x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მე შენი სხეულის ნეკნის ნაწილი ვარ



image


***



მე შენი სხეულის ნეკნის ნაწილი ვარ
მე შენი ცხოვრების
სხეულის ნაწილი ვარ
მე შენი ოცნების
უძილო სიზმარი ვარ
მე შენი ფიქრების
ნათელი მზის სხივი ვარ
მე შენი ლოდინის
დამღლელი სენი ვარ
მე შენი ტკივილის
გულის მალამო ვარ
მე შენი დუმილის
უთქმელი გრძნობა ვარ
მე შენი სიცოცხლის
წყარო, ანკარა ვარ
მე შენი სხეულის
ნეკნის ნაწილი ვარ




***



ლოდინის სახელის გენია
ლოდინმა დამღალა ძალიან
ლოდინი დამღლელი სენია
ლოდინმა იმედი წამართვა
ლოდინად იქცა დღენია
ლოდინმა წუხილი მაჩუქა
ლოდინის ცრემლები მწველია
ლოდინში ბოროტი იღვიძებს
ლოდინი არაფრის მთქმელია
ლოდინმა მე ბევრი მატირა
ლოდინი გულისა მკვლელია
ლოდინში წლები ქრებიან
ლოდინი სულის წამრთმევია

ლოდინო გიბრძანებ დამეხსენ
ლოდინის სახელის გენია
ლოდინად აღარა ვარგიხარ
ლოდინი უფერო ფერია
ლოდინმა გული გააწვრილა
ლოდინის ფიალა სავსეა
ლოდინო ნუღარ მალოდინებ
ლოდინში ცხოვრება ძნელია...



***


სულს რომ მინათებენ წმინდა ხატებია
მე ჩემს სარეცელთან მარტო დარჩენილი
სევდით გარინდებულ ფიქრებს დაჩვეული
დარდი მომწოლია ცრემლში გახვეული
შუბლზე მაჩნევია წლები გალეული
სარკმელს მივაშტერდი სევდა გარეული
სულმაც მიმატოვა, როგორც მთვარეული
ღამეც მიბრაზდება ბნელში გაბნეული
ძილსაც ვერ ვიკარებ

გრძნობა არეული
ნეტავ რისთვის ვცოცხლობ
მითრევს მე გრძნეული
ვერავის ვენდობი მარტო ვარ ეული
ღმერთო, დამიფარე მწირი დაბნეული
მინდა სხვებთან ერთად
ვიყო მეც რჩეული
ცაზე თეთრი ცხენით წმინდა გიორგია
იგი, რჩეულების...ქართველთა მხსნელია
წარსულიდან მოდის ჩვენთვის უფალია

ქართველების გვერდით
ყოფნა უხარია...
ცაზე რომ ანათებს ცისკრის ვარსკვლავია
ღამეც მიილია ირგვლივ ნათელია
მე კი სარეცელზე ღამენათევია
სულს რომ მინათებენ....
წმინდა ხატებია!...


***


მე რომ მუზა ვიყო ლექსად წარმოგთქვამდი

მე რომ ნოტი ვიყო სიმღერას შევქმნიდი

მე რომ თვალი ვიყო შენ დაგინახავდი

მე რომ ყური ვიყო სულში ჩაგასმენდი

მე რომ ფეხი ვიყო შენთან მოვიდოდი

მე რომ ხელი ვიყო მოგეფერებოდი

მე რომ ტუჩი ვიყო გეამბორებოდი

მე რომ გული ვიყო შენ გაგრძნობინებდი

მე რომ ვაზი ვიყო შემოგეხვეოდი

მე რომ ხმალი ვიყო შენთვის ვიბრძოლებდი

მე რომ სანთელი ვიყო შენთვის დავდნებოდი

მე რომ ცრემლი ვიყო შენთვის ავტირდებოდი

მე რომ წყალი ვიყო სასმისად ვიქცევი

მე რომ პური ვიყო შენ დაგაპურებდი

მე რომ ყინვა ვიყო ფიქრით გაგათბობდი

მე რომ სიცხე ვიყო ნიავად გავჩნდები

მე რომ თოვლი ვიყო შუბლზე დაგადნები

მე რომ ქარი ვიყო ცაში აგაფრენდი

მე რომ მთვარე ვიყო გზას გაგინათებდი

მე რომ ეს შემეძლოს შენთან გავჩნდებოდი



ავტორი მაია მაზანაშვილი



1
86
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
86
  
2017, 29 ივნისი, 15:47
მაგარია, ძალიან მომეწონა....
0 1 1