერდვოჩერი სტუმრობს. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა ეკუთვნის საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count).


0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0